ჩინელებისთვის მებრძოლები
ანუ ჩამოლაბორანტებული
თუმცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და, ერთს ვინ ჩივის, ამ მცირე ზომის საქართველოს 70 000 კვადრატულ კილომეტრზე უკვე სამი პრეზიდენტი გვყავს (და მერე რა, რომ მათგან ორი – რფ-ის მიერ მხოლოდაღიარებული?!), დიდი ცილაობაა მთავარსარდლის უფლებამოსილებებსა და რაობაზე.
მოქმედი კონსტიტუციით, მთავარსარდალი პრეზიდენტია, ის ნიშნავს და ათავისუფლებს გაერთიანებული შტაბის უფროსებს და ეს უკანასკნელებიც სწორედ მის წინაშე არიან ანგარიშვალდებლები, მაგრამ სულ ახლახან თავდაცვის სამინისტრომ ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს მთავარსარდლის უფლებამოსილება უნდა შეეზღუდოს.
ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტმა აღარ უნდა დაამტკიცოს გაერთიანებული შტაბის დებულება, შტაბის ხელმძღვანელი კი ანგარიშვალდებული იქნება არა პრეზიდენტის, არამედ – თავდაცვის სამინისტროს წინაშე. ამას გარდა, ცვლილებებით, პრეზიდენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მთელი რიგი უფლებამოსილებები მთავრობის კომპეტენციაში უნდა გადავიდეს.
მინისტრი ალასანია განმარტავს, რომ პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის ფუნქცია, გარანტირებული იქნება. არ დავმალავ, პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ის მირჩევნია, ჩემი ქვეყანა გარანტირებულად იყოს მთლიანი, თუმცა, თუ ამ სტატუსისთვის ამტყდარ ვნებათაღელვებს გავიხსენებთ, ვითომ დიდგორის მაგვარის გადახდა აქვთ გუმანში და იმიტომაც ეცილებიან ერთმანეთს უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებში?! –