კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

„რამეთუ მზაკვარი ზრახვები გვაშორებენ უფალს“

ბერი პაისი ბუნებრივად ხაზს უსვამდა, რომ სულიერ ცხოვრებაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ღვთისმოსავ ზრახვას. სახასიათოდ ამბობდა, რომ ერთი ღვთისმოსავი ზრახვა ტოლფასია ერთი აგრიპნიისა (ღამისთევით ლოცვა) წმიდა მთაზე. და გვიამბო შემდეგი შემთხვევა:

ერთხელ ჩემს სანახავად მოვიდა მავანი და იგი ეკლესიაში შევუშვი, სანამ არქონდარიკიდან სხვა სტუმარი წავიდოდა. როდესაც მას დავუძახე, სტადსიდიაზე დაავიწყდა სიგარეტების ყუთი, რაც მე ვერ შევნიშნე. ამასობაში მოვიდა სხვაც, რომელსაც ვთხოვე ეკლესიაში შესვლა და მცირე ხნით მოცდა. მან დაინახა სიგარეტები და, როდესაც დავუძახე, მითხრა:

– ნუთუ ეწევით, ღერონდა?

– არა, – ვუპასუხე, – ამას რატომ მეკითხები?

– იმიტომ, რომ იქ, ეკლესიაში სიგარეტები დავინახე.

– კურთხეულო, ისინი დაავიწყდა ვიღაცას იმათგან, ვინც შენზე უწინ მოვიდა, მე კი ყურადღება არ მივაქციე.

ამგვარად, შევხვდი მას და გავისტუმრე. შემდეგ მოვიდა ერთი ბიჭი, რომელიც პირველად იყო ჩემთან. დააკაკუნა რკინის ნაჭერზე, მე გამოვედი და მაშინვე ვკითხე, რა უნდოდა. მომიგო:

– მსურს ბერი პაისის ნახვა. აქ არის იგი?

მაშინ ვუთხარი:

– არა, კარეაში წავიდა სიგარეტების საყიდლად.

ბიჭუნამ გულუბრყვილოდ თქვა:

– კარგი, მამაო, არა აქვს მნიშვნელობა. მე აქ დაველოდები, ბერს, სანამ იგი დაბრუნდება.

და ბერმა განაგრძო:

– ხედავთ ზრახვაში სხვაობას? ერთმა ეკლესიაში სიგარეტები იპოვა და არ შეიწყნარა კეთილი ზრახვა, არამედ, მაშინვე დაეთანხმა ბოროტ ზრახვასა და ეჭვს და, პირიქით, ბიჭმა, თუმცა კი ვუთხარი მას, რომ სიგარეტის საყიდლად წავედი, არ შეიწყნარა ავი ზრახვა, არამედ წრფელი გულით თქვა: „დაველოდები ბერს“ და არ იკითხა: „ეწევა თუ არა ბერი, რად უნდა სიგარეტები?“

 

ჭეშმარიტად ის არის ადამიანი, ვინც შეიცნო თავი თვისი

ერთი ძმა უამბობდა მამა პიმენს: ,მე ისე მაშფოთებენ გულისთქმები, რომ საშუალებას არ მაძლევენ, ჩავუფიქრდე საკუთარ ცოდვებს; მაიძულებენ, ჩემი მოძმის ნაკლი შევამჩნიო მხოლოდ.” მამა პიმენმა უამბო მას მამა დიოსკორეს შესახებ შემდეგი: იგი სენაკში დასტიროდა საკუთარ თავს. როდესაც სხვა სენაკში მცხოვრები მისი მორჩილი მიდიოდა მასთან და წააწყდებოდა მტირალს, ეკითხებოდა: „მამაო, რაზე ტირი?” ის კი პასუხობდა: „შვილო ჩემო, მე ვტირი ჩემი ცოდვების გამო”. მორჩილი ეუბნებოდა მას: „შენ არ გაქვს ცოდვები, მამაო!” ხოლო მამა პასუხობდა: „მერწმუნე, შვილო ჩემო! რომ შემეძლოს საკუთარი ცოდვების დანახვა, ოთხი ადამიანიც კი არ იქნებოდა საკმარისი, რათა ჩემთან ერთად გამოეტირათ ისინი, –  ამასთანავე, მამა პიმენმა დაამატა: – ჭეშმარიტად ის არის ადამიანი, ვინც შეიცნო თავი თვისი.”

скачать dle 11.3