კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

მუჰამედ ალის ხელთათმანები

ლეგენდარული მოკრივის მუჰამედ ალის ხელთათმანები კლივლენდში გამართულ აუქციონზე 388 375 დოლარად გაიყიდა. ამ ხელთათმანებით ალიმ თავისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა გამართა, 1971 წელს „საუკუნის ბრძოლად” შერაცხილი შეხვედრა არანაკლებ ლეგენდარულ ჯო ფრეზერთან. იმ დროისთვის ორი დაუმარცხებელი ჩემპიონის შეხვედრა მსაჯების გადაწყვეტილებით ჯო ფრეზერმა მოიგო და ეს იყო პირველი მარცხი მუჰამედ ალის კარიერაში. ხელთათმანების მყიდველის ვინაობა უცნობია, მან ანონიმად დარჩენა ისურვა.

 

მარადონას ახალი გერლფრენდი

დიეგო მარადონას ახალი გერლფრენდი ჰყავს. 35 წლის მოდელი პამელა ანჟესი მარადონას დიდი ხნის თაყვანისმცემელი და კლუბ „სან-ლორენსოს” ქომაგია. დიეგო და პამელა ამჟამად დუბაიში ისვენებენ ერთად. პამელა „ინსტაგრამის” აქტიური მომხმარებელი აღმოჩნდა და პიკანტური ფოტოების ატვირთვას არ ერიდება თავისუფალ დროს. ეს მაშინ, როცა დიეგო არც იქ ივიწყებს ფეხბურთს და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციას  იმის გამო აკრიტიკებს, რომ ნაკრების მთავარ მწვრთნელად მის კანდიდატურას არ განიხილავენ.

 

შიშველი კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს ქუჩებში

პორტუგალიის ნაკრების და „რეალ” მადრიდის ვარსკვლავი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ არა მარტო საუცხოო გოლეადორი, არამედ საუკეთესო მოდელიორიც გახლავთ. არცთუ დიდი ხნის წინ, მან საკუთარი ტანსაცმლის ხაზის წარმოება დაიწყო და ბრენდს სახელად „CR-7“ უწოდა. კრიშტიანუ თავად უწევს რეკლამირებას საკუთარ ბრენდს და სულ ახლახან მისი სარეკლამო ფოტოებით მსოფლიო მეგაპოლისების სარეკლამო სტენდები აჭრელდა. ლონდონის, პარიზის, მილანის, ლისაბონის, მადრიდის, ნიუ-იორკისა და ბერლინის ცნობილ  შენობა-ნაგებობათა ფასადებს შიშველი კრიშტიანუს ფოტოები ამშვენებს. საცურაო ტრუსებში გადაღებული ფოტოების ავტორი ცნობილი ფოტოგრაფი ჯონ რანკინია. 

 

ბალოტელი და ბოლტი „პუმას” ახალ რეკლამაში

სპორტული ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მწარმოებელი გერმანული კომპნაია „პუმა” ახალი სარეკლამო რგოლით წარსდგა მომხმარებლის წინაშე. სარეკლამო რგოლში მთავარ როლებს იტალიელი მარიო ბალოტელი და იამაიკელი სპრინტერი, უსაინ ბოლტი ასრულებენ. სცენარის თანახმად, ბალოტელი და ბოლტი ჯაკუზიში ერთობიან ლამაზმანებთან ერთად და პარალელურად კი, მათი სპორტული მიღწევების ვიდეორეტროსპექტივა მიდის.

скачать dle 11.3