კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძველებურად მადააშლილები

გაქცეულები და წაქცეულები 

 

თითქოს ჩრდილოეთი არ გვეყოფოდა აღმართში ქვის დასაწევად, რომ იმავე პერსპექტივამ სამხრეთიდანაც შემოგვიტია: კერძოდ, გაირკვა, რომ ჩვენი მეზობელი თურქეთის (რომლისგანაც ავიც ბლომად გვახსოვს და ბოლო  20 წელიწადში – ცოტა-ცოტა კარგიც) ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, სახელდობრ, ნაპრემიერალმა ბ-ნმა ერდოღანმა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე აჰმედ დავითოღლუს კანდიდატურა დაასახელა.

ცნობილია, რომ ბ-ნი აჰმედი მოვალეობის შესრულებას ბ-ნი რეჯებ ტაიპის ინაუგურაციის შემდეგ, ანუ 28 აგვისტოდან შეუდგება. ჩვენ, ბუნებრივია, არავინ გვეკითხება არც თურქეთის საკადრო პოლიტიკას და არც თურქეთის აწ უკვე პრეზიდენტის სამოხელეო გემოვნების განსასჯელად გვეპატიჟებიან, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი დავითოღლუ აქამომდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას ასრულებდა და სწორედ მის ბაგეებს ეკუთვნის მოსაზრება ნეოოსმალური იმპერიის აღდგენის შესახებ (მომყავს ციტატა მისი ორიოდე წლის წინანდელი გამოსვლიდან: „გასული საუკუნე ის ფურცელია, რომელიც ჩვენ უკვე გადავფურცლეთ. ახლა ჩვენ ვხდებით ქვეყანა, რომელიც დაამყარებს ახალ კავშირებს სარაევოსა და ბენღაზთან, სარაევოსა და ბათუმთან. ამჯერად ჩვენ ამას გავაკეთებთ მშვიდობინი გზებით და ახლა ამაშია ჩვენი ძალა. არავისთან ვიომებთ. საზღვრებსაც პატივს ვცემთ. დღეს ისინი სხვა ქვეყნები არიან, მაგრამ 110 წლის წინათ ოსმალეთის იმპერიის ნაწილები იყვნენ. ამ განცხადებით გამოვიწვევთ კრიტიკის ქარცეცხლს და დაგვადანაშაულებენ ნეოოსმალიზმში, მაგრამ მაშინ მათ, ვინც ევროპა გააერთიანა, რატომ არ უწოდებენ ნეორომაელებს?!)“, შექმნილ ვითარებაზე ზედგამოჭრილია: საითაც გავიქეცი, იქითაც წავიქეცი (იმედია, დასავლეთისკენ გაჭრის მცდელობა მაინც დაგვირგვინდება წარმატებით) – 

скачать dle 11.3