კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაული ხდება ყოველ წელს ფერისცვალების დღესასწაულზე და როგორ თავისუფლდება ადამიანი სხეულში დაბუდებული ვნებებისგან

მართლმადიდებელი ეკლესია 19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. დღემდე ამ დღეს თაბორის მთაზე სასწაული აღესრულება, რაც კიდევ ერთხელ აღუძრავს ადამიანებს ფერისცვალების, უფალში განღმრთობის სურვილს. როგორი უნდა იყოს ადამიანის ლოცვა, როგორ უნდა შეხვდეს ის ფერისცვალების დღესასწაულს, როგორ უნდა ესწრაფოდეს ფერისცვალებისკენ, განღმრთობისკენ, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

– ფერისცვალებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ღვთისმეტყველებისთვის. კერძოდ კი, ისეთი საკითხებისთვის, როგორიც არის ღვთის გამოცხადება, განღმრთობა, ღვთის ხილვისა და შეცნობის შესაძლებლობა. ქრისტიანთა რწმენის მიხედვით, იესო ქრისტე იყო სრული ღმერთი და სრული კაცი. იესო ნაზარეველი, რომელსაც ხედავდნენ, უსმენდნენ და ხელით ეხებოდნენ, არ იყო უბრალოდ ადამიანი, არამედ იესო ქრისტეს პიროვნებაში იყო შერწყმული სრული ღვთაებრიობა. თუმცა, მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების დროს, მისი ღმრთეება უმეტესწილად დაფარული იყო. იმ უამრავი ხალხისთვის, ვინც იესო იხილა და მოუსმინა, ის უბრალოდ, ადამიანი იყო – იესო ნაზარეველი, იოსებისა და მარიამის შვილი. აღდგომამდე და სულთმოფენობამდე მისი მოწაფეებიც ვერ აცნობიერებდნენ, ვინ იყო მათი მასწავლებელი. როგორც იცით, ძველი აღთქმის მიხედვით, შეუძლებელი იყო ღმერთის ხილვა, მაგრამ უკვე ახალ აღთქმაში მოციქულები ამბობდნენ: ჩვენ ვიხილეთ ღვთის ღმერთი. რადგან უფალი დედამიწაზე ადამიანის სახით, განკაცებული მოვიდა, ამიტომ შესაძლებელი გახდა მისი ხილვა. მაცხოვრის ადამიანური ბუნება ფარავდა მის ღვთაებრივ ბუნებას, იმ დიდებას, რომლის ხილვა ადამიანს არ ძალუძს.  იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება რწმენის თვალით იხილვებოდა და იხილვება. ურწმუნოთათვის კი მაცხოვარი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია. მეორედ მოსვლის დროს კი, უკვე ყველასთვის ხილული და განცხადებული გახდება იესო ქრისტეს ღვთაებრიობა და მოვა ის დიდებით. თუმცა, მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ მეორედ მოსვლამდე, ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც უფალი დედამიწაზე ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა, მან საკუთარი ღვთაებრიობა, საღვთო დიდება განუცხადა მოწაფეებს. ეს კი სწორედ ფერისცვალების დროს, თაბორის მთაზე მოხდა. აი, რას ამბობს იოანე ოქროპირი ფერისცვალების შესახებ: „გადაწყვიტა უფალმა, ეჩვენებინა მათთვის ამქვეყნად სახე იმ დიდებისა, რომლითაც შემდგომში უნდა მოსულიყო იმ ზომით, რა ზომითაც მათ ამის ხილვა შეეძლოთ“. ანუ, იესო ქრისტე, ღმერთი ამქვეყნად ადამინებს ეცხადება იმ ზომით, როგორც ადამიანი გაუძლებდა მის სიდიადეს და დარჩებოდა ცოცხალი. თაბორის მთაზე მომხდარი უფლის ფერისცვალება იესო ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ამ ამბის შესახებ სამი სახარება მოგვითხრობს, ხოლო აღმოსავლეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ფერისცვალება თორმეტ უდიდეს დღესასწაულს შორის შეიყვანა. ფერისცვალება არის ხატი იმ ჟამისა, როდესაც ადამიანს აქ, სხეულში მყოფს მიეცემა სასუფეველი, მაგრამ ეს ჯერ არ არის ზეციური იერუსალიმი, სასუფევლის საბოლოოდ დადგომა. ანუ, ზეციური იერუსალიმი გარდაიქმნება თაბორის მთად, რომლიდანაც უნდა ჩამოხვიდეთ, დაუბრუნდეთ ამ სოფელს, განაგრძოთ ცხოვრება, ატაროთ თქვენი ჯვარი, ახვიდეთ გოლგოთაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესვლა სასუფეველში. შესაბამისად, ეკლესიის მთელი ისტორია არის სწორედ ზეციური იერუსალიმის თაბორად გადაქცევა. ფერისცვალების შემდეგ, ეკლესია, რომელიც არის სასუფეველი ღვთისა, ეჯახება ამ სოფელს, შემოდის ჯვარი, გოლგოთა და ჩნდება პირველი მოწამე, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეკლესია კი ჩამოდის თაბორის მთიდან და შეუდგება გოლგოთის ძნელ და მძიმე გზას, რომლის შემდეგაც დგება სასუფეველი ცათა.

– ადამიანის ცნობიერებაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს ბრძოლა ძველსა და ახალ კაცს შორის. შესაბამისად, ეს ორი ადამიანი აკეთებს არჩევანს: ისინი ან ქრისტეს ირჩევენ, ან ანტიქისტეს. 

– გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული: ან სულის ცხოვნება უნდა ავირჩიოთ, ან წარწყმედა. სულში დაბუდებული ვნებებისგან ვერ გვიხსნის ვერც ვარდისფერი სათვალე და ვერც „სიბრძნე“ სირაქლემასი – გარდაუვალი საფრთხის მოახლოებისას, თავს ქვიშაში რომ რგავს. მხოლოდ საკუთარი თავისადმი, საკუთარი ძალებისადმი გაბედული და პატიოსანი მზერის მიპყრობა და საშინელი სულიერი სიღატაკის შეგრძნება დაგვანახვებს, ჭეშმარიტ ხსნასა და ჭეშმარიტ მაცხოვარს – ქრისტეს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი საუკუნო ცხოვრების სიკეთე. სწორი ქრისტიანული ცხოვრების შედეგად ადამიანები ყოველთვის იცვლებიან. როგორც ღირსი სერაფიმ საროველი ამბობს, მათ, ვინც განიწმიდებიან ვნებებისგან და თავმდაბლობას მოიპოვებენ,  „სული წმიდას მოიგეს“. დღეს ადამიანები ძალიან არიან დასნეულებულები და სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. უცნაური სიბრმავე, რაც ჩვენშია, ეს არის საკუთარი სნეულების ვერდანახვა. არადა ყველაზე საშიში სწორედ ეს არის, იმიტომ რომ, ადამიანი თუ ამჩნევს თავის სნეულებას, მკურნლობს.  მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ ხედავს თავის სნეულებას, არ მკურნალობს და შესაბამისად, ის უკვე მძიმე დაავადებად გადაიქცევა. მაგრამ, თუ ადამიანი სწორად იცხოვრებს, შეუდგება ქრისტიანულ ცხოვრებას, ის აუცილებლად შეიცვლება, განიკურნება და მას მხოლოდ ეკლესიური ცხოვრება დაეხმარება. რელიგია ენით გამოუთქმელი განცდებისა მთელს სპექტრს მოცავს. ეკლესია ადამიანისთვის ცოცხალ ღმერთთან შეხვედრის ადგილია, ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და ზიარებაა. მღვდელი პავლე ფლორენსკი წერდა: „რელიგიის საიდუმლებანი არ არის ის, რისი გამჟღავნებაც არ შეიძლება, ისინი არც შეთქმულთა პირიბითი პაროლებია. ეს არის ენით გამოუთქმელი, ენით აღუწერელი განცდები, რომელთა სიტყვიერად გამოხატვა შეუძლებელია“. ჭეშმარიტ რელიგიურ გზას მხოლოდ ის ადამიანი ადგება, ვინც საკუთარი ცხოვრების გზაზე რეალურად შეხვდა ღმერთს, ვისაც შეეწია მისი ყოვლისშემძლე ძალა. ისევე როგორც გონებით ვერ შეიცნობ სილამაზეს, აზრის რელიგიური განცდების მწველი ცეცხლის მხოლოდ ფერმკრთალი გამოხატულებაა და მისი შეცნობაც ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

– ამაში თუ ეხმარება ადამიანს ლოცვა? 

– ლოცვა ადამიანის საუბარია ღმერთთან. ვისაც ახსოვს, იცნობს, უყვარს ღმერთი, ის აუცილებლად მიმართავს მას და ეს მიმართვა სწორედ ლოცვაა. მაგრამ ღრმად მცდარია ლოცვაზე ის შეხედულება, რომელიც დღეს ძალიან გავრცელებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში: „თუ მომინდება ლოცვა, ვილოცებ“, „თუ ხალისი არ მაქვს – თავი არ უნდა ვაიძულო, ლოცვაში ძალდატანება არ უნდა იყოს“.. – ასეთი შეხედულება ლოცვის შინაარსის სრული გაუგებრობა. ქრისტიანმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩაინერგოს გულში, რომ მან აუცილებლად უნდა ილოცოს, მიუხედავად იმისა, აქვს ამის სურვილი თუ არა. თუკი გაქვს კეთილი სურვილი ლოცვისა, ღვთის წყალობით, რომლისგანაც არის ყოველგვარი კეთილი, ნუ გაუშვებთ შემთხვევას, ილოცეთ მთელი გულითა და სულით. თუკი არ გაქვს კეთილი სურვილი და დადგა დრო ლოცვისა, უნდა აიძულო თავი, გაამხნევო შენი უღიმღამო სული იმით, რომ ლოცვა მით უფრო ფასეულია ღმრთის თვალში, რაც უფრო ძნელად გეძლევა ის. ღმერთი არანაირ ლოცვას არ თაკილობს, თუკი ადამიანი გულწრფელად ლოცულობს. მაგრამ როდესაც ადამიანი ლოცულობს, ის უნდა ჩაუღრმავდეს თავის თავს, სულს და ლოცვის სიტყვებს. როდესაც ადამიანი ლოცულობს, კითხულობს ენით და მისი ფიქრები სხვაგან არის, წმიდა იოანე ოქროპირი ასეთ „მლოცველზე“ წერს: „შენი სხეული ეკლესიის შიგნით არის, ხოლო სული – ძალიან შორს მისგან. ბაგეები ლოცვას წარმოთქვამენ, გონება კი შემოსავალს ითვლის, მინდვრებს, სამფლობელოებს, მეგობრებს დასტრიალებს. შენ თავად არ გესმის შენი ლოცვები, როგორ გინდა, რომ ღმერთს გაანდო ისინი?“ ასეთი არ უნდა იყოს ქრისტიანის ლოცვა. როდესაც ის ღმერთს ევედრება, აუცილებლად უნდა ჩაუფიქრდეს იმ ლოცვების სიტყვებს, რომელსაც კითხულობს. თავისი გონება მთლიანად ლოცვის შინაარსს უნდა მიაპყროს. თუმცა, ძნელია ამ დროს გაუმკლავდნენ გარედან მოძალებულ, მოსაბეზრებელ ფიქრებს და სახეებს. ეს ჩვენი პირადი გონებადაფანტულობითაც ხდება და ბოროტი, სატანისეული ძალის უშუალო ზემოქმედებითაც. ღირსი მელეტი აღმსარებელი ამბობს: „ლოცვას არა იმდენად მასწავლებელი, რამდენადაც გულმოდგინება, მონდომება და განსაკუთრებული სიბეჯითე სჭირდება. და მაშინ თავად ღმერთი იქნება მისი მასწავლებელი“. ვინც გულმოდგინედ მეცადინეობს იესოს ლოცვაში და უკვე გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია, იმან ხშირად უნდა იკითხოს წმიდა მამათა დარიგებები ლოცვის შესახებ, განსაკუთრებით კი, „იესოს ლოცვის.” წმიდა მამები იესოს სახელის მოხმობას უწოდებენ „იარაღს“, რომელზე უმტკიცესიც არაფერია ცასა და დედამიწაზე. იესოს ლოცვის ხმით წარმოთქმა შეგვეწევა ხორციელ გულისთქმებთან  და მრისხანებასთან ბრძოლაში. როდესაც სისხლი დუღილს იწყებს, გული კარგავს სიმშვიდეს და სიმყუდროვეს, ხოლო გონება მერყეობს და უძლურდება, თითქოს ოცნებათა სიმრავლით არის შეპყრობილი და გათანგული. ეშმაკნი, რომელთაც ჩვენი ხორციელი თვალი ვერ ხედავს, მაგრამ სული კარგად ცნობს, იესოს სახელის გაგონებაზე კრთებიან და იბნევიან, მათ ძრწოლა იპყრობთ და სასწრაფოდ განეშორებიან ადამიანს.

скачать dle 11.3