კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მილიარდერის უცნაურობები

მილიარდერი უორენ ბაფეტი, რომელიც არცისე დიდი ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა (2011 წელს „ფორბსის“ ცნობით, 50 მილიარდი დოლარის მფლობელი) საერთოდ არ შეესაბამება ჩვენს წარმოდგენებს ტიპურ მილიარდერზე. არ ვაპირებთ, შევჩერდეთ მის წარმატებებზე, რომლებსაც ამ დიდმა ბიზნესმენმა და ინვესტორმა მიაღწია. უბრალოდ, მოგითხრობთ მის ცხოვრებაში გასართობ და საინტერესო ფაქტებზე.

* უორენ ბაფეტი საოცრად უბრალო ადამიანია: ის არაპრესტიჟულ რაიონში, ომახაში, ფერნჰემ სთრითზე, პატარა სახლში ცხოვრობს, რომელიც 1957 წელს იყიდა.

* ინვესტორის კომპანია დაარსების დღიდან უსახურ, ნაცრისფერ შენობაშია განლაგებული. ბაფეტის უახლოესი კომპანიონი და მარჯვენა ხელი თითქმის მისი თანატოლია – 85 წლის.

* მილიარდერი ძველი მანქანით დადის. ბოლო მანქანა მხოლოდ ქალიშვილის დაჟინებული თხოვნით გამოცვალა, ისიც იმ პირობით, რომ ძვირიანს არ შესთავაზებდა. შვილმაც ჩამოფასებული მანქანა შეურჩია – სეტყვით დაზიანებული.

* ბაფეტის კაბინეტში დღემდე არ არის კომპიუტერი. ყველა გადაწყვეტილებას ის იმ ანგარიშის ანალიზით აკეთებს, რომელსაც მისი მდივანი დაბეჭდილი სახით წარუდგენს. ამასთან – საკუთარი ინტუიციითა და მფლობელებთან ურთიერთობის საფუძველზე და არ ეყრდნობა ბირჟის მონაცემებს.

*ყველაზე მეტად უორენს „კოლა“ და ჰამბურგერი უყვარს. სხვათა შორის, ამ კომბინაციას სულაც არ შეუშლია ხელი მისთვის, ჯანმრთელი იყოს 83 წლის ასაკში.

* უორენ ბაფეტს მეორე ცოლი პირველმა ცოლმა შეურჩია, როცა მიხვდა, რომ ქმარს მასთან ცხოვრება აღარ უნდოდა. თუმცა, მრავალი წლის თანაცხოვრების მიუხედავად, უორენს მეორე ცოლთან არ უქორწინია მანამდე, სანამ პირველი მეუღლე არ გარდაეცვალა.

* ბაფეტი ცნობილი ფილანტროპია და მილიონობით დოლარს სწირავს ქველმოქმედებას.

* ბაფეტის ახლო მეგობარია ბილ გეიტსი. ის რეგულარულად მართავს მასთან ბრიჯის სეანსს (ერთადერთი ბანქოს თამაში, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სირთულით ჭადრაკთან გაათანაბრა და სპორტის სახეობად მიიჩნია).

უორენ ბაფეტის ყველაზე ცნობილი გამონათქვამები:

„სინამდვილეში მდიდრული კოსტიუმები მაცვია, უბრალოდ, ჩემს ტანზე ჩანს იაფფასიანად“.

 „20 წელია საჭირო რეპუტაციის შესაქმნელად და მხოლოდ 5 წუთი – მის დასანგრევად“.

скачать dle 11.3