ექიმის რჩევები
კითხვა: საშიშია თუ არა წითელი ხალების გაჩენა?
პასუხი: წითელი ხალები არის მცირე ზომის ჰემანგიომა – სისხლძარღვოვანი წარმოშობის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ზოგჯერ ისინი თავისით ქრება და ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ თუკი წითელი ხალები მრავლდება რაოდენობრივად, იცვლის ფორმას, იზრდება, მაშინ იკვლევენ კუჭ-ნაწლავთა ტრაქტს – ღვიძლისა და პანკრეასის ფუნქციას, თირკმელების მდგომარეობას.
კითხვა: 6 წლის ბავშვი ნორმალურად მეტყველებდა და ახლა უჭირს. შიშის გარდა რა შეიძლება იყოს მიზეზი?
პასუხი: ენაბორძიკობა თუ თანდაყოლილი არ არის, უმეტესად ფსიქონერვულ ფაქტორებს (ძლიერ შიშს, ემოციას, სტრესს, გადაღლილობას) უკავშირდება, თუმცა გამორიცხული არ არის ამის მიზეზი იყოს თავის ტვინის სისხლმომარაგების დარღვევა, ტვინში სისხლის ჩაქცევა, ენცეფალიტი თუ მენინგიტი, ეპილეფსია და სხვა. მიზეზის დასადგენად პირველ რიგში ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.
კითხვა: ფრჩხილები მემტვრევა ძალიან, ბოლომდე რომ დავიჭრა მაინც ტყდება შუაზე. ვერანაირად ვერ ვახერხებ მათ გაზრდას. გთხოვთ მითხრათ ვის მივმართო დასახმარებლად?
პასუხი: პირველ რიგში ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი, არ არის გამორიცხული ანემია, შესასწავლია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაც. დარღვევის შემთხვევაში უნდა მიმართოთ შესაბამისი პროფილის ექიმს, პარალელურად კი გირჩევთ ზღვის მარილის აბაზანებს - 1 თვე; დღეგამოშვებით ჩაის ხის ზეთის და ზეთოვანი ვიტამინი A-ს შეზელვას ფრჩხილებში - 1 თვე; ასევე, დალიეთ აევიტი (1 აბი 2-ჯერ დღეში, 1 თვე), ან მერცი სპეც დრაჟე (60 ცალი) 1-დრაჟე 2-ჯერ დღე.
კითხვა: 2 თვის წინ გავიშრე რძე, ახლა შევამოწმე და მცირედი რძის გამონადენი მაქვს მარჯვენა ძუძუდან. მანამდე ვმკურნალობდი ფარისებრ ჯირკვალზე. ტეესაში მაქვს 2.31. ეს გამონადენი შეიძლება ამ ჰორმონის ხარჯზე იყოს? და საერთოდ რამდენად ნორმალურია ტეესაში - 2.31? ეხო მაქვს გადაღებული და ჩანს ძაალიან პატარა (კალმის წვერის ოდენა) წერტილი. ანუ კვანძი, გართულებები არ მაქვს.
პასუხი: განსაზღვრეთ სისხლში პროლაქტინის დონე, მიმართეთ ენდოკრინოლოგს.