კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველაზე ხანგრძლივი დისკვალიფიკაციები მსოფლიო ფეხბურთში

ლუის სუარესს ოფიციალურად დაუმტკიცდა 4-თვიანი დისკვალიფიკაცია და „ბარსელონას” ახალწვეული მოედანზე გასვლას ოქტომბერში შეძლებს. სუარესის დისკვალიფიკაციამ საბაბი მოგვცა, გავიხსენოთ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების ყველაზე გრძელვადიანი დისკალიფიკაციები.

 

ვინი ჯონსი - 6 თვე

წარსულში ცნობილი უელსელი ფეხბურთელი და ამჟამად წარმატებული ჰოლივუდელი მსახიობი, ვინი ჯონსი ერთ-ერთი ყველაზე ხისტი ფეხბურთელის სახელით იყო ცნობილი. ის არ ერიდებოდა ტრავმების მიყენებას მეტოქეეებისთვის. მისი უხეშობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსაც აქვთ გამოცდილი საკუთარ თავზე, 1995 წელს უელსთან გასვლითი მატჩის დროს. ჯონსი მაშინ მოედნიდან მიხეილ ყაველაშვილთან შეჯახების გამო გააძევეს. 1992 წელს ჯონსის ველურობა 6-თვიანი დისკვალიფიკაციად შეფასდა.

კოლო ტურე - 6 თვე

კოტდივუარელმა კოლო ტურემ მეუღლის ტაბლეტები დალია და ამის გამო დოპინგ-ტესტზე ჩავარდა. ფეხბურთელმა ვერ მოახერხა თავისი სიმართლის დამტკიცება და 6 თვე ფეხბურთის გარეშე გაატარა. 

ადრიან მუტუ - 6 და 7 თვე

2004 და 2010 წლებში რუმინელი ვარსკვლავი ადრიან მუტუ ორ ერთნაირ სკანდალში გაეხვია. ფეხბურთელი კოკაინის მოხმარებაში ამხილეს და შესაბამისად, 7 და 6-თვიანი დისკვალიფიკაციით „დააჯიდლოვეს”. კოკაინურ სკანდალში გახვეულმა მუტუმ ბოლო დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, როგორც ჩანს, ჭკუა ისწავლა და მეტჯერ აღარ ჩავარდნილა ტესტზე. თუმცა, მისი საფეხბურთო ვარსკვლავი იმ დროისთვის უკვე აღარ კაშკაშებდა.

რიო ფერდინანდი - 8 თვე

2003 წლის დეკემბერში ინგლისელი რიო ფერდინანდი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა. უფრო სწორად, მან უარი განაცხადა ტესტის ჩაბარებაზე, რამაც ეჭვი გააჩინა, რომ რიო  აკრძალულ პრეპარატებს მოიხმარდა. საბოლოოდ, ის დამნაშავედ ცნეს  და 8 თვით ფეხბურთის გარეშე დატოვეს. დისკვალიფიკაციის გამო, ფერდინანდი ინგლისის ნაკრების მიღმა დარჩა და ევროპის 2004 წლის ჩემპიონატზე ვერ ითამაშა.

მარკ ბოსნიჩი - 9 თვე

2003 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის” ავსტრალიელი მეკარე მარკ ბოსნიჩი კოკაინის გამო ჩავარდა. ფეხბურთელი ირწმუნებოდა, რომ მას ღამის კლუბში სასმელში გაურიეს ნარკოტიკული საშუალება. თუმცა, არავინ დაუჯერა და  9 თვით მოკვეთეს ფეხბურთიდან. დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნებულმა ბოსნიჩმა ძველი კონდიციების აღდგენა ვერ მოახერხა და მისი სახელი მალევე გაქრა საფეხბურთო რუკიდან.

ერიკ კანტონა - 9 თვე

„მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელმაც 9-თვიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა. 1995 წელს კანტონას მავანი ქომაგის რეპლიკები არ მოეწონა ტრიბუნიდან, მიუვარდა და კუნფუს ილეთით დარტყმა მიაყენა. კანტონას საქმე სასამართლოში ჰქონდა და შედეგად, 9 თვით მოკვეთეს ფეხბურთიდან. ამის მიუხედავად ერიკ კანტონა დღემდე ითვლება „მანჩესტერ იუნაიტედის” ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად.

დიეგო მარადონა - 15 და 15 თვე

საერთო ჯამში ლეგენდარული დიეგო მარადონა 30 თვე იყო მოკვეთილი ფეხბურთიდან. 1991 წელს მარადონას კოკაინის მოხმარება დაბრალდა და 15-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ხოლო 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში, მარადონას აკრძალული პრეპარატი – ეფედრინი აღმოუჩინეს შარდში. მაშინაც 15-თვიანი დისკვალიფიკაციით „დააჯილდოვეს”. აღსანიშნავია, რომ მარადონამ ორივე დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ მოახერხა დაბრუნება საფეხბურთო მოედანზე და საბოლოოდ, პროფესიული კარიერა 1997 წელს „ბოკა ხუნიორსში” დაასრულა. 

скачать dle 11.3