რა მოხდა ამ დღეს
18 აგვისტო
1786 – დაარსდა ისლანდიის დედაქალაქი რეიკიავიკი.
1859 – ფრანგი ჟან ბლონდენი ბაგირით გადავიდა ნიაგარის ჩანჩქერზე, მას ზურგზე მეორე აკრობატი ედგა.
1868 – ფრანგმა ასტონომმა პიერ ჟანსენმა ერთი თვით დაასწრო ინგლისელ ჯოზეფ ნორმან ლოკიერს და მზის სპექტრში აღმოაჩინა ახალი ელემენტი – ჰელიუმი. დედამიწაზე ჰელიუმი მხოლოდ 1895 წელს აღმოაჩინეს.
1931 – იაპონიამ დაიწყო ომი ჩინეთის წინააღმდეგ.
1962 – რინგო სტარი პირველად გამოვიდა „ბითლზის“ შემადგენლობაში, როგორც დასარტყამ ინსტრუმენტებზე შემსრულებელი.
1977 – მემფისში დაკრძალეს ელვის პრესლი. ცხედარს 75 ათასი თაყვანისმცემელი მიაცილებდა.
19 აგვისტო
1936 – ფაშისტებმა მოკლეს ფედერიკო გარსია ლორკა, ესპანელი პოეტი და დრამატურგი.
1970 – ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის შტატში, გზაზე ნახეს უზარმაზარი მაიმუნისმაგვარი არსება.
1991 – პუტჩის მცდელობა საბჭოთა კავშირში.
20 აგვისტო
1896 – დააპატენტეს ტელეფონი ნომრის ასაკრეფი დისკით.
1969 – „ბითლზის“ წევრებმა ერთობლივად ჩაწერეს ბოლო ალბომი „Abbey Road“.
21 აგვისტო
1911 – „ლუვრიდან“ გაიტაცეს „მონა ლიზა“ („ჯოკონდა“).
1915 – თურქეთის ტერიტორიაზე, დარდანელთან, ნისლში გაქრა ინგლისის მთელი ბატალიონი 145 ჯარისკაცის შემადგენლობით.
1981 – მეცნიერებმა ოფიციალურად პირველად გამოაცხადეს გლობალური დათბობის საშიშროების შესახებ.
1986 – კამერუნში ბუნებრივი კატასტროფა მოხდა – ტბა ნიოსიდან ამოიფრქვა მხუთავი გაზი, რომლის ღრუბელმა 25 კვადრატულ კილომეტრზე მეტი დაფარა. დაიღუპა 1 746 ადამიანი და 20 ათასი მსხვილფეხა რქოსანი საქონელი.
22 აგვისტო
1567 – ჰერცოგი ალბა დაინიშნა ესპანეთის მეფისნაცვლად ნიდერლანდებში. მის სისასტიკეს იქ 8 000 ადამიანი ემსხვერპლა.
1770 – ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპირო, რომელიც ინგლისის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა.
1932 – ტელემაუწყებლობა დაიწყო კომპანია „ბი ბი სიმ“.
23 აგვისტო
1903 – ლონდონში რსდმპ-ის სხდომაზე მოხდა განხეთქილება, რის შედეგადაც წარმოიშვა ორი ფრაქცია – ბოლშევიკების და მენშევიკების.
1913 – კოპენჰაგენში (დანია) გაიხსნა სირინოზის ძეგლი.
1939 – გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს, ეგრეთ წოდებულ, „მოლოტოვ-რიბენტროპის“ აქტს გავლენის სფეროების განაწილების შესახებ.
24 აგვისტო
79 – ვულკან ვეზუვის კატასტროფული ამოფრქვევის შედეგად ფერფლმა დაფარა სამი ქალაქი: პომპეი, ჰარკულანუმი და სტაბიუმი.
1572 – „ბართლომეს ღამე“ პარიზში – კათოლიკებმა მოაწყეს პროტესტანტების მასობრივი ჟლეტა.
1853 – ამერიკელმა ჯორჯ კრამმა გამოიგონა კარტოფილის ჩიპსები.
1995 – ოფიციალურად პირველად გაიყიდა ოპერატიული სისტემა „Windows 95“.