კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გააუპატიურა ფოტოსტუდიის ფოტოგრაფმა ახალგაზრდა გოგონა და როგორ გახსნა ჯგუფური გაუპატიურების საქმე ტაქსის მძღოლმა

დაზარალებულმა ახალგაზრდა გოგონამ, რომელიც მისთვის უცნობი ორი  მამაკაცის ძალადობის მსხვერპლი გახდა, სამართალდამცველებს მომხდარი დანაშაულის შესახებ, გაუპატიურების ფაქტიდან ორ-სამ   საათში მიმართა. 17 წლის ნუნუკა დ-ძის  განცხადებით, ის მოტყუებით შეიყვანეს ფოტოსტუდიაში, რის შემდეგაც მასთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირი დაამყარა ორმა მამაკაცმა, რომელთაგანაც მას მხოლოდ ერთი ჰყავდა ნანახი.  ჯგუფური გაუპატიურების მონაწილე პირების ვინაობა შესაძლოა, გამოძიებისთვის ბოლომდე უცნობი დარჩენილიყო, რომ არა ტაქსის  მძღოლი, რომელმაც ინციდენტიდან რამდენიმე საათში მიმართა სამართალდამცველებს და დანაშაულის გახნაში მთავარი როლი შეასრულა. სწორედ  მან აღმოუჩინა დახმარება  გოგონას, რომელიც რაიონიდან ახალი ჩამოსული იყო  და წარმოდგენა არ ჰქონდა, სად და  რა ტერიტორიაზე მოხდა გაუპატიურების ფაქტი. შესაბამისად, გამოძიებას ძალიან გაუჭირდებოდა დამნაშავე პირების დადგენა. 

  საქმის მასალების მიხედვით, 17 წლის ნუნუკა თბილისში სამუშაოდ იყო ჩამოსული. ობოლ  გოგონას ხუთი წლიდან  მოხუცი ბებია ზრდიდა, რომელსაც გოგონას მარტო გამოშვება არ უნდოდა, მაგრამ გაჭირვებულ   ბებია-შვილიშვილს, რომელთა შემოსავალი მხოლოდ ბებიის პენსია იყო, სხვა გზა არ ჰქონდა. გამოძიებისთვის  ცნობილი გახდა, რომ გოგონამ ბინა შორეული ნათესავის მეზობლად, ძალიან იაფად იქირავა და სამსახურის ძიებას შეუდგა. ქუჩაში გაიცნო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც განუცხადა, რომ  ფოტოხელოვანი იყო. ამონაწერი დაზარალებულის, ნუნუკა დ-ძის ჩვენებიდან: „დათო  ქუჩაში გავიცანი.  მითხრა, რომ ფოტოგრაფი იყო. შემომთავაზა, ლამაზ ფოტოებს გადაგიღებ და გავყიდი, ფულს მთლიანად შენ მოგცემო. მომეწონა ეს იდეა და დავთანხმდი. რადგან მობილური ტელეფონი არ მქონდა, დათოს ჩემი სახლი ვასწავლე. სახლთან ტაქსით მივედით და შევთანხმდით, რომ მეორე საღამოს ტაქსითვე მომაკითხავდა და ფოტოების გადასაღებად წამიყვანდა. მართლაც მეორე დღეს, გვიან საღამოს მოვიდა. გარეთ ტაქსი ელოდებოდა, იმ ტაქსით წავედით ჩემთვის უცნობ ადგილზე.  მე გზა არ ვიცოდი, არც ის, თუ რომელ უბანში ვიყავი. დათომ  მიმიყვანა სტუდიაში, რომელიც  საცხოვრებელი კორპუსის ბოლო, მეთხუთმეტე სართულის სხვენში იყო.  სტუდიაში თავიდან ჩვენ გარდა არავინ იყო, მაგრამ ცოტა ხანში, სხვა ბიჭიც შემოგვიერთდა, რომელიც დათომ თავის ახლო  მეგობრად გამაცნო. ჩვენ ცოტა ხანს ვისაუბრეთ, ბიჭებმა შამპანური შემომთავაზეს, სულ ცოტა დავლიე. თვითონ სხვა სასმელს სვამდნენ. ერთი საათი იქნებოდა გასული, როცა დათომ მოფერება დამიწყო. ძალიან შემეშინდა, მერე ძალადობაზე გადავიდა. ძალით გამხადა ყველაფერი და ორივე მეგობარმა ჩემთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ტირილი დავიწყე, დათომ დამამშვიდა და მითხრა: ამით არაფერი მომხდარა. ახლა  ქვემოთ გამოძახებული ტაქსი დაგხვდება, სახლში წადი და ხვალ აუცილებლად მოგაკითხავო. როცა სტუდიიდან გამოვედი, იქ ორი ახალგაზრდა გოგონა მოვიდა. ბიჭებს ისე შეხვდნენ, ეტყობა, კარგად იცნობდნენ. კორპუსთან ტაქსი გავაჩერე. ფული დათომ მომცა.”

მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა პოლიციას დეტალური ჩვენება მისცა, გაუპატიურების მუხლით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება. ნუნუკა დ-ძის განცხადებით, მას ტაქსის მძღოლმა ურჩია, მომხდარის შესახებ პოლიციაში განეცხადებინა.  დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ავტომობილში ჩამჯდარმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ტაქსის მძღოლს ემოციურად უამბო მომხადრის შესახებ. ასაკოვანმა მამაკაცმა გოგონა მოასულიერა, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებასთან მიიყვანა და ურჩია, საქმის კურსში ჩაეყენებინა სამართალდამცველები. საქმის მასალების მიხედვით, გოგონას პოლიციაში გამოცხადებიდან 2 საათში, მომხადრის შესახებ  თანამშრომლობის მიზნით, პოლიციაში გამოცხადდა ტაქსის მძღოლიც. მისი ჩვენების საფუძველზე, სამართალდამცველებმა  აღნიშნულ მისამართზე ორ მოძალადე მამაკაცს მიაგნეს. ისინი კი, იქიდან გამომდინარე, რომ  დაზარალებული გოგონა მათ არ იცნობდა და  არც მათი ადგილსამყოფელი იცოდა, ჩადენილი დანაშაულის შემდეგ, თავს მშვენივრად გრძნობდნენ. ამონაწერი ტაქსის მძღოლის, ვლადიმერ ს-შვილის ჩვენებიდან: „როდესაც მანქანაში გოგონა ჩამიჯდა, მივხვდი, რომ კარგად არ იყო. ცოტა ხანში ავტომობილის გაჩერება მომთხოვა. ჩემი შვილის ტოლი იყო. მივხვდი, მის თავს კარგი არაფერი ხდებოდა. მანქანა გავაჩერე, წყალი ვუყიდე. მომიყვა, რაც მოხდა. ძალიან ავღელდი, პირველივე პოლიციასთან მივიყვანე და ვუთხარი, იმ ბიჭებს ამ ცუდ საქციელს ნუ შეარჩენ-მეთქი. თავიდან არ დამიჯერა, მერე, როცა ცოტა დაწყნარდა, მანქანიდან გადავიდა და მადლობა გადამიხადა დახმარებისთვის.  დავინახე თუ არა, რომ პოლიციის შენობაში შევიდა, იქაურობა დავტოვე.  სინდისმა არ მომასვენა, მივხვდი, გოგონა ვერ მიაგნებდა იმ ადგილს, სადაც მასზე ძალადობა მოხდა და ერთ საათში უკან, პოლიციასთან დავბრუნდი. სამი გოგოს მამა ვარ,  სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი.”

ცხელ კვალზე გატარებული  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით, ინციდენტიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს 26 წლის დავით მ-ია და 28 წლის  კოტე ი-ძე.  მოძალადე დავით მ-ია, სამართალდამცველების ინფორმაციით, მსგავს დანაშაულში ადრეც იყო შემჩნეული.  დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს უარყოფდნენ, მაგრამ, რადგან ძალადობის მსხვერპლმა უტყუარად ამოიცნო ორივე მოძალადე და გამოძიებასაც ხელთ ჰქოდა  ტაქსის მძღოლის ჩვენება, სადაც დეტალურად იყო აღწერილი უცნობი მგზავრის  მდგომარეობა, ორივე მოძალადე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსით. სასამართლო პროცესზე კოტე ი-ძის ადვოკატი ცდილობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ჯგუფური გაუპატიურების ბრალდება მოეხსნა და აცხადებდა, რომ კოტე ი-ძე შემთხვევით შეესწრო მეგობრის მიერ გოგონას გაუპატიურების ფაქტს. სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. განსასჯელმა დავით მ-იამ სასამართლო პროცესზე თავი დამნაშავედ ცნო და აღიარა, რომ გოგონას გაუპატიურება წინასწარ დაგეგმა: განზრახვის შესასრულებლად  მეგობრის, კოტე ი-ძის კუთვნილი სალონი შეარჩია და მას დანაშაულის დეტალებზე  წინასწარ შეუთანხმდა. დავით მ-იას განცხადებით, მან ისარგებლა იმით, რომ გოგონა თბილისს არ იცნობდა და ტაქსით სპეციალურად ბევრი ატარა, გზა-კვალის ასაბნევად.  სასამართლომ  ორივე მოძალადე მამაკაცი დამნაშავედ ცნო და ნუნუკა დ-ძის გაუპატიურებისთვის, 8-8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

скачать dle 11.3