ბრძნული აზრები
ტოლსტოი: ძლიერი ადამიანები ყოველთვის უბრალოები არიან.
ტვენი: ადამიანი ერთი და იმავე დროს კიდეც, ხედავს და ვერ ხედავს.
სმაილსი: ადამიანი თავისი ნებისყოფის მიხედვით, დიდია ან პატარა.
სპინოზა: ადამიანის წადილში გამოიხატება მისი არსება.
სერვანტესი: შელახული ღირსების აღსადგენად ადამიანს ყოველგვარი უკიდურესობა მიეტევება.
სავონაროლა: არ არსებობს უფრო მავნე ცხოველი, ვიდრე ადამიანი, რომელიც არ მისდევს კანონს.
რუსო: მეტისმეტი სიხარული და მეტისმეტი მწუხარება არ შეჰფერის გონიერ ადამიანს.
რიხნერი: ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელმაც იცის, რომ უნდა მოკვდეს.
რობესპიერი: რაც უფრო მეტია ადამიანში სიმამაცე და პატრიოტიზმი, მით უფრო შეეცდებიან საზოგადოების მტრები მის დაღუპვას.
რაბლე: ადამიანის გონება მუშტებზე ძლიერია.
რადიშჩევი: მხოლოდ მაშინ გახდები ადამიანი, როცა ისწავლი სხვაში ადამიანის დანახვას.
ლაბრიუერი: მთელი ჩვენი უბედურება იქიდან მომდინარეობს, რომ მარტო არსებობა არ შეგვიძლია.
ტაციტუსი: მწუხარებას საჩვენებლად ისინი გამოხატავენ, ვინც ნაკლებად სწუხან.
ლაროშფუკო: ურთიერთობა დიდხანს არასდროს არ გასტანს, მარტო ერთი მხარე რომ იყოს მტყუანი.
ციცერონი: ორატორის უდიდესი ღირსებაა, არა მარტო თქმა იმისა, რაც საჭიროა, არამედ უთქმელობაც იმისა, რაც საჭირო არაა.
საადი: მოიფიქრე – ნააზრევს უფრო დაგიჯერებენ და შეჩერდი, სადამდეც სხვები შეგაჩერებენ.
სუვოროვი: სისწრაფე საჭიროა, სიჩქარე კი არ ვარგა.
პუბლიუსი: სმენა უფრო იოლად ითმენს წყენას, ვიდრე მხედველობა.
შოპენჰაუერი: ნუ ეტყვი მეგობარს იმას, რაც მტერმა არ უნდა იცოდეს.
კუნანბაევი: ადამიანის ღირსება განისაზღვრება იმ გზის მეშვეობით, რომლითაც ის მიზნისკენ მიემართება და არა იმით, მიაღწევს თუ არა მას.
ჰორაციუსი: მოსაუბრის ზნეობრიობა უფრო მეტში გვარწმუნებს, ვიდრე თვითონ საუბრის თემაა.
ჟან პოლი: სიყვარული ისტორიაა ქალის ცხოვრებაში და ეპიზოდი – კაცის ცხოვრებაში.
სვიფტი: ქორწინების უმრავლესობა უიღბლოა იმიტომ, რომ ახალგაზრდა ცოლები იმის მაგივრად, გალიებზე იზრუნონ, ბადეებს ქსოვენ.
მენკენი: ყველაზე ცუდი ქორწინებაში ის არის, რომ ის ქალს აიძულებს, იფიქროს, თითქოს ყველა მამაკაცის გაცურება ასე ადვილი იყოს.