კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ბაბუას არავის დავაჩაგვრინებ

ჩემი მშობლები ძალიან რომ მიყვარს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ, რაც ამერიკიდან ჩამოვედი, გაოცებული ვარ მათი საქციელით. სანამ ამერიკაში წავიდოდი, ჩვენ და ბაბუა ერთად ვცხოვრობდით. ერთი წლის მერე რომ დავბრუნდი, ჩემი მშობლები ბაბუასეულ ბინაში დამხვდნენ. ბაბუასთვის კი ცალკე ბინა უქირავებიათ და იქ გადაუყვანიათ. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა ჯერ კიდევ მხნედ არის და არც ძალიან მოხუცია (74 წლისაა), მაინც აწუხებს რაღაც-რაღაცეები და მისი მარტოდ დატოვება არ შეიძლება. მართალია, დედა და მამა კვირაში ორჯერ აკითხავენ და საჭმელიც მიაქვთ, მაგრამ, დანარჩენი დღეები სულ მარტოა და ძალიან დარდობს, რომ შვილები ასე მოექცნენ. შვილები-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მამას ჰყავს ძმა, რომელიც თვეში ერთხელ ტელეფონით თუ მოიკითხავს მოხუც მამას და სულ ეს არის. ბებია ცოცხალი რომ ყოფილიყო, შვილები ამდენს ვერ გაბედავდნენ, რადგან ის ძალიან მაგარი ქალი იყო – ორივეს მოსვამდა თავის ადგილზე. ბაბუა კი ძალიან რბილი ხასიათის, დამთმობი კაცია და ამიტომ დაემართა ასე.

სინამდვილეში რა მოხდა, მე არ მეუბნებიან, მაგრამ, ყური მოვკარი, მამაჩემს და ბიძაჩემს ბინისა და რაღაც ნივთების (თუ ფულის) გამო მოსვლიათ ერთმანეთთანაც და მამასთანაც, უსიამოვნება. ამიტომაც აღმოჩნდა ბაბუა ნაქირავებ ბინაში (როგორც გავიგე, თვითონ მოუთხოვია ასე). მე სამივეს ვამტყუნებ – მამასაც, ბიძასაც და დედაჩემსაც და ჩემი მშობლების შეცდომა ცოტათი მაინც რომ გამომესწორებინა და ორივე გამომეფხიზლებინა (თვითონაც ხომ უნდა დაბერდნენ?!), ჩავილაგე ჩემი ნივთები და ბაბუასთან გადავედი საცხოვრებლად. პატარა ბიჭი აღარ ვარ, უკვე 16 წლის გავხდი და მეც მაქვს ჩემი მოსაზრებები, პოზიციები. ვგიჟდები ბაბუაჩემზე და არავის მივცემ უფლებას, გული ატკინოს.

ბაჩო, 16 წლის.

 

ჩემი დის დედამთილი ყველაფერს მე მაბრალებს

ჩემი და სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ დედამთილმა ძალიან ცუდად მიიღო – თავისი შვილის შესაფერისად არ ჩათვალა თავიდანვე და დღესაც ასეა, აგერ უკვე ცხრა წელია. ოთოს, ჩემს სიძესაც ახლაც ისევე უყვარს თავისი ცოლი, როგორც თავიდან, არაჩვეულებრივი ქმარი და მამაა. სხვათა შორის, დედასაც თან ჰყვება, თუმცა, ვერა და ვერ მოერია მის აგრესიებს ეთუნას (ჩემი დის) მიმართ. რამდენჯერ ცალკე დაელაპარაკა, აუხსნა, ეჩხუბა კიდეც ამის გამო, მაგრამ, ვერაფერს გახდა. რომ ამოიჩემა იმ ქალმა ჩემი და თავიდანვე – მორჩა. საწყალი ჩემი და სულ თვალებში უყურებს ლალის (დედამთილს), მის უკითხავად არაფერს აკეთებს, ის კი მაინც ყველაფრით უკმაყოფილოა. სულ იმას ცდილობს, რამე საწყენი უთხრას, რომ წყობიდან გამოიყვანოს; რამე წამოაცდენინოს, რომ მერე შვილს მიუტანოს ენა, შენმა ცოლმა ეს მაკადრაო და ამაზე სკანდალი ააგოს. კიდევ კარგი, ოთომ ორივეს ხასიათი იცის და არ ჰყვება დედამისის ენას, მაგრამ ეთუნას ნერვები აღარ უვარგა – რაც გათხოვდა, სულ დაძაბულ რეჟიმში ცხოვრობს. ჯერ სრულიად ახალგაზრდა გოგოს ხან გული აწუხებს და ხან წნევა. იმის თქმასაც ვერ უბედავს ქმარს, რომ ცალკე გადავიდნენ. მაგრამ, ეს ყველაფერი „ჟურნალი“ აღმოჩნდა იმასთან შედარებით, რასაც ამას წინათ, პირადად მე შევესწარი. ეთოსთან ვიყავი და ისე მოხდა, საღამომდე იქ შემოვრჩი, რაც, როგორც ჩანს, მის დედამთილს არ ესიამოვნა – პრაქტიკულად, მთელი დღე „გაუცდა“. ჩემი თანდასწრებით ვეღარ გაბედა რძლის დაშხამვა, არადა, მოაწვა ეს შხამი და, ხომ უნდა გადმოეფრქვია. ჯერ დაიწყო იმით, რომ ჩემკენ მოუშვა „ნამიოკები“: როგორ ჰგავხართ ერთმანეთს დები გარეგნობითაც და ხასიათითაც. ნეტავი, საქმეშიც ერთნაირები თუ ხართო. ეს რომ მითხრა, სიტყვა „საქმეში“ იმდენი გესლი ჩააქსოვა და სახეზეც ისეთი ირონია გამოეხატა, მაშინვე ავფეთქდი – რას ერჩით ჩემს დას, რა დაგიშავათ, ასე რომ ვერ იტანთ; რით ვერ შეეგუეთ ამდენი წელი ან რით არის თქვენს შვილზე ნაკლები, ის მაინც გაგვაგებინეთ-მეთქი. როგორც ჩანს, ჩემგან შეპასუხებას არ მოელოდა, რადგან, სხვა დროსაც უსვრია შხამიანი ისრები, მაგრამ პასუხი არ გამიცია. ახლა კი სულ პატარა წინააღმდეგობას რომ გადააწყდა, ცოტა არ იყოს, შეცბა. მაგრამ, უცბად მოეგო გონს, მივარდა ჩემს უმცროს დისშვილს, რომელიც 5 წლისაა, დაავლო ხელი, ასე პროწიალ-პროწიალით გაიყვანა ოთახიდან და თან დამოძღვრა: წამო, ბებო, ამათ საზოგადოებაში უზრდელობის მეტს არაფერს ისწავლი და რაც ნაკლებ დროს გაატარებ დედაშენთან და დეიდაშენთან, შენთვის იქნება უკეთესიო. ბავშვი არ მიჰყვებოდა და ტირილი დაიწყო – ხელი გამიშვი, დედასთან მინდაო. ამ თავხედმა ქალმა კი მაინც გაიყვანა ბავშვი და უთხრა: რა გინდა დედაშენთან, არ გირჩევნია, ჩემთან იყო? თუ იმათთან არ გახვალ, სათამაშოებს გიყიდიო. ეთუნამ ტირილი დაიწყო და გამომიტყდა, უკვე დიდი ხანია, ცდილობს, ბავშვებს ჩემი თავი შეაძულოს და მათი თანდასწრებით სულ დამცინის, მამცირებსო. ამაზე სულ გადავირიე – მერე შენი შვილები რას ეუბნებიან-მეთქი. უფროსი უკვე რვა წლისაა, ხვდება რაღაცეებს და პროტესტსაც გამოხატავს – მიცავს ბებიამისისგან, უკრძალავს ჩემზე ცუდის თქმას. ამიტომ, იმასაც ერჩის – დედაშენივით უზრდელი, თავხედი და უსაქმური ხარო, ეუბნება. მაგრამ ბევრს მაინც ვეღარ ბედავს მისი თანდასწრებით.  ახლა უმცროსის „დამუშავებაზეა“ გადასული. ის ჯერ პატარაა და ხან სათამაშოებით ცდილობს, მოქრთამოს, ხან ტკბილეულით და ზოგჯერ გამოსდის კიდეცო.

ოთომ თუ იცის ეს ყველაფერი-მეთქი. ეთუნამ ტირილით მითხრა, რომ ჩემმა ქმარმა მხოლოდ ის იცის, რასაც თვითონ შესწრებია. დანარჩენს კი არ ვეუბნები და არც ის იცის, ბავშვებს რომ აძულებს ჩემს თავს – არ მინდა, ზედმეტად ავუშალო ნერვები, ისედაც ძალიან დამღლელი და დაძაბული სამსახური აქვს და სახლში სანერვიულოს ხომ არ დავახვედრებო.

ის იყო, ვუთხარი, ჯობია, ერთხელ ინერვიულოს და წერტილი დაესვას შენს მარადიულ ტანჯვას და ბავშვების სულის მოწამვლას-მეთქი, რომ უცებ ოთახში ოთო შემოვიდა. როგორც ჩანს, გაიგონა ჩვენი საუბარი, თან, ცოლის ნამტირალევი თვალები რომ დაინახა, ყველაფერს მიხვდა და ეთუნას უთხრა: ამ საღამოსთვის ჩაალაგე ჩვენი ნივთები, ხვალიდან ცალკე გადავალთ საცხოვრებლად, მხოლოდ ასე თუ ვასწავლი ჭკუას დედაჩემსო. მე მაშინვე მივხვდი, ოთოს იმან გადააწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა, დედამისმა თავის აგრესიებში ბავშვების ჩართვაც რომ მოინდომა.

ეთუნა და ოთო მართლაც გადავიდნენ შვილებიანად ცალკე და ქალბატონი ლალი გაოგნებული დატოვეს. შვილმა მხოლოდ ის უთხრა, სანამ გონს არ მოხვალ, მანამდე თვალით ვერ ნახავ შვილიშვილებსო.

უკვე რამდენიმე თვეა, ჩემი და ბედნიერია. ოთო კვირაში ერთხელ აკითხავს დედამისს, ფულს უტოვებს, პროდუქტები მიაქვს და ათ წუთზე მეტხანს არ რჩება მასთან – უნდა, რომ ამით ჭკუა ასწავლოს.

ახლახან გავიგე, რომ თურმე ლალი მე მაბრალებს ყველაფერს. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, მიხარია კიდეც – ბოლოს და ბოლოს, გაიგო, რომ ჩემი და უპატრონო არ არის.

ნატუკა, 31 წლის.

скачать dle 11.3