კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ითვალისწინებს თუ არა ქეთი დევდარიანი „ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებლის კრიტიკასა და რჩევებს

ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები,” ეთერში გამოჩენისთანავე შეიყვარა მაყურებელმა და უკვე რამდენიმე წელია, მისი ერთგულია. ჩვენი რესპონდენტია, „ჩემი ცოლის დაქალების” სცენარისტი, ქეთი დევდარიანი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა საკუთარი ხელწერითა და სტილით. ინტერვიუში არაერთ მსახიობს უთქვამს ხუმრობით, რომ მათი სერიალში დატოვება-არდატოვება, სწორედ სცენარისტზეა დამოკიდებული. „ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩენა კი ყველა მსახიობისთვის სასურველია. 

 

 რაც შეეხება ჩვენს ინტერვიუს, მართალია ქეთისგან ვერ მივიღეთ იმის პასუხი, თუ რა მოხდება შემდეგ სეზონში, გაგრძელდება თუ არა „ჩემი ცოლის დაქალები” და რა განვითარება მიეცემა მას, მაგრამ არანაკლე საინტერესო კითხვებს უპასუხა, რაც მკითხველს, ისევე როგორც სერიალის მაყურებელს, აუცილებლად დააინტერესებს. 

– ყველაზე პოპულარული ქართული სერიალის სცენარისტი ხართ. ეს რას ნიშნავს თქვენთვის?

– ჩემთვის ეს არის სამსახური, რომელსაც ვეკიდები პასუხისმგებლობითა და სიყვარულით. სხვანაირად ძალიან რთულია 200 და 300 სერიის წერა. 

– მაყურებელი ბევრს ლაპარაკობს „ჩემი ცოლის დაქალებზე,” მათ აზრს თუ ითვალისწინებთ?

– ვითვალისწინებ ტენდენციებს და არა კონკრეტული ადამიანების აზრებს, რადგან ყველას აზრის გათვალისწინება, შეუძლებელია. 

– პროფესიით გერმანისტი ხართ. თუ გიმუშავიათ ამ განხრით?

– სკოლაში ვმუშაობდი 6 წელი გერმანულის მასწავლებლად. ძალიან მიყვარს გერმანული ენაც და ლიტერატურაც. საერთოდ არ ვიზიარებ გერმანულ ენაზე გავრცელებულ აზრს, რომ უხეში ენაა.

– სხვა სფეროში როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?

– 5 წლის წინ, ამ სფეროშიც ვერ წარმომედგინა, ასე რომ, ალბათ, ნებისმიერ სფეროში შეიძლება, თავის წარმოდგენა თეორიულად.

– ერთი პერიოდი სიგარეტის პროპაგანდაშიც დებდნენ ბრალს „ჩემი ცოლის დაქალებს,” მაგრამ ამით ვერაფერი შეცვალეს. ფიქრობთ, რომ კრიტიკა ყოველთვის არ არის მისაღები?

– კრიტიკა ყოველთვის მისაღებია და რაც უფრო კომპეტენტურია ეს კრიტიკა, მით უფრო მისაღებია. სიგარეტს კი იმიტომ ეწევიან სერიალის გმირები, რომ ესეც იმ ქართული პრობლემების ნაწილია, რომელიც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” ჩანს.

– მაყურებელი თქვენს მიერ შექმნილ პერსონაჟებს კარგად იცნობს და შეიყვარეს ისინი. თქვენ კი ვიზუალურად არ გიცნობენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ მხრივ ჩრდილში ხართ? 

– არა, არ ვფიქრობ, რომ ჩრდილში ვარ. სცენარისტი არ არის მსახიობი, რომელსაც გამვლელ-გამომვლელი უნდა ცნობდეს.

– წარმატებული პროდუქტის მისაღებად ბევრი შრომაა საჭირო. თქვენ თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობთ. ამის ფონზე ოჯახს ხომ არ აკლდება თქვენი ყურადღება? 

– რა თქმა უნდა, აკლდება ყურადღება ჩემს ოჯახს, შვილს, მშობლებს, მეგობრებს, რომლებიც გაგებით ეკიდებიან ამ ყველაფერს. ჩვენი ჯგუფის ყველა წევრი თითქმის ასეა. 

– თინეიჯერი შვილის დედა ხართ. მისი შეფასება როგორია სერიალის შესახებ? ითვალისწინებთ მის შენიშვნებსა და რჩევებს?

– ძალიან ხშირად მოუწოდებია ჩემს შვილს რაღაც იდეა, რომელიც მომწონებია და გამითვალისწინებია. ხანდახან მთხოვს, წინასწარ ვუთხრა, რა მოხდება შემდეგ სერიებში.

– დედის ნიჭი თუ ერგო მემკვიდრეობით? წერას ვგულისხმობ.

– ბავშვობაში წერდა ჩანახატებს, ახლა – აღარ.

– ყველა სეზონს ჰყავს თუნდაც ერთი აღმოჩენა. თქვენი აზრით, ვინ არის ბოლო სეზონის აღმოჩენა?  

– ბოლო სეზონში ყველაზე პოპულარული იყო გიორგი ბახუტაშვილის გმირი – ცოტნე ცოტაშვილი. ძალიან ბევრს მოსწონდა ანკას ოჯახის სცენების ყურება. ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა ნელიკოს ხაზს. 

– როგორ ფიქრობთ, რა არის ამ სერიალის წარმატების მთავარი მიზეზი?

– ერთი მიზეზი არ აქვს სერიალის წარმატებას. ეს არის სცენარზე, რეჟისურაზე, პროდიუსერებზე, მსახიობების ოსტატობაზე, სერიალზე მომუშავე გუნდზე დამოკიდებული. ყველანაირ საქმეს სჭირდება ამ საქმის სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა. 

– სერიალის პერსონაჟებიდან საკუთარ თავს ყველაზე მეტად ვის ამგავსებთ?

– აბსოლუტურად დისტანცირებული ვარ სერიალში მიმდინარე ამბებისა და პერსონაჟებისგან. თუმცა, რაღაც ჩემი თვისების აღმოჩენა ნებისმიერში შემიძლია – დაწყებული ტასოდან დამთავრებული ჯემალით.

– რომელიმე პერსონაჟში საკუთარი ისტორია თუ ჩაგიდევთ?

– საკუთარიც და სხვისიც. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ ერთი ერთში ჰგავს მისი ისტორია სერიალის რომელიმე გმირის ისტორიას.

– რა არის ამ სერიალის მთავარი მიზანი, გარდა იმისა, რომ მაყურებელს გემოვნებიან პროდუქტს სთავაზობთ.

– სერიალის მიზანია, შესთავაზოს მაყურებელს გემოვნებიანი პროდუქტი, ხალტურისა და მიფუჩეჩების გარეშე, ჩვენი გონებრივი, ფიზიკური და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში.

скачать dle 11.3