კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მიზეზით შეწყდა კავშირი ოზურგეთსა და რუსეთში მცხოვრებ ნათესავებს შორის

ედუარდ ზურაბის ძე ფიოდოროვი ეძებს:  დაახლოებით 47-49 წლის ნუგზარ ზურაბის ძე ჭონიშვილს და დაახლოებით  44-45 წლის გოჩა ზურაბის ზე ჭონიშვილს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ნახევარძმებს – დაახლოებით 1965-1967 წელს დაბადებულ ნუგზარ ზურაბის ძე ჭონიშვილს და დაახლოებით 1969-1970 წელს დაბადებულ გოჩა ზურაბის ძე ჭონიშვილს. კავშირი 1987 წელს შემიწყდა და მათი მოძებნა და შეხვედრა, ძალიან მინდა. იმედი მაქვს, დამეხმარებით. ამჟამად მე რუსეთში ვცხოვრობ და  ნახევარძმების პოვნა დამოუკიდებლად ვერ მოვახერხე. მაქვს ნუგზარის ფოტო, სამწუხაროდ, იმდროინდელი, სხვა სურათები არ გამაჩნია. ბოლოს ჩემი ქართველი ნათესავები მახარაძეში (დღევანდელ ოზურგეთში) ცხოვრობდნენ. არაა გამორიცხული, ახლაც იქ ცხოვრობდნენ.

–  გვიამბეთ თქვენი ისტორია – რატომ დაკარგეთ ნახევარძმებმა ერთმანეთი? 

–  მამაჩემი იყო ზურაბ ევსენის ძე ჭონიშვილი (1933-1975). გოჩა და ნუგზარი ჩემი ნახევარძმები არიან.  მე ისინი ბოლოს 1987 წელს ვნახე, როდესაც ათი დღით ვიყავი სტუმრად  ჩასული ქალაქ მახარაძეში (ამჟამად, თუ არ ვცდები, ოზურგეთი ეწოდება). სწორედ იმ დროიდან მე ჩემი ნათესავები არ მინახავს და მათ შესახებ არაფერი ვიცი.  სამწუხაროდ, დამოუკიდებლად მე ისინი ვერ ვიპოვე. ამიტომ, დახმარებისთვის თქვენ მოგმართეთ. ასევე, ჩემი განაცხადი განვათავსე სამძებრო საიტზე. იმედი მაქვს, რომ გოჩას და  ნუგზარს  ვიპოვი. მართალია, მე მათგან შორს ვცხოვრობ და კავშირი წლებია, არ გვქონია, მაგრამ მე ისინი მუდამ მახსოვს. მინდა,  დაკარგული კავშირი კვლავ აღვადგინოთ. თავად მე, სხვა გვარზე ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე, გოჩა და ნუგზარი ერთი მამის შვილები არ ვართ. 

– 1987 წლის შემდეგ დიდი დროა გასული. როგორ ფიქრობთ, ისინი კვლავ ოზურგეთში ცხოვრობენ? 

– არ ვიცი, მაგრამ, რომც გადასულიყვნენ სადმე, იმედს ვიტოვებ, კვლავ საქართველოს ტერიტორიაზე იქნებიან თუ არა, მაშინ მათი უახლოესი ნათესავები მაინც ხომ დარჩებოდნენ იქ. მე მაქვს მხოლოდ და მხოლოდ ნუგზარის ფოტო, მაგრამ  ვიმედოვნებ, ვინმე მაინც გამოგეხმაურებათ ჩემს ისტორიასთან დაკავშირებით.

– როგორ ფიქრობთ, ისინი თუ გეძებდნენ ამდენი ხნის განმავლობაში? 

– დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ, ასე მგონია, რომ ჩვენ, სამივეს ერთმანეთის პოვნა გაგვიხარდებოდა. პოვნის შემთხვევაში, არ ვიცი, როგორ მოვახერხებთ, მაგრამ, თუ კი ერთობლივი სურვილი იქნება, ერთმანეთი აუცილებლად უნდა ვნახოთ. ჩემი მეგობრები და ოჯახის წევრები ძალიან მგულშემატკივრობენ გოჩასა და ნუგზართან დაკავშირებით. ყველა  იმის მოლოდინშია, ვიპოვით თუ არა ერთმანეთს.

– პოვნის შემთხვევაში, რას აპირებთ? 

–  უპირველესად, ალბათ, ტელეფონით დაველაპარაკები და გავიგებ მათი ცხოვრების შესახებ ყველაფერს. ვუამბობ ჩემ შესახებაც. მერე კი, არ ვიცი, ვნახავთ,  როგორ აეწყობა ჩვენი ურთიერთობა. ფაქტი ისაა, რომ მე ისინი არც ერთი დღე არ დამვიწყებია. მათი პოვნისთვის ყველა ცნობილ ხერხს მივმართე, მინდა, ამან გაამართლოს.

– დედათქვენმა თუ იცის ნახევარძმებს რომ ეძებთ?

– ეს ამბავი ყველამ იცის და ყველას აინტერესებს, თუ რით დასრულდება ჩვენი ისტორია, მათ შორის დედასაც. დედმამიშვილზე კარგი ამქვეყნად არაფერია და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. შეიძლება, გყავდეს ათასი მეგობარი, მაგრამ ამ ათასს, ერთი საიმედო, მოსიყვარულე  დედმამიშვილი, ჩემს შემთხვევაში კი – ნახევარძმა ჯობია.

თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3