კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოქმედებს თუ არა ქალის სქესობრივ ფუნქციაზე ნიკოტინი

ბოლო დროს ძალიან მომრავლდნენ მწეველი ქალები, ქალის ორგანიზმი კი მეტად მგრძნობიარეა ნიკოტინით მწვავე ქრონიკული მოწამვლის მიმართ.

ორსულობის პერიოდში, სხვა მავნე ნივთიერებებთან ერთად, ნიკოტინი შხამავს არა მხოლოდ დედას, არამედ ნაყოფსაც. ამიტომაც, ცხრა თვის განმავლობაში და ძუძუს წოვებისას თამბაქოს მოწევა ძალიან სახიფათოა, რადგან, პლაცენტა გზას ვერ უღობავს ნიკოტინსა და მხუთავ გაზს, რომლებიც დედის სისხლძარღვთა სისტემიდან ნაყოფზე გადადის და ამის გამო ბავშვიც პასიური მწეველი ხდება.

მწეველ ქალებს გაცილებით ხშირად სწყდებათ მუცელი, ვიდრე არამწეველებს. ასევე, ხშირად, მათი ბავშვები ზომაზე ნაკლები წონის იბადებიან, რაც იმით აიხსნება, რომ მწეველი ქალის პლანცეტა მცირე ზომისაა და ნაყოფი ნორმალურად ვერ ვითარდება.

თუ მეძუძურობის პერიოდში დედა თამბაქოზე უარს ვერ ამბობს, ნიკოტინის ნაწილი რძეში გადადის, რასაც ჩვილის ქრონიკული მოწამვლა მოსდევს, რადგან დედის რძეში მცირდება C ვიტამინი.

ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, მწეველი ქალების შვილები 7 წლის ასაკამდე ჩამორჩებიან როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარებით. ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე დიდი პროცენტიც ასეთ ბავშვებზე მოდის.

ნიკოტინი მოქმედებს ქალის სქესობრივ ფუნქციაზეც, რასაც დროთა განმავლობაში ის ფრიგიდულობამდე მიჰყავს. 

მწეველი ქალები ადრე ბერდებიან, სახის კანი უშრებათ, უნაოჭდებათ და ცუდი ფერი აქვთ. ყოველივე ზემოთქმულს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ პირიდან ცუდი სუნიც ამოსდით, საბოლოოდ დავრწმუნდებით, რა დიდ მომხიბვლელობას კარგავს ქალი იმით, რომ ვერაფრით ამბობს უარს თამბაქოს მოწევაზე.

 

რა კავშირი აქვს არასწორ კვებას რევმატიზმის განვითარებასთან და რატომ უნდა ჭამოთ საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე  ერთი ჯგუფის პროდუქტები

სწორი კვება გულისხმობს პროდუქტების სწორ ურთიერთშეთავსებასაც. ამიტომ, თუ გსურთ, ჯანმრთელობა და შრომისუნარიანობა დიდხანს შეინარჩუნოთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები:

გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება პურეულის და პროტეინის შემცველი პროდუქტების, მაგალითად, რძის, ყველის, ხორცის, კვერცხის, თევზის ერთად ჭამა. პროტეინები გადამუშავდება მაღალი სიმჟავის კუჭის წვენით, რომელშიც პურეული ნაწარმი დუღილს იწყებს. ამ პროდუქტების ერთმანეთში არევა კი საჭმლის მომნელებელი პროცესის დისბალანსს იწვევს. არ შეიძლება, შეათავსოთ ერთმანეთთან, მაგალითად, თევზი და ყველი, ქათმის ხორცი და კარტოფილი, მაკარონი და ბიფშტექსი.

საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ერთი ჯგუფის პროდუქტები უნდა ჭამოთ, მაგალითად, ცომეული ან ტკბილეული.

პროტეინების ზედმეტი რაოდენობა ორგანიზმში შარდოვანას მომატებულ გამომუშავებას იწვევს, რომლის მიზეზითაც ვითარდება რევმატიზმი და პოდაგრა. შეგიძლიათ, ჭამოთ ხორცი ან თევზი, ხორცი ან ნიგოზი, კვერცხი ან შებოლილი ხორცი, კვერცხი მაიონეზით. არ შეიძლება ომლეტისა და ყველის, ომლეტისა და შებოლილი ხორცის ერთად ჭამა.

ერთ ჯერზე მიიღეთ მხოლოდ ერთი სახის პურეული ნაწარმი. ყველასთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ნაკლებად მოძრაობს, ზედმეტად კალორიული საკვების მიღება მავნე და საშიშია, ამიტომ, ერთ ჭამაზე ერთი სახის პურეულ ან სახამებლის შემცველ საკვებს დასჯერდით: მიირთვით პური ან მაკარონი, კარტოფილი ან ბრინჯი.

არ შეიძლება პურეული პროდუქტებისა და მჟავე ხილის შეთავსება. ასეთ ხილს ორგანიზმი მაღალმჟავიანი კუჭის წვენით ამუშავებს. ამიტომ, არ არის რეკომენდებული, მიირთვათ ვაშლის, ჭერმის, მარწყვის ან სხვა ხილის ღვეზელი.

რაც შეეხება ნესვს, მისი შეთავსება არ შეიძლება არც ერთ საკვებთან. ამიტომ, ის ცალკე უნდა მიირთვათ. განსაკუთრებით მოერიდეთ მასთან ერთად სხვა ხილისა და ტკბილეულის მიღებას.

მაწონი, რძე, იოგურტი და ნაღები, ნესვის მსგავსად, ცუდად ეგუება სხვა პროდუქტებს, ამიტომ, ისინიც ცალკე უნდა მიირთვათ.

რძე და რძის ნაწარმი პროტეინშემცველი პროდუქტებია, რომლებიც ცუდად უთავსდება პურეულს და პროტეინის შემცველ სხვა პროდუქტებს. ამიტომ, ნუ მიირთმევთ ერთად კარტოფილსა და რძეს, ბრინჯსა და რძეს, თევზსა და რძეს.

გირჩევთ, უპირატესობა მიანიჭოთ მცენარეულ ცხიმს. ის შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უშლის ქოლესტერინის წარმოქმნას და კარგად ესადაგება როგორც პურეულ, ასევე პროტეინშემცველ ნებისმიერ პროდუქტს.

პომიდორი, ისპანახი და სტაფილო სიცოცხლეს ახანგრძლივებს

სიცოცხლის ხანგრძლივობას საგრძნობლად ამცირებს მოწევა, ალკოჰოლი, უზომო სმა-ჭამა, უმოძრაობა და ასე შემდეგ.

თუ ჯანმრთელი ცხოვრების წესს დაიცავთ, დიდხანს იცოცხლებთ და თან დაავადებებსაც აარიდებთ თავს. ამიტომ, გაითვალისწინეთ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები:

* მეტი იმოძრავეთ. სიარული დიაბეტისა და გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად მარტივი საშუალებაა;

* მოერიდეთ სტრესს და არ იწუწუნოთ ხშირად;

* კარგად გამოიძინეთ. მოუსმინეთ თქვენს სხეულს და დასაძინებლად მაშინ დაწექით, როცა ამის საჭიროებას იგრძნობთ. უძილობის თავიდან ასაცილებლად დაწოლამდე რამდენიმე ხნით ადრე, თაფლიანი წყალი მიირთვით და წყნარ, მშვიდ მუსიკას მოუსმინეთ. კარგია დაძინებამდე სუფთა ჰაერზე გასეირნებაც;

* ხშირად გაიღიმეთ და ხშირად იხუმრეთ საკუთარ თავზე – იუმორი სიცოცხლეს ახანგრძლივებს;

* იკვებეთ სწორად. ყოველთვის მიირთვით მშვიდ გარემოში. საუზმეს ნუ გამოტოვებთ – ის კონცენტრაციის ერთადერთი მასტიმულირებელი საშუალებაა. ჭამეთ სალათები, თევზი. მოხარშული ან შემწვარი პროდუქტი აუცილებლად უმ პროდუქტს შეუხამეთ, მაგალითად, 100 გრამი ხორცი და 200 გრამი ქორფა სალათა. შაქარი თაფლით შეცვალეთ – ენერგიის ეს შესანიშნავი წყარო ვიტამინებისა და მინერალების საბადოა. ნუ შეჭამთ ძალიან ცივ ან ძალიან ცხელ კერძს, რადგან ეს მავნებელია კუჭისა და კბილებისთვის; 

* მხოლოდ მაშინ ჭამეთ, როცა შიმშილს იგრძნობთ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 1 ჭიქა წყალი. თუ კუჭში დისკომფორტს გრძნობთ, არაფერი ჭამოთ. უმჯობესია, მინერალური წყალი დალიოთ. კვირაში ერთ დღეს კი მხოლოდ წყალი სვით – ეს ორგანიზმის გაწმენდაში დაგეხმარებათ;

* უპირატესობა მიანიჭეთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ამცირებს კიბოს რისკს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს და ებრძვის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ასეთებია: პომიდორი, ისპანახი, ბროკოლი, სტაფილო, ნიორი, ვაშლი, ყურძენი, ქლიავი, მოცვი და ასე შემდეგ.

 

პანკრეატიტის მკურნალობისას სვით მინერალური წყალი

ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მოხმარება და გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედება პანკრეატიტის დაავადების განვითარებას უწყობს ხელს. ყოველდღიურად ორასი გრამი ალკოჰოლის ან ორი ლიტრი ლუდის დალევა კუჭქვეშა ჯირკვლის ჰისტოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორსაც.

მწვავე პანკრეატიტი მწვავე ანთებითი პროცესია, რომელიც ჯირკვლის ქსოვილის თვითმონელებითაა განპირობებული. ის ვლინდება ჯირკვლის და ირგვლივ მდებარე ქსოვილის შეშუპებით, მძიმე ფორმის დროს კი პარენქიმის ნეკროზით, სისხლჩაქცევებითა და პერიპანკრეასული ქსოვილის ნეკროზით.

მწვავე პანკრეატიტს მკვეთრი, უეცარი ტკივილი ახასიათებს, რასაც ღებინებაც ახლავს თან. ტკივილი შეიძლება იყოს შეტევითი ან მუდმივი ხასიათის. ამ დროს, არ არის გამორიცხული, გამოვლინდეს სიყვითლე და ციანოზი.

პანკრეასი საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვალია, რომელიც პანკრეასის წვენს გამოიმუშავებს და, იმავდროულად, ენდოკრინულ ფუნქციასაც ასრულებს. კუჭქვეშა ჯირკვლის პარენქიმის დიდი ნაწილი საკვების მონელებისთვის აუცილებელ ფერმენტებს გამოიმუშავებს.

პანკრეატიტი კუჭქვეშა ჯირკვლის ანთებად-დისტროფიული დაავადებაა. ის პანკრეასის სადინარების გამავლობის დარღვევით, პარენქიმის სკლეროზით, ჯირკვლისა და ენდოკრინული ფუნქციის დარღვევით ხასიათდება.

ქრონიკული პანკრეატიტი ანთებითი დაავადებაა. ის სხვადასხვა სახის ფუნქციური უკმარისობით ვლინდება და შემდეგ ხანგრძლივად პროგრესირებს. ახასიათებს მარცხენა ფერდქვეშ ტკივილი. ეს ტკივილი ხშირ შემთხვევაში ბეჭებისკენ გადაეცემა, რაც ხშირ შემთხვევაში ჭარბი რაოდენობით ცხიმიანი საკვების, ზედმეტი დოზით ალკოჰოლის მიღების დროს ვლინდება ან მშიერ კუჭზე საჭმლის მიღებიდან რამდენიმე საათში იჩენს თავს.

პანკრეატიტის მკურნალობა და პროფილაქტიკისთვის კარგია „ნაბეღლავის“, „ბორჯომის“ ან სხვა მინერალური წყლების სმა. აუცილებელია, ასევე, სწორი რეჟიმის დაცვა, კვების მოწესრიგება, ალკოჰოლისგან თავის შეკავება.

 

იმკურნალეთ წყლის აბაზანებით

წყლით მკურნალობა ავადმყოფობასთან ბრძოლის უძველესი მეთოდია. გრილი აბაზანა არა მარტო ებრძვის მთელი დღის განმავლობაში დაგროვილ სტრესს, არამედ, ზოგიერთი დაავადებისგან თავის დაღწევაშიც გვეხმარება.

გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ნებისმიერი აბაზანა ამშვიდებს ნერვებს, არასწორია. ეფექტი აქვს მხოლოდ ინდიფერენტულ 35-გრადუსიან, თბილ 39-გრადუსიან და ცხელ 40 გრადუსზე მეტი ტემპერატურის აბაზანებს. აბაზანები ადამიანის ორგანიზმზე მატონიზებულ ზემოქმედებას ახდენს, რის გამოც ძილის წინ მის მიღებას ნამდვილად არ გირჩევთ.

სწრაფად გახდომის მსურველებზე ეფექტურად და დადებითად მოქმედებს სპეციალური კონტრასტული აბაზანები. მათი საშუალებით ადამიანი დღეში 200-დან 400 გრამამდე გრამს იკლებს. აბაზანა ჭამიდან ორი საათის შემდეგ უნდა მიიღოთ და მისი ხანგრძლივობა ნახევარ საათს არ უნდა აღემატებოდეს.

გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადების, თირკმლისა და ღვიძლის მწვავე ანთებითი პროცესებისა და თრომბოფლებიტის დროს, წყლის აბაზანების მიღება არ არის რეკომენდებული.

მარილის აბაზანა ხსნის კუნთებისა და სახსრების ტკივილს, ამცირებს ტრავმების ნეგატიურ შედეგებს, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. მას მიკრომასაჟის თვისებაც აქვს. ის ააქტიურებს წვრილ კაპილარებში სისხლის მიმოქცევას. წყალში გახსნილი მარილის ნაწილაკები კანიდან შეიწოვება და ქმნის ეგრეთ წოდებულ მარილოვან საფარს, რომელიც მოქმედებას პროცედურის შემდეგაც განაგრძობს.

მარილის აბაზანა ასე უნდა მოამზადოთ: 5 სადილის კოვზი სუფრის ან ზღვის მარილი გახსენით ცხელ წყალში და შემდეგ, სასურველ ტემპერატურამდე გააზავეთ ცივ წყალში.

წიწვოვანი მცენარეების ექსტრაქტის აბაზანა ამშვიდებს ნერვებს, ადუნებს კუნთებს, ხსნის სისხლძარღვთა სპაზმებს და საგრძნობლად აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას, მით უმეტეს – კლიმაქსურ პერიოდში.

ასევე, კარგია თიხის აბაზანებიც. თიხის ფხვნილს ორგანიზმიდან ტოქსიკური წიდები გამოაქვს. ის შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ, თითქმის ყველა მინერალსა და მიკროელემენტს, რომლებიც ორგანიზმს აახალგაზრდავებს და აკაჟებს. 35 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში ჩაყარეთ 10 სადილის კოვზი თიხის ფხვნილი და კარგად ურიეთ, შემდეგ ჩაწექით და ინებივრეთ.

სასუნთქი გზების ინფექციებსა და სტრესებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ სამკურნალო მცენარეების აბაზანები. მცენარეთა ნაკრების აბაზანები ხსნის რადიკულიტითა და ართრიტით გამოწვეულ ტკივილს, ამშვიდებს კანს, გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და უძილობასთან ბრძოლაშიც ადვილად დაგეხმარებათ.

скачать dle 11.3