კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* ფრანგი ექიმი – რენე ლაზნეკი ზედმეტად აზიზი იყო, ამიტომაც სტეტოსკოპი გამოიგონა.

* მაღალი კლასის რესტორნებში, კაფეებსა და სასადილოებში არ გამოიყენება ეგრეთ წოდებული დღის განათება, რადგან კერძები ასეთ შუქზე არაბუნებრივად ჩანს და სტუმრებს მადას უკარგავს.

* გერმანულ ენასა და ინგლისურ სალაპარაკო ენაში უფრო მეტი საერთოა, ვიდრე ლიტერატურულში.

* 2012 წელს კომპანია „კოკა-კოლამ“ კონტრაქტი გაწყვიტა ბრაზილიელ ფეხბურთელთან, რონალდინიოსთან, რომელსაც სარეკლამო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული 2011-დან 2014 წლამდე. ფეხბურთელი პუბლიკასთან „პეპსის“ ქილით ხელში გამოვიდა.

* ცნობილი რუსული სარაფანა ადრე მამაკაცების სამოსი იყო.

* იოანე-პავლე მეორემ ორმოცჯერ იმოგზაურა ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა.

* მინამბერების გარეშე წარმოუდგენელია ქიმიური გამოკვლევები და... ახალი წლის ნაძვის ხე.

* კარდინალს იმიტომ აცვია წითელი მანტია, რომ ის მზად არის, გაიღოს თავისი სისხლი ეკლესიის დასაცავად.

* გაერთიანებული ევროპის ჰიმნის ერთ-ერთ ვარიანტად წარდგენილია ოდნავ სახეშეცვლილი „მარსელოზა“. ფრანგული ვარიანტიდან ამოღებულია სხვა ქვეყნებისადმი მიმართული აგრესიული სიტყვები.

* ჰოლანდიური გულდენი სანკტ-პეტერბურგის მეტროში შეიძლება ჟეტონის მაგივრად გამოიყენოთ.

* ცნობილი მეცნიერი ტორიჩელი ხელმოკლეობის გამო ძვირად ღირებული ცდების ჩატარებას თვითონ ვერ ახერხებდა და მეცნიერის ხელმძღვანელობით, ამას მისი მოსწავლე გრაფი ვივიანი ასრულებდა.

* მსოფლიოში ბენზინზე ყოველდღიური მოთხოვნა 4,5 მილიარდი ლიტრია.

* მოსახლეობას ყველაზე მეტად ატომური ომის შიში აქვს, 49 პროცენტს – კლიმატური კატასტროფის,  გარემოს დაბინძურების – 36 პროცენტს, ბირთვულ რეაქტორზე აფეთქების – 35 პროცენტს, ადამიანების კლონირების – 28 პროცენტს, ბაქტერიების გენური ლაბორატორიიდან „გაჟონვის“ – 26 პროცენტს, ტყეების გაქრობის – 20 პროცენტს, ნავთობის გამოლევის – 7 პროცენტს, უინფორმაციობის – 5 პროცენტს, მეტეორიტების ცვენის – 3 პროცენტს, უცხოპლანეტელების – 1 პროცენტს

 

10 ფაქტი ჰოლივუდზე

1. ჰოლივუდის ნიშანი 1923 წელს შეიქმნა, მაგრამ არა როგორც „მსოფლიოს ოცნებების ფაბრიკის“ სიმბოლო, უბრალოდ, ეს იყო ლოს-ანჯელესის ახალი საცხოვრებელი კვარტლის რეკლამა. წარწერა უფრო გრძელი იყო: HOLLYWOODLAND. ფიქრობდნენ, რომ წელიწადნახევარს გაძლებდა, თუმცა, კინოინდუსტრიის სწრაფი განვითარების გამო, გადაწყვიტეს, დაეტოვებინათ.

2. ბრიტანელმა მსახიობმა პეგ ენტუისლმა, იმის გამო, რომ ჰოლივუდში წარმატებას ვერ მიაღწია, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა – ასო „H“-დან გადახტა.

3. მეორე მსოფლიო ომის დროს „ოსკარის“ ქანდაკება თაბაშირისგან დაამზადეს.

4. დროთა განმავლობაში HOLLYWOOD-ის ასოებმა „ცვენა“ დაიწყო. 1978 წელს ჟურნალ „ფლეიბოის“ დამაარსებელმა ჰიუ ჰეფნერმა ორგანიზება გაუკეთა აუქციონს, რომელიც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამერიკელმა როკ-მუსიკოსმა ელის კუპერმა დაასპონსორა ასო „O“-ს აღდგენა. ჯინ ოტრიმ და პოლ უილიამსმა კი – „L“ და „W“ დააფინანსეს.

5. „დიდების ხეივანში“ პირველ ვარსკვლავს, რომელიც ჯოან ვუდვარდს მიეძღვნა, 1960 წლის 9 თებერვალს ჩაეყარა საფუძველი.

6. „ვარსკვლავები“ ენიჭებათ კინოინდუსტრიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ხმის ჩაწერაში, თეატრში, ტელევიზიასა და რადიოში მიღწეული წარმატებებისთვის.

7. ჯინ ოტრი ხელოვნების ერთადერთი მოღვაწეა, რომელსაც ვარსკვლავზე 5 ემბლემა აქვს.

8. 2001 წლის ნოემბერში ჰოლივუდის გულში გაიხსნა „კოდაკის თეატრი“, რომელიც 3 000 მაყურებელს იტევს. ეს თეატრი ამერიკული კინოხელოვნების აკადემიის პრემიის – „ოსკარის“ გადაცემის მუდმივი ადგილი გახდა

9. ჰოლივუდში კინოს აჩვენებენ ყველგან – დიდ ეკრანებზე, კედლებზე, პლაკატებზე, სასაფლაოებზეც. აქ არის „ვარსკვლავური სასაფლაო“ HOLLYWOOD. ახალ ფილმებს კინოფორუმ Cinespia-ს ჩარჩოებში აჩვენებენ ჰოლივუდის ლეგენდის, რუდოლფო ვალენტინოს მავზოლეუმის კედლებზე.

10. ტერმინი „ჰოლივუდის ღიმილი“ მოიფიქრა ფრანგმა სტომატოლოგმა ჩარლზ პინკუსმა გასული საუკუნის 30-იან წლებში. ჰოლივუდელ მსახიობებს მოელვარე, ჩაწიკწიკებული თეთრი კბილებით რომ მოეწონებინათ თავი სწორედ მან გამოიგონა ტექნოლოგია HOLLYWOOD LIMINATES – კერამიკული მთლიანი გვირგვინი, რომელიც მსახიობის კბილებზე სპეციალური ადგეზიური, ანუ, წებოვანი ფხვნილის საშუალებით მაგრდებოდა.

გვერდი მოამზადა

ლაშა გაბელიამ

скачать dle 11.3