კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ შეესაბამება მცნება – „არა კაც ჰკლა!“ – მამულის დასაცავად ომში მებრძოლების საქციელს?

პასუხი: როგორც ათანასე ალექსანდრიელი წერს: „ამ ცხოვრებაში ქმედება ორადაა გაყოფილი. უჯერია კაცის კვლა, მაგრამ, ბრძოლაში მოწინააღმდეგეთა ამოწყვეტა კანონიერია და ქების ღირსია. ამიტომ, ბრძოლაში მამაცობით გამორჩეული პატივის ღირსია და მათ სახელზე მათი სიმართლის მქადაგებელი ძეგლები აღემართება“.

კითხვა:  შეუძლია თუ არა ადამიანს ეკლესიის დაუკითხავად, იტვირთოს ბერის ღვაწლი და მეუდაბნოედ განმარტოვდეს?

პასუხი: ბერული ღვაწლის ერთ-ერთი საფუძველი იერარქიისადმი მორჩილებაა. ყოველგვარი თვითნებობა ეკლესიაში უდიდეს ცოდვად ითვლება და ადამიანი მწვალებლობამდე მიჰყავს.

კითხვა: რა უმთავრესი მოვალეობა გვაკისრია გარდაცვლილი ახლობლების მიმართ?

პასუხი: გარდაცვლილი ახლობლების მიმართ თქვენი უმთავრესი მოვალეობაა ლოცვა მათი სულის საცხონებლად, მათ სახელზე მოწყალების გაღება შეჭირვებულთათვის და მათი მოხსენიება ეკლესიაში უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს.

კითხვა: რომელი სახელით უნდა მოვიხსენიოთ ლოცვებში ადამიანი – ნათლობის, საერო თუ მოფერებითი?

პასუხი: ადამიანები ლოცვებში უნდა მოიხსენიოთ ნათლობის სახელით.

კითხვა: ყოველთვის სარწმუნოა თუ არა სინდისის ხმა?

პასუხი: უსათუოდ უნდა უსმინოთ სინდისის ხმას. ამ ხმით ხშირად ჩვენი მფარველი ანგელოზი მოგვმართავს.

скачать dle 11.3