კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!“

„წასვლა სჯობს წარმავალისა“

 

ჯერჯერობით კვლავ ვერ გაგვირკვევია, რით გააუმჯობესა „სი თი პარკმა“ პარკირების პრობლემა დედაქალაქში და არის თუ არა ადეკვატური ავტომფლობელების მიერ მისთვის გადახდილი თანხები, იმას გარდა, რამდენად კანონიერი და გონივრულია დედაქალაქის მერიასა და ამ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება (ან კი როგორ გავარკვევდით, როდესაც დღემდე „საიდუმლოდ“ გრიფდადებულია?!).

ვერ გავარკვიეთ, მაგრამ, ის კი შევიტყვეთ, რომ კომპანია „სი თი პარკი“ თბილისიდან წასვლას არ აპირებს (ან კი რატომ უნდა წავიდეს საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი, როდესაც ფულს მუქთად შოულობს?!). ეს „სასიხარულო“ ამბავი დედაქალაქის მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა ბენი ლაჰავიმ გვაუწყა.

საკრებულოს წევრ ბ-ნი ელისაშვილის მოწოდებაზე: რაც მოიპარეთ, შეირგეთ და თავი დაგვანებეთო, „სი თი პარკის“ გენმენეჯერმა დარბაისლურად უპასუხა: გმადლობთ რჩევისთვის, მაგრამ ჩვენ თბილისის დატოვებას არ ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება და გავაგრძელებთ ნაკისრი ვალდებულების შესრულებასო.

უფრო მეტიც, ვერც პრეტენზიებს მივიღებთ, რამეთუ პირნათლად ვასრულებთ ვალდებულებებსო (ბუნებრივია, ბ-ნ ლაჰავის კავშირი „რამეთუ“ არ გამოუყენებია, მაგრამ მისი ნათქვამის არსი ზუსტად გადმოგეცით). ხოლო, რაკი ხელშეკრულება დაგრიფულია, ჩვენ, აბა, ვინ გვეტყვის, რა იკისრეს?! 

და საქმეს ისეთი პირი უჩანს (თუ გენმენეჯერის შემართებით ვიმსჯელებთ), აქეთ არ გვაკისრებინონ, ხელს რად გვიშლით ტკბილი ლუკმის მონელებაშიო?! – 

скачать dle 11.3