კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემოთავაზებაზე უთხრა უარი ავთო ვარაზმა ელენე ახვლედიანს

ავთო ვარაზი დაიბადა 1926 წელს, თბილისში. ავთოს მამა, ვასილ სოფრომის ძე ვარაზი (ვარაზიშვილი), პათფიზიოლოგი, ბიოქიმიკოსი, დოქტორი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, ბიოლოგიური ქიმიის კათედრის გამგე იყო. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და ცნობილი პათფიზიოლოგის, დოქტორ კრინბერგის საყვარელი მოწაფე იყო, რომელმაც სთხოვა, რევოლუციის შემდეგ გერმანიაში გაჰყოლოდა ერთობლივი მუშაობისათვის, მაგრამ მან სამშობლოში დაბრუნება არჩია... აი, რას წერს 1938 წელს გერმანული ჟურნალი: „ექსპერიმენტალურ მედიცინაში გამოქვეყნებული შრომების საფუძველზე, ნობელის პრემიის კომიტეტმა იგი შესაძლო კანდიდატად ცნო. შვედეთიდან გამოგზავნილი ბარათი იტყობინებოდა: „დიდად პატივცემულო ვასილ ვარაზიშვილო! ჩვენ, კაროლინის სამეფო ინსტიტუტის დავალებით, გვაქვს პატივი, 1939 წელს მოგიწვიოთ ნობელის პრემიის მოსაპოვებლად ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში. გთხოვთ, საატესტაციო დოკუმენტები გამოგზავნოთ მისამართზე: კაროლინის სამეფო ინსტიტუტის ნობელის კომიტეტი, სტოკჰოლმი”. წერილს ხელს აწერს შვედეთის სამეფო აკადემიის ნობელის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე გუნარ პოლმგრენი.  ვასილ ვარაზიშვილმა მრავალთათვის საოცნებო შანსი არაფრად ჩააგდო, არც წერილზე გაუცია პასუხი და არც უცნობი დამფასებლისთვის გადაუხდია მადლობა. მეცნიერს პრემიის იგნორირებისათვის ორი საბაბი ჰქონდა: ერთი ის, რომ იგი ღრმად მორწმუნე ადამიანი იყო და სასიკვდილო იარაღის წარმოებით მოპოვებულ ფულს ვერ აიღებდა და, მეორეც ის, რომ ნობელის პრემია სისხლიან საბჭოთა რეჟიმს ესაჭიროებოდა გაუგონარ დანაშაულებათა შესანიღბავად. 

დედა, ელისაბედ გასპარიანი-ვარაზისა, თურქეთიდან ემიგრირებულ მშობლებთან ერთად შეიფარა ვასილის მამის, სოფრომის ოჯახმა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ელისაბედი ხატვის მასწავლებელი იყო. უმაღლესი განათლება თბილისის უნივერსიტეტში მიიღო – ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, თუმცა, სპეციალობით არ უმუშავია და მთელი თავისი დრო შვილების აღზრდას მოახმარა. ავთოს ძმებსაც – ვახტანგსა და ლევანსაც გამოჰყვათ ხელოვნების ნიჭი, მაგრამ მათ მედიცინის დარგში მოღვაწეობა არჩიეს… 

…ავთანდილ ვარაზმა ადრე დაიწყო ხატვა. ხელოვნებათმცოდნე რენე შმერლინგმა ბუკინისტურ მაღაზიაში მიაქცია ყურადღება უცნობ ჭაბუკს, რომელიც გატაცებით ფურცლავდა ძველ წიგნებს და ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში მიიყვანა. 1943-1948 წლებში ავთო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლობდა, 1948 წელს კი ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი გახდა, თუმცა, თავს არ ანებებს ხატვას – ხშირად ესწრება ხატვის გაკვეთილებს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

ახალგაზრდა მხატვარმა სერგო ქობულაძის ყურადღება მიიპყრო…  

ავთო ვარაზის ფერმწერად ჩამოაყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მხატვარ ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვთან მეგობრობამ და მისგან მიღებულმა გაკვეთილებმა. სწორედ ა. ბაჟბეუქ-მელიქოვმა შექმნა ვარაზის მშვენიერი პორტრეტი, რომელიც ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული. ამავე პერიოდში დაუახლოვდა ავთანდილ ვარაზი ლადო გუდიაშვილს და მისი სახელოსნოს ხშირი სტუმარი გახდა. მას ძალიან იზიდავდა დავით კაკაბაძის შემოქმედებაც.

თავად, ძირითადად, პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში მუშაობდა…  

1966-67 წლებში საქართველოს ისტორიის მუზეუმში ავთო ვარაზმა მაღალმხატვრულად, ორიგინალურად გააფორმა არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების ექსპოზიცია. აგრეთვე, მხატვრულად გააფორმა კინოფილმი „ფიროსმანი”, სადაც ფიროსმანის როლი თვითონვე შეასრულა.

ავთო ვარაზი ჯერ მხატვრად მიიწვიეს, მერე კი ნიკალას როლიც მისცეს. „ფიროსმანზე” გატაცებით მუშაობდა. ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა… როცა „ფიროსმანი” ბრიტანეთში ფესტივალზე წარადგინეს, ყველა წავიდა, ავთო კი არ გაუშვეს – იქ დარჩებაო…

1971 წელს ავთო ვარაზმა გადაწყვიტა, თავისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო, რაშიც ხელს უმართავდა ქალბატონი ელენე ახვლედიანი – საექსპოზიციო დარბაზად მან საკუთარი ბინა-სახელოსნო შესთავაზა. გამოფენის საორგანიზაციო მხარე თითქმის დასრულებული იყო, რომ, ყველასათვის მოულოდნელად, ავთომ უარი თქვა გამოფენაზე… 

მხატვარი 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1977 წელს  შედგა მისი ნამუშევრების პირველი პრესონალური გამოფენა.

თემო ჯაფარიძე 

„…ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა ის გავიცანი, მგონი, 18 წლისა. 11 წლით უფროსი იყო ჩემზე. ორივე ვერის უბანში ვცხოვრობდით და უნებლიეთ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. გაცნობისთანავე დავინახე მისი დახვეწილობა, სახისა და თვალების მთრთოლვარე ღიაობა. მისი გამომეტყველებითი სულგახსნილობა თავისებურად მაცდურიც იყო – ბევრი ხეპრე მოტყუებულა და, მისი რთული, წინააღმდეგობრივი სიჩვილის გამო, საწყალ, უსუსურ კაცად ჩაუთვლია. ასეთებს ავთო მოხერხებულად აჩვენებდა ხოლმე თავისი სულის ძალას და ამას აკეთებდა იუმორით… ეს მორიდებული, უაღრესად თავაზიანი, მთრთოლვარე ხმით მოლაპარაკე კაცი ისეთ უტიფრობასა და თავხედურად თამამ საქციელს ჩაიდენდა, რომ ყველას უკვირდა, როგორ თავსდებოდა მის ხასიათში პარადოქსულად კონტრასული თვისებები... 

…ავთომ რთული გზა გაიარა ხელოვნებაში. თავისი ინდივიდუალური მხატვრული ხელწერა გვიან აღმოაჩინა, თუ არ ვცდები, 34-35 წლისამ. თვითნასწავლი მხატვარი იყო, მაგრამ, ჯერ კიდევ ახალგაზრდული წლებიდან, მრავალმხრიდან შეისწავლა ხელოვნება და არქიტექტურა…  კულტურულ ოჯახურ ინტიმურ გარემოს ქმნიდა ავთოს დედა: იგი ხატავდა, გატაცებული იყო მუსიკით… ერთხელ ავთომ სიამაყით მაჩვენა დედის ნახატები. მუსიკა უყვარდა მამასაც – ცნობილ მეცნიერს, ბიოქიმიკოს ვასილ ვარაზიშვილს. შემდგომ, სიმწიფის ასაკში, ავთო აგროვებდა ძველ გრამფირფიტებს. მის ოთახში რამდენიმე გრამოფონი იდგა. ძველი გრამფირფიტები და ბუკინისტური წიგნები ავთოს დიდი გატაცება იყო. მხატვრული რეპროდუქციების ალბომების უნიკალური კოლექცია ჰქონდა… მამა უაღრესად თბილი ადამიანი იყო, საბჭოთა აკადემიკოსებივით არ იბღინძებოდა. არადა, ჰქონდა საამაყო: ოცდაათიან წლებში შვედეთიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომ იგი ნობელის პრემიის კანდიდატთა შორის იყო დასახელებული… თავის გაუბრალოება ავთოსაც გამოჰყვა ხასიათში. მასზე გაცილებით უმცროს ადამიანებთან მეგობრობდა. ამასთან, ურთიერთობა ჰქონდა უფროს, გამოცდილ ადამიანებთანაც. 1948 წელს ავთო ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი გახდა. ჩუბინაშვილი დიდ იმედებს ამყარებდა მასზე. მაგრამ, ავთომ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იმუშავა დისერტაციაზე, ფერწერის კარიერა აირჩია. 50-იანი წლების დასასრულს ავთომ შეიმუშავა ლურჯი ტონალობის ფერწერა და სწორედ ამ მანერით შეასრულა თავისი საუკეთესო პორტრეტები და ნატურმორტები. საზოგადოებაში შეიქმნა აზრი, რომ ავთოს ლურჯი ფერწერა პიკასოს ლურჯი პერიოდიდან გამომდინარეობდა. შეიძლება, ავთომ მართლაც განიცადა პიკასოს, სეზანის, კუბიზმისა და პოპ-არტის გავლენა, მაგრამ, ჩემი აზრით, მას აღმოაჩნდა მასშტაბური პიროვნული საწყისი და სხვადასხვა გავლენისგან შეძლო დამოუკიდებელი სტილის ჩამოყალიბება… ავთოს სხვადასხვა წრის ადამიანებთან ჰქონდა ურთიერთობა. ღვინის სიყვარულის გამო, ძალიან პოპულარულიც გახდა. ღვინო მისთვის სიმარტოვის, მოწყენილობის ზეიმი იყო – საბჭოთა ყოფიერებაში მეოცნებე ადამიანებისთვის ღვინო მყუდრო თავშესაფარი იყო. ავთოს სახელოსნოში (პატარა ოთახში) დადიოდნენ უიღბლო ლოთები, ხელოვნების მოყვარულები, ხელმოცარული ხელოვანები, ავთოს მხატვრობის გულშემატკივრები, არასაბჭოური გეზის მქონე მხატვრები – ახალგაზრდებიც და ასაკოვნებიც. პარალელურად, ავთოს ურთიერთობა ჰქონდა ელიტარულ საზოგადოებასთან – მწერლებთან, რეჟისორებთან, მეცნიერებთან. მისი ფასი საბჭოურად მოწყობილმა ოფიციალურმა პირებმაც იცოდნენ… ერთხელ ამ ევროპულ უბნებში ბევრი ვიარეთ – სახელოსნოსთვის გამოსადეგ მანსარდს ვეძებდით. ხელმომჭირნედ ვცხოვრობდი. ავთო სახელოსნოზე ოცნებობდა. სახლები და ვიწრო ქუჩები, რომლებიც მას მოსწონდა, რაღაცით ჰგავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის პორტრეტებში გამოსახა… ავთომ მაინც იპოვა თავისი ადამიანები, თავისი საგნები, სახლები და ქუჩები, თავისი სინამდვილე…”  

ზურაბ სეხნიაშვილი  

„ხომ გახსოვთ ავთო ვარაზი? ფიროსმანის როლი რომ ითამაშა გიორგი შენგელაიას ცნობილ ფილმში და სიცოცხლეშივე რომ იქცა ლეგენდად. 80-იან წლებში, ხელოვნების სკოლაში რომ დავდიოდი, პედაგოგები ათას ტყუილ-მართალს გვიყვებოდნენ ავთოზე, ვარაზის გაკეთებული კი მხოლოდ არქეოლოგიური გამოფენა მენახა ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმში და, როცა მხატვრის სახლის მესამე სართულზე ვარაზის სამი კომპოზიცია გამოფინეს, თავი მართლა უბედნიერესი ადამიანი მეგონა… ავთო საოცარი კაცი გახლდათ. ავთოს ძმისშვილთან, ვასიკოსთან ვმეგობრობდი. პეროვსკაიაზე ვცხოვრობდი მაშინ, ჩემს პირდაპირ ავთო ცხოვრობდა. ერთი პატარა ოთახი ჰქონდა. ბინა დიდი იყო, იქ მათი ოჯახი ცხოვრობდა, ავთოს კი ის ერთი ოთახი ჰქონდა – იქ ეძინა, იქვე მუშაობდა… ჩვენზე გაცილებით უფროსი იყო, მაგრამ, ისეთი კაცი იყო, მეგობრობა დიდთანაც შეეძლო და პატარასთანაც. თითქოს, ერთი შეხედვით, რბილი, მაგრამ, შინაგანად, ძალიან მდგრადი კაცი იყო; შეეძლო, ზრდილობიანად გასცლოდა იმ სიტუაციას, რომელიც მიუღებელი იყო მისთვის… ავთოსთან ვმეგობრობდი იმიტომ, რომ მეც ვხატავდი და, ბუნებრივია, მინდოდა, ავთოსგან რაღაცეები მესწავლა. თანაც, მაშინ იმ ასაკში ვიყავი, მომწონდა ცხოვრების ის ბოჰემური წესი, რითაც ავთო და მისი მეგობრები ცხოვრობდნენ – ვსვამდით, ვლოთობდით, მაგრამ, თან ბევრსაც ვმუშაობდით. ავთო ფანტასტიკურ კომპოზიციებს აკეთებდა, მაშინ ამას „პოპ-არტს” ვეძახდით. ეს ნამდვილად არაა პოპ-არტი, ეს სხვა რამეა, თუმცა, რა არის, ზუსტად, არც კი ვიცი. უფრო ადრე, დავით კაკაბაძე ქმნიდა შუშის კომპოზიციებს, უორჰოლზე ადრეც კი. ერთხელაც, ავთო ვარაზი დილას პახმელიაზე ადგა, დახედა თავის შარვალს, გაიხადა, დაასხა წებო, დააწება ფიცარზე და ასე შექმნა „ხარის თავი”, რომელიც დღეს გუგენჰაიმის მუზეუმში კიდია და შედევრადაა აღიარებული. მერე, რამდენჯერმე გააკეთა კიდევ ეგეთი „ხარის თავები”, მაგრამ, მაშინ უკვე იცოდა, რასაც აკეთებდა. ის, პირველი, სხვა იყო. ერთხელაც, რაღაც ნაგავი მოაგროვა ავთომ, დააწება მუყაოზე, სიგარეტის კოლოფი, „ბიჩოკები”, ასანთის ღერები და დაარქვა „ჟიტანი”. ეს ნამუშევარი ძალიან მომეწონა. მაინც მიმაჩნია, რომ სწორედ ამ ნამუშევარმა მომცა ბიძგი. ნელ-ნელა მეც დავიწყე ამის კეთება. არადა, იმ პერიოდში, ძირითადად ვხატავდი…”  

скачать dle 11.3