კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვის რომელი დღეა ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი და რაში გვეხმარება ცოცხის რიტუალი, წითელი ვარდის ფურცლებისა და რკოს ჯიბით ტარება

წელიწადის განმავლობაში არსებობს დღეები, როცა ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, საკუთარი ბედი შეცვალოს. ამ დღეებს, უძველესი დროიდან ჩვენი წინაპრებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი, ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანი ამბობს, რომ ამ დღეებს ადამიანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და მათი ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებაც საკმაოდ მარტივია. მისივე თქმით, თუ ელემენტარულ წესებს დაიცავთ, რომ იტყვიან, თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. 

ნანი: ზოგი ცდილობს, არ დაემორჩილოს ბედის კანონებს, რომელიც ზეცაში დაბადების მომენტში იწერება და თავად „გამოჩარხოს“ საკუთარი ბედი დედამიწაზე. ბევრი გაუაზრებლად იქცევა ასე და აგზავნის კონკრეტული ადამიანისკენ უარყოფით ენერგიას მზერით, შელოცვით, ათასგვარი ხერხით და არც კი იცის, რა დანაშაულს სჩადის. თავად მე, ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ბებიაჩემი და მისი დები ძალიან განათლებული, ასე ვთქვათ, ყოვლისმცოდნე ქალები იყვნენ. მათთან ხშირად მოდიოდნენ მეზობლები, ნათესავები თუ უბრალოდ, ნაცნობები ჭკუის საკითხავად. ისინი  ხალხურ მედიცინაში, პარაფსიქოლოგიაში, ეზოთერიკასა თუ ასტროლოგიურ საკითხებში კარგად ერკვეოდნენ. რომ წამოვიზარდე, ხშირად მეუბნებოდნენ, ჯიბით ან ჩანთით, წითელი ვარდის ფურცლები, რკო ან წაბლი ატარე, ეს ავი თვალისგან დაგიცავს და ბედნიერებას მოგიტანსო. უფრო სწორად, ვარდის ფურცელი სიყვარულში მოგიტანს ბედნიერებას, რკო და წაბლი კი – კარიერაშიო.  მაშინ მათი ნათქვამი სასაცილოდ არ მყოფნიდა. თუმცა, ჩანთით მართლაც დამქონდა პატარა ტომსიკაში ჩაწყობილი, ვარდის ყვავილები და რკო.

– თუ არ გჯეროდათ, მსგავსი რამეების, მაშინ რატომ დაგქონდათ ჩანთით ვარდის ფურცლები და რკო?

–  მართალია, არ მჯეროდა, მაგრამ ქვეცნობიერად, მაინც მწამდა ალბათ, ან, ბებიებს ხათრს არ ვუტეხდი, ვერ გეტყვით. სხვათა შორის, მართლა ბედნიერი ვიყავი, ყველა ჯანმრთელად მყავდა, ჩაცმა მე არ მაკლდა, სმა-ჭამა და გავლა-გამოვლა. სკოლა რომ დავამთავრე, იმ წელსვე უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ჩემი თანაკურსელი იყო. გამოსაშვები გამოცდები ჩავაბარეთ თუ არა, გავიპარეთ და შევქმენით ოჯახი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ბავშვის შეძენის შემდეგ, ჩემი მეუღლე შეიცვალა, უხეში გახდა ჩემს მიმართ. ყურადღებას არ გვაქცევდა, მე და ბავშვს. თავბედს ვიწყევლიდი, მაგრამ არ მინდოდა, ჩემი ოჯახის წევრებისთვის რაიმე მეგრძნობინებინა, გულში ვინახავდი დარდს და ერთ დღესაც ძალიან ცუდად გავხდი. დედასთან გადავედი დროებით საცხოვრებლად, რომ მემკურნალა და მაშინ მოვუყევი ყველაფერი ჩემებს. კინაღამ გადაირივნენ. ბებიაჩემი ისე განერვიულდა, წნევამ აუწია და სასწრაფო დახმარების გამოძახება მოგვიხდა. მახსოვს, ექიმი რომ წავიდა და თავი უკეთ იგრძნო, მის გვერდით ვიყავი და მითხრა: არ ინერვიულო, შვილო, ისეთ რამეს გასწავლი და დაგარიგებ, ბედნიერებას კვლავ დაიბრუნებო. დაჯდა და ამიხსნა, რომ ჩვენს შორის სიყვარული კი არა, უბრალოდ, მოხიბვლა და მოწონება იყო. ანუ, ჩვენ შევცდით, კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს, როცა ოჯახი შევქმენით. გამოსავალი კი, სწორედ ბებიამ მირჩია.

– და რა იყო ეს?

– ახლავე მოგახსენებთ. თურმე, ამ შემთხვევაში, ყველაზე კარგია 31 აგვისტოს ჩატარებული პატარა რიტუალი. მოკლედ, სწორედ ამ დღეს დაველოდეთ და დილით ბებიამ ჩემს ოთახში გამჭვირვალე ბროლის ვაზით წყალი შემოიტანა. მასში ჩაყარა ხასხასა, წითელი ვარდის ფურცლები, შაქარი, ვაშლის ნაჭრები და კიდევ ერთი კვერცხი ჩადო. როგორც შემდეგ ამიხსნეს, ვაშლი და კვერცხი – მარადიულობის, შაქარი – ოჯახში სიამტკბილობის, ვარდის ფურცლები – სიყვარულის და ბედნიერების სიმბოლოაო. ამით სავსე ბროლის ვაზა ჩემს ოთახში ერთი კვირა, ანუ შვიდი დღე უნდა მდგარიყო. ყოველ დილით ამ წყალში უნდა ჩამეყო ხელები, თვალები დამეხუჭა და მეფიქრა საკუთარ, სასურველ მომავალზე. შემდეგ, ამომეღო ხელები წყლიდან და სახეზე მომესვა. ასეც მოვიქეცი. ადრიანად ვდგებოდი და გულით მჯეროდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა – გავაგრძელებდი მეუღლესთან და შვილთან ერთად წყნარად და სიყვარულით ცხოვრებას. ოჯახურ თანაცხოვრებაში ჰარმონიას მივაღწევდი. არ დამავიწყდება, ზუსტად ერთი კვირის თავზე, დილით ბებია შემოვიდა ჩემს საძინებელში და მითხრა: შვილო, ახლა ამ ვაზიდან წყალი სამი დღე დილა-საღამოს ამოიღე ჭიქით, ისე რომ,  არაფერი ამოჰყვეს და სახე დაიბანეო. ესეც შევასრულე. შემდეგ ეს წყალი და კვერცხი, ბებიაჩემმა გამდინარე წყალს შეუშვირა. ვაზაში ჩაწყობილი ვარდის ფურცლები კი პატარა ტომსიკაში ჩაყარა და ჩანთაში ჩამიდო. ვაშლის ნაჭრები უზმოზე შემაჭამა. ვერ წარმოიდგენთ ამ დღის შემდეგ, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ზუსტად ერთ თვეში, მოვიდა ჩემი ქმარი და პატიება მთხოვა. დღესაც კი უბედნიერესი ქალი ვარ. წარმოიდგინეთ, ამ უბრალო და მარტივმა რიტუალმა ჩემი ცხოვრება სასიკეთოდ შეცვალა და ოჯახური იდილია დღემდე შემინარჩუნა. ასე რომ, თუ მსგავსი პრობლემები გაქვთ მეუღლესთან, შეგიძლიათ, ამისთვის ბებიაჩემის წესი გამოიყენოთ.

– თუ გოგონა გასათხოვარია, მაგრამ თაყვანისმცემლები არ ჰყავს და სიყვარულში ბედს უჩივის, ეს მარტივი რიტუალი დაეხმარება სასურველი მეორე ნახევრის პოვნაში?

– ეს რიტუალი, მხოლოდ დანგრევის პირას მისულ ოჯახებს ეხმარება, მაგრამ თუ სასურველი მეორე ნახევრის პოვნა გსურთ, მაშინ  ძალიან კარგია, გასათხოვარმა გოგონამ შემოდგომის პირველ კვირა დღეს, ცოცხის რიტუალი ჩაატაროს. ეს მის ბედზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. ეს დღე,  ენერგეტიკულად ძალიან ძლიერია. დიდია ალბათობა, ადამიანმა სასურველი ბედი დაიბედო. გასათხოვარმა გოგონამ უნდა აიღოს ცოცხი დილის 8 საათზე, გარეცხოს გამდინარე წყალში. ამ დროს საჭმელი არ უნდა გქონდეთ ნაჭამი და ცოცხიც ახალი უნდა იყოს. მასზე ჩამოჰკიდეთ პატარა ზარი, საქორწინო ბეჭედი და წითელი კოჭის ძაფი დაახვიეთ. ღამით ეს ცოცხი თქვენი საწოლის ქვეშ დადეთ, დილით კი გამოიღეთ და სახლის გამოგვა შემოსასვლელი კარიდან დაიწყეთ. თან, გონებაში იმეორეთ, ისეთივე სპეტაკი და სუფთა იყოს ჩემი მომავალი სიყვარული, როგორიც ეს იატაკიაო. მოგვილი ნაგავი სახლის მარჯვენა კუთხეში დააგროვეთ, შემდეგ ქაღალდში გაახვიეთ და ისე გაიტანეთ გარეთ. ცოცხს მოხსენით საქორწინო ბეჭედი და ზარი, გაახვიეთ თეთრ ქაღალდში და ზემოდან ის წითელი ძაფი შემოახვიეთ, რომელიც დაგვის პროცესში ცოცხზე იყო, ეს ცოცხი საწოლის ქვეშ შეინახეთ მანამდე, სანამ სასურველი ადამიანი არ გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში. ხოლო, როცა, საბედო პირველად დააპირებს თქვენთან, ბინაში მოსვლას, სახლი ისევ ამ ცოცხით გამოგავეთ. დამიჯერეთ, ეს რიტუალი ძალიან მოქმედებს და ამართლებს. ბევრ ჩემს ნაცნობ გოგონას აპოვნინა სასურველი საბედო და ბედნიერი ოჯახებიც შექმნეს. ასე რომ, ჩვენს ბედში შეგვიძლია, თავადვე შევიტანოთ ცვლილებები და ამაში სხვა ვერ დაგვეხმარება. 

– ბევრი მიიჩნევს, რომ ცვლილებების უმრავლესობა პირად ცხოვრებაში, მტკივნეულ მოვლენებთან არის დაკავშირებული და თავს არიდებს რადიკალურ მოქმედებებს მის შესაცვლელად, თუნდაც მსგავსი მარტივი რიტუალების შესრულებით.

–  ეს თავად ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. დაძალებით არაფერი გამოვა. არადა, როგორც გითხარით, საქმე გაცილებით მარტივადაა. მაგალითად, ინტერიერის შეცვლითაც კი შეგიძლიათ, შეცვალოთ ყველაფერი თქვენ გარშემო. თუ დამიჯერებთ, ყველა დეტალს უნდა მიაქციოთ ყურადღება და სანამ პრობლემა თავს იჩენს, მანამდე დაიწყოთ მოქმედება. მე გასწავლით ასევე, მარტივ ხერხს, როგორ შეგიძლიათ, იმ მამაკაცის ყურადღება მიიპყროთ, რომელიც მოგწონთ. მოკლედ, თუ გსურთ, სასურველი მამაკაცის ყურადღება მიიქციოთ და თავი შეაყვაროთ, ყოველდღე უნდა წაიკითხოთ ლოცვა, ანთებული წითელი სანთლის წინ. ეს უნდა მოხდეს ზუსტად დილის ექვს საათზე. თან, უნდა დააკვირდეთ სანთლის ალს. თუ სანთელი მშვიდად იწვის, კარგის მომასწავებელია, თუ ტკაცუნს იწყებს და ნაპერწკლებს ყრის, შელოცვის კითხვა უნდა შეწყვიტოთ. ხშირად მსმენია, გოგონები ათასგვარ სისაძაგლეს სჩადიან, მჩხიბავების დახმარებით და ამაზე ძალიან ვბრაზობ. ერთ რჩევას მივცემ მათ, ბრმად შეყვარებულ გოგონებს: ხელოვნურად ნუ ჩაერევით სხვის ბედში, რადგან ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება. ისიც საკითხავია, როდემდე გასტანს  ხელოვნური ჩარევის შედეგად გამოწვეული სიყვარული.

– გამიგია, შეყვარებულთა ცხოვრებაში თმა უდიდეს როლს თამაშობსო. ამაზე რას იტყვით?

– დიახ, მართალია. გრძელი თმა ქალებში მეტ მგრძნობელობას ავითარებს, უფრო მიმზიდველს და სექსუალურს ხდის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის. გრძელი თმის წყალობით, შეგიძლიათ, ისე მოხიბლოთ მამაკაცი, რომ მისი სიუხეშე, აგრესია და სიხისტეც კი, შეასუსტოთ. ასე რომ, გრძელი თმა ნამდვილად დიდ როლს თამაშობს ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობაში. ეს ფაქტია. სხვათა შორის, გრძელი თმის წყალობით, ადამიანს შეუძლია, საზოგადოებაში ადვილად დაიმკვიდროს ადგილი და ჰარმონიული ურთიერთობაც კი დაამყაროს კოლეგებსა და გარშემო მყოფებთან. ასე რომ, თუ გსურთ, სასურველი მამაკაცის გული მოიგოთ, მაშინ მოერიდეთ თმის მოკლედ შეჭრას და ეცადეთ, ამით ბედნიერება და კეთილდღეობა დაიბევოთ.

скачать dle 11.3