კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ რომანს უნდა მოერიდოს ჭკვიანი ქალი და რა შეიძლება, ექცეს მას პრობლემად

საინტერესო იქნება, ვიცოდეთ, ზოგადად, რამდენ პროცენტ შემთხვევაში სრულდება სამსახურებრივი რომანი ბედნიერი ფინალით. თუმცა, ფსიქოლოგები არ გვირჩევენ სერიოზულ ურთიერთობას სამსახურში. ამას უამრავი ნეგატიური მოვლენა ახლავს და სერიოზულ პრობლემებამდეც მივყავართ. საქმე რთულად არის მაშინაც კი, როცა პარტნიორებიდან ორივე ან ერთ-ერთი თავისუფალია. რატომ უნდა იყოს ქალი ფრთხილად თანამშრომლებთან და რა პრობლემები შეიძლება შეექმნას მას, რომელიც მომავალში ცხოვრებას ძალიან გაურთულებს.

ლიკა (31 წლის): სხვათა შორის, დედაჩემი მეუბნებოდა, სამსახურში რომანი არ უნდა გააბას ჭკვიანმა ქალმა, საშიშიც არის და არასაიმედოცო. მე მეღიმებოდა ამაზე. იმიტომ კი არა, რომ თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა რომანი სამსახურში, უბრალოდ, არ მჯეროდა სტერეოტიპული მოსაზრებების – ცხოვრება როგორ შეიძლება, პროგნოზირებადი იყოს. პირიქით, სპონტანურად თუ მოხდება ყველაფერი, უფრო საინტერესო იქნება-მეთქი. მაგრამ ცხოვრება მართლა სხვანაირი ყოფილა. ვერ ვიტანდი, წინასწარ რომ გეგმავდნენ რაღაცეებს ჩემი მეგობრები. დავცინოდი მათ.

– რის დაგეგმვას გულისხმობთ?

– სიყვარულის, სერიოზული ურთიერთობის... თურმე, ეს ყველაფერი უნდა დაგეგმო. თანაც, აუცილებლად, თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო. რაღაც მომენტში, ძალიან სულელი გამოვდექი. ასეა, როცა ადამიანებს შენით მანიპულირების საშუალებას მისცემ. თუნდაც გიყვარდეს ის, ამას ნაკლებად აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, თუ მშვიდი ცხოვრება გინდა, როცა ნერვები არაფერზე გეშლება და სტაბილურად არის ყველაფერი, უნდა დაივიწყო მძაფრი ვნებები და სულ მცირე – დედას დაუჯერო. ოღონდ, ნუ გაგეცინებათ ამაზე. დიდი გოგო თვითონ უნდა აზროვნებდეს ისე, რომ შარში არ გაეხვიოს. მით უმეტეს, რომ საქმროც მყავდა, საკმაოდ ნორმალური კაცი და მგონი, მართლა ვუყვარდი. რამ ვერ დამაკმაყოფილა, მართლა ვერ ვხვდები. იქნებ, მართლა ბედისწერა იყო ყველაფერი, რაც მოხდა. თითქოს ხავსს ვეჭიდები და არ მინდა, თავი დავიდანაშაულო. ქორწილზე ვლაპარაკობდი უკვე, რომ უცებ ჩვენს ოფისში ახალი თანამშრომელი მოვიდა – „ის“. დავინახე თუ არა, მაშინვე მომეწონა – ძალიან მომეწონა. რაღაც ვიგრძენი, რაღაც ისეთი, რამაც მთელ სხეულში ცხელ ტალღებად დამიარა. შეიძლება, ეს ემართებათ კაცებსაც ძალიან ლამაზი და სექსუალური ქალის დანახვისას. ახლოს გავიცანი და გონება საერთოდ ვეღარ დავიმორჩილე... მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ იმ დღიდან საერთოდ აღარ მახსენდებოდა ჩემი საქმრო. ვიტანჯებოდი კიდეც მასთან შეხვედრისას. ვიტანჯებოდი ჩემი თანამშრომლის ყურებისას. მაშინ დარწმუნებული ვიყავი – ანუ, იმ მომენტისთვის, რომ ეს იყო სიყვარული, თანაც, ისეთი,  მანამდე განცდილი რომ არ მქონდა.

– მხოლოდ მისმა გარეგნობამ მოახდინა თქვენზე ასეთი ძლიერი შთაბეჭდილება?

– ვაიმე, არ ვიცი. როგორც ახლა ვაანალიზებ, კი. იმიტომ, რომ მის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი ვიცოდი. ეს უკვე შეცდომა იყო, თანაც, ძალიან სერიოზული. ჯერ რომ იცი კაცის შესახებ რაღაც, როგორი რთულია, ენდო. რომ არაფერი იცი, ხომ მაშინ საერთოდ კატასტროფა ყოფილა – სრული კრახი და თავიდანვე განწირული ურთიერთობა. მოკლედ, მისი ყველაფერი ჭკუიდან მშლიდა: სიმაღლე, მუქი ფერის, მბზინავი თმა, გამოხედვა, მონაცრისფრო-მოლურჯო თვალები. მეეჭვება, რომელიმე ქალი გულგრილი დარჩენილიყო ამ მამაკაცის მიმართ. ამიტომ, როგორც კი ყურადღება მომაქცია, არც მიფიქრია წინააღმდეგობის გაწევა. ეგრევე აღმოვჩნდი მასთან ერთად საწოლში, თანაც ისე გაუფრთხილებლად, რომ ამის შესახებ ლამის მთელმა სამსახურმა გაიგო. ჩემი მეგობრები შოკში იყვნენ. გაოცებული მეკითხებოდნენ, რას აკეთებ, სრულ ჭკუაზე ხარო? ერთმა ისიც მითხრა, თავს იღუპავ, ტიპი ჩვეულებრივი კოლექციონერია, შენ კი სერიოზულ ურთიერთობაზე ამბობ უარს მის გამო, მომავალს კარგავ. კარგ ადამიანს კრავ ხელსო. აშკარად სიმართლეს მეუბნებოდნენ, მაგრამ იმის მაგივრად, რომ რაღაც ნაწილი მაინც შემესმინა, ყველას ვეჩხუბე. ბოღმიანი ადამიანები ხართ და გშურთ ჩემი-მეთქი. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი რეაქცია ექნებოდათ მათ ამ ჩემს დაუმსახურებელ აგრესიაზე. თავიდან ვფიქრობდი, უფრო სწორად, ცოტათი მაინც ვცდილობდი, შემენარჩუნებინა სახე – ანუ, ეს რომანი არ მისულიყო ჩემი საქმროს ყურამდე.

– რატომ? არ გინდოდათ მისი დაკარგვა, რადგან ხვდებოდით, რომ ახალ ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა?

– არა. ამდენი ნამდვილად არ გამითვლია. უბრალოდ, არ მინდოდა, გული მეტკინა მისთვის. თორემ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო ჩემი ბედისწერაც და ჭეშმარიტი სიყვარულიც. ანუ, მე თავიდანვე ძალიან სერიოზულად მქონდა ყველაფერი.

– ის გაძლევდათ ამის საფუძველს?

– სამწუხაროდ, ამაზე არ დავფიქრებულვარ. მთლიანად გრძნობას ვყავდი შეპყრობილი. თურმე, ამას ძალიან გვიან მივხვდი, ქალმა კაცის შესახებ ყველაფერი უნდა იცოდეს.

– ყველაფერში რას გულისხმობთ?

– ყველაფერში ვგულისხმობ ყველაფერს: მის ხასიათს, წარსულს, სამსახურის მიმართ დამოკიდებულებას, მეგობრების წრეს, ფინანსებს, ჩვევებსა და სისუსტეებს. იმ დროსაც კი არ ხარ დაცული, როცა იცი ასეთი დეტალები. მხოლოდ გრძნობით და ვიზუალით მოხდენილი ეფექტით, თავს ვიტყუებთ და იმედგაცრუებული ვრჩებით. სამი თვე ვიყავი ტკბილ ბურანში. დავკარგე ლამის ყველა, ვინც რამეს მეტყოდა ჩემი ახალი შეყვარებულის შესახებ და შეეცდებოდა, თვალები აეხილა ჩემთვის, ეგრევე ვიშორებდი თავიდან და ვერიდებოდი. საქმრომაც გაიგო, რაც ხდებოდა. ისიც ბევრს ეცადა, როგორმე აზრზე მივეყვანე, ხან მეჩხუბა, ხან მეხვეწა... მესმის მისი, თავმოყვარეობა აწუხებდა... რცხვენოდა, ასე უცერემონიოდ რომ მივატოვე ლამის ქორწილის წინ.

– მხოლოდ თავმოყვარეობის გამო ცდილობდა თქვენს შენარჩუნებას?

– ალბათ, სიყვარულიც ჰქონდა. მაგრამ, ვფიქრობ, კაცისთვის ასეთ დროს თავმოყვარეობა გაცილებით მნიშვნელოვანია. პრინციპში, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იქნებოდა. რომ წარმოვიდგინო, საყვარელმა მამაკაცმა ქორწილის წინ მიმატოვოს, გავგიჟდები. თუმცა, თითქმის ასეც მოხდა. მეც მიმატოვეს და ახლა უფრო მესმის ჩემი საქმროსი. მტკივა მისი ტკივილი გულწრფელად, მაგრამ ვშიშობ, გვიანი არ იყოს. სამი თვის განმავლობაში ჩემმა შეყვარებულმა ოქროს კოშკები ამიშენა. ყველაფერს აკეთებდა ჩემი სიამოვნებისთვის. მეც ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ ბედნიერი „ჰეფი-ენდი” მიახლოვდებოდა. სამსახურში, რა თქმა უნდა, ყველამ ყველაფერი იცოდა. ჩურჩულებდნენ კიდეც ჩვენს ზურგს უკან, რასაც მე ყურადღებას არ ვაქცევდი და სანანებელი გამიხდა. ცოტა მეტი  ყურადღება რომ გამომეჩინა, მის სიყვარულში ისეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი. უნებლიეთ, ძალიან სერიოზულად მოვიტყუე თავი. გეგმებიც დავაწყვე მე სულელმა – როგორ გავყვებოდი ცოლად, როგორ გავუჩენდი მასავით ლამაზ შვილებს...

– თქვენმა საქმრომ არ სცადა თქვენს ახალ შეყვარებულთან შეხვედრა და საუბარი?

– კი. სცადა, მაგრამ, როგორც გავიგე, მეგობრებმა გააჩერეს. უთქვამთ, იმ ქუჩის ქალისთვის არ ღირს ციხეში ჩაჯდეო. მე მეწყინა, ჩემზე ასე რომ თქვეს, თუმცა, ვაღიარებ, რომ ამისი სრული უფლება ჰქონდათ. ერთ დღეს, სრულიად მოულოდნელად, ჩემმა რაინდმა გვერდზე გამიხმო და მითხრა, ორივესთვის უკეთესი იქნება, თუ შენ სხვა სამსახურს მოძებნი. აქ ყველა ჩვენზე ლაპარაკობს. უკვე დავიღალე. უფრო თავისუფალი ვიქნები ურთიერთობაში, თუ ამათ ზურგს უკან ჭორაობა არ დამძაბავსო. გამაბრიყვა, დამაჯერა და მეც დავიწყე სხვა სამსახურის ძებნა. ვიპოვე, შედარებით დაბალი ანაზღაურებით, მაგრამ ამას აღარ დავეძებდი. პირიქით, მიხაროდა, რომ საყვარელ ადამიანს ვასიამოვნე. ახლა უკვე შემირთავს ცოლად-მეთქი, ვფიქრობდი. მაგრამ... ზუსტად ერთ კვირაში, ჩემს ადგილზე მოიყვანა გოგო, რომელიც მისი საცოლე იყო და ცოლადაც შეირთო. ოფიციალური ნიშნობა ჰქონდათ. განადგურებული ვარ და ცხოვრება აღარ მიხარია. გამანადგურა ასეთმა უნამუსობამ. ვიღაც იტყვის, რომ ღირსი ვარ, რაც დამემართა და შეიძლება, ასეც არის. მაგრამ, ახლა უკვე ძალიან გვიანია.

скачать dle 11.3