კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა ვიცოდეთ გარდატეხის ასაკზე და რატომ იღებენ თანხას დაუკითხავად ამ დროს ბავშვები

გარდატეხის ასაკი ეს არის პერიოდი, როცა ბავშვში გარკვეული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს. ეს პერიოდი, ძირითადად, გოგონებში 9-დან 16 წლამდე გრძელდება, ხოლო ბიჭებში 13-დან 15 წლამდეა მოსალოდნელი. ბავშვის ეს მდგომარეობა, ყველა მშობლისათვის თავსატეხია. რა პრობლემები იჩენს ამ დროს თავს და როგორ უნდა გადავჭრათ ისინი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ, ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძეს.

– რა სირთულეები ახლავს თან გარდატეხის პერიოდს?

– გარდატეხის ასაკში ბავშვს არ აკმაყოფილებს მხოლოდ მშობლისა და მასწავლებლის აღიარება. მას არ მოსწონს, როცა დედა ან ოჯახის ნებისმიერი წევრი ეტყვის: კარგი ხარო. ამ პერიოდში ბავშვის „მე“  ფორმირდება და არკვევს თავის სტატუსს ცხოვრებაში. ამიტომ ბავშვისთვის საჭირო ხდება, არა მარტო მშობლების შეფასება, არამედ მეგობრების, თანაკლასელების და ასე შემდეგ. მათ შეფასებაზე  ბევრი რამეა დამოკიდებული. ბავშვი ამ დროს იწყებს ახალი შეფასებების აკრეფას, საკუთარი თავის შესახებ რომ  დაადგინოს, როგორია და ვინ არის. მისთვის საკმარისი აღარაა მხოლოდ ის, რომ კარგად სწავლობს. ამ ყოველივეს ემატება ფიზიოლოგიური ცვლილებები. ეს არის საკმაოდ კრიტიკული პერიოდი. ამ დროს ბავშვი აცხადებს დამოუკიდებლობის პრეტენზიას. ეს დამოუკიდებლობა სჭირდება იმიტომ,  რომ საკუთარი სტატუსი განსაზღვროს.

– რატომ ცრუობენ ბავშვები ამ ასაკში?

– საერთოდ, ნუ ვიტყვით, რომ სიცრუე მხოლოდ გარდატეხის ასაკთან ასოცირდება. სიცრუე არის გარემოსთან ადაპტაციის მექანიზმი. ამიტომ, მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ ადამიანმა გარკვეულ გარემოში თავი დაცულად იგრძნოს. ორი ტიპის სიცრუეა: ერთი, როცა ცრუობ იმიტომ, რომ არ მიიღო უარყოფითი შეფასება, იმასთან შედარებით რაც გქონდა. ასეთი ტიპის ტყუილს მხოლოდ ბავშვები არ ამბობენ, ზოგადად, ყველა ცრუობს. მაგალითად: დავაგვიანე იმიტომ, რომ საცობში მოვყევი და ასე შემდეგ. ეს იმით აიხსნება,  რომ არ იფიქრო მასზე ცუდად და არ შეგეცვალოს წარმოდგენა. მეორე ტიპის სიცრუეა, როდესაც არ გაურბიან სასჯელის მიღებას და იტყუებიან სტატუსის ასაწევად. ანუ, პიროვნება ამ დროს მოითხოვს მეტი შთაბეჭდილების შექმნას საკუთარ თავზე, იმასთან შედარებით ვიდრე რეალურადაა. ასეთი ტყუილი დიდებში პროცენტულად შედარებით ცოტაა. თუ პირველ შემთხვევაში, 99 პროცენტი ტყუის, მეორე შემთხვევაში, ამის პროცენტული რაოდენობა ნაკლებია. ბავშვები თავად ეძებენ ამ სტატუსს და შესაბამისად, სიცრუე შეიძლება, ხშირი იყოს.

– მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ბავშვები დაუკითხავად იღებენ თანხას. ეს სიტუაცია რით აიხსნება?

– დაუკითხავად თახის აღება იმიტომ ხდება, რომ ბავშვი ამ დროს ცდილობს, იყოს დამოუკიდებელი. თანხა მას რისთვის სჭირდება, თუ არა თავისუფლებისთვის?! აქ მნიშვნელოვანი ის კი არაა, რომ დაუკითხავად აიღო თანხა, მნიშვნელოვანია, თუ რისთვის იყენებს მას, რას უშვება მოპოვებულ ფულს. ეს, რა თქმა უნდა,  არასწორი საქციელია.  ბავშვი არ უნდა დაისაჯოს  თანხის დაუკითხავად აღების გამო, საყურადღებოა ის, თუ რატომ შეეხო სხვის საკუთრებას – ეს არის ცუდი. ის თუ დამოუკიდებლად რაღაცას ცდილობს, ეს პირიქით, მისასალმებელია, მაგრამ რა სახით, ეს უკვე საკითხავია. მშობელმა ამ დროს ბავშვი უნდა წაახალისოს, რომ დამოუკიდებლობის ელემენტები შესძინოს მას.

– მეგობრების წრე როგორ მოქმედებს ბავშვის ჩამოყალიბებაზე ამ პერიოდში?

– მეგობრების გარემო, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, განსაზღვრავს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებას. საერთოდ, რამდენიმე ტიპის ურთიერთობაზეა დამყარებული, თუ როგორი ადამიანი გამოხვალ. აქედან, პირველია ოჯახი და მისი ღირებულებები, მეორე – გარემო, სადაც ბავშვი ტრიალებს. ამ გარემოს თავისი მოთხოვნილებები და ღირებულებები აქვს, რაც ხშირად, შეიძლება, არ ემთხვეოდეს ოჯახის ფასეულობებს. თითოეული ადამიანი იმ ღირებულებათა სისტემით ხელმძღვანელობს, რომელიც გააჩნია გარკვეულ ჯგუფს. ბავშვს ცხოვრების განმავლობაში ბევრ ადამიანთან, დაჯუფებასთან უწევს ურთიერთობა, მაგალითად: ჩვენ გვყავს თანაკლასელები, თანაკურსელები, ნაცნობები... ამ დროს ადამიანი სხვა ჯგუფებს ადარებს მისთვის ყველაზე მისაღებ და სასურველ გარემოს, რაც ეხმარება შეფასებაში, თუ რამდენად კარგია კონკრეტული დაჯგუფება.  ყველაზე მისაღები, რომელი ჯგუფის ღირებულებებიც იქნება, სწორედ ის ახდენს გავლენას ბავშვზე. თუ ოჯახის ფასეულობები მნიშვნელოვანია, ბავშვი ამ დროს გარემოში მათი მითითებებთ ხელმძღვანელობს. პიროვნება, სადაც კომფორტულად გრძნობს თავს, იმ ჯგუფში შედის. ეს კი განაპირობებს მის ჩამოყალიბებას.  ვიმეორებ, თუ ოჯახი არ წარმოადგენს იმ ფასეულობებს, რაც ბავშვისთვისაა მისაღები, ის ამ დროს იწყებს კონკრეტული ჯგუფისა ძებნას.

– არის ბავშვების კატეგორია, ამ პერიოდს მარტივად გადალახავს, თუმცა უფრო ხშირია შემთხვევა, როცა ფსიქოლოგიური პრობლემები იჩენს თავს. ეს პერიოდი თითოეული ადამიანისათვის ინდივიდუალურია, თუ რას ნიშნავს აღნიშნული ფაქტი?

– რთული კითხვაა. გააჩნია, როგორ შევხედავთ ამ საკითხს. ამ ყოველივეს განაპირობებს გარემო, სადაც ბავშვი იზრდება და ყალიბდება. ეს განსაზღვრავს მის ფსიქიკურ მდგომარეობას. გარდატეხის ასაკში, ბავშვი ძალიან მგრძნობიარე ხდება, ისეთი დეტალების მიმართ, რაც ნაკლებად საყურადღებოა. მახსენდება  შემთხვევა, როცა სკოლაში ერთმა ბავშვმა საკუთარი ხელით ჩაიწერა ნიშანი. ეს რომ დირექციამ გაიგო, დაიბარა ბავშვი, რომელსაც ჟურნალი ებარა, ბავშვმა სიმართლე თქვა, რამაც გამოიწვია თანაკლასელების მისადმი გულგრილი დამოკიდებულება. შედეგად, ბავშვი მე-7 სართულიდან გადმოხტა. არც ერთი მოზრდილი ჟურნალში ნიშნის ჩაწერის გამო, თავს არ მოიკლავს. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია მშობლის ყურადღება. რაც მშობელს ჰგონია, რომ საყურადღებო არ არის, ბავშვისთვის შეიძლება, ღირებული იყოს. ამიტომ, ყურადღება გვამრთებს.

– როგორი უნდა იყოს მშობლის დამოკიდებულება ამ ასაკის ბავშვთან?

– ამ დროს აუცილებელია ბავშთან მუდმივი ურთიერთობა. ამ ასაკისთვის, მშობელი უნდა იყოს მზად. ეს პერიოდი მასაც აქვს გავლილი, მაგრამ ავიწყდება. ეს არის ასაკი, როცა ვერ ელაპარაკები ბავშვს, როგორც ძალიან პატარას და  როგორც ზრდასრულს. მშობელმა ამ დროს თანაბრად უნდა აკონტროლოს სიტუაცია, მაგრამ ხშირად ეს ყურადღებიდან გამორჩებათ ხოლმე. ბავშვები სწრაფად იზრდებიან და სწრაფად აღწევენ ამ პერიოდსაც. ამიტომ, მშობელს უჭირს. გააცნობიეროს არსებული რეალობა. საერთოდ, მშობელმა ამ ასაკიდან არ უნდა დაიწყოს შვილთან ურთიერთობა. მას, როგორც უკვე აღვნიშნე, მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეს ბავშვთან. ხშირად საუბარია საჭირო. ეს მხოლოდ დედას არ ეხება, ეს ორივე მხრიდან უნდა მოდიოდეს. პასუხისმგებოლობას, როგორც დედა, ასევე მამაც უნდა გრძნობდეს. მშობლებმა დრო უნდა დაუთმონ ბავშვს, რომ მის პრობლემებზე ესაუბრონ. ნდობის ფაქტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. უნდა იყოთ სანდო შვილისთვის, მხოლოდ მითითებების მიცემა არაა საკმარისი, მეგობრად უნდა ჩაგთვალოთ ბავშვმა. თუ ბავშვისთვის ვერ იცლით, ამ დანაკილსს ის იღებს ოჯახის გარეთ. მშობელმა არ უნდა დაკარგოს ავტორიტეტი, რომელიც ურჩევს, რა გზას დაადგეს.

скачать dle 11.3