კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სექსუალური ტერორის მსხვერპლი მამაკაცი და ურჩი შვილის მიერ მოყვანილი „ავი ძაღლი“

ფაქტი, რომ სიცილი სიცოცხლეს გვიხანგრძლივებს, ფსიქოლოგების მიერ არის დამტკიცებული. საბედნიეროდ, ცხოვრებაში რთულია იპოვო ადამიანი ან პროფესია, თან კურიოზული შემთხვევები რომ არ ახლდეს. ამჯერად იურიდიული სფეროს წარმომადგენლებზე შევაჩერე არჩევანი. კითხვაზე: გახსენდებათ თუ არა მსგავსი შემთხვევები თქვენი საქმიანობიდან? საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ქალბატონი ციცინო ცხვედიანის პასუხი იყო: სულ კურიოზებით არ არის სავსე ჩვენი პროფესია?!

გთავაზობთ, „მხიარულ ეპიზოდებს ადვოკატთა ცხოვრებიდან”, როგორც მას თავად ქალბატონი ციცინო უწოდებს:

 

ქალბატონი გუგული

სამოქალაქო საქმეზე ვიცავდი ერთ მამაკაცს, რომელსაც გუგული ერქვა. მოსამართლე ქალბატონმა შემოგვხედა მე და ჩემს კლიენტს და ხმამაღლა მკითხა:

– ქალბატონო ციცო, ქალბატონი გუგული არ გვესწრება?

– ბატონი გუგული აგერ ბრძანდება, – ხაზი გავუსვი „ბატონს“.

მოსამართლე უხერხულობისგან წამოწითლდა.

– ვაიმე, უკაცრავად, ბატონო გუგული!

– არა უშავს, – გაიღიმა ჩემმა კლიენტმა.

ამის შემდეგ მოსამართლემ საქმის მოხსენება დიაწყო.

– იხილება სამოქალაქო საქმე, მოსარჩელეები – პეტრე გ. და პავლე დ; მოპასუხე გუგული ბ. დავის საგანი... აქ მოსამართლემ მოხსენება შეწყვიტა და ჩემს კლიენტს მიმართა: კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს,  ბატონო გუგული...

– არა უშავს პატივცემულო მოსამართლევ, – ახლა ჩემმა კლიენტმა იგრძნო თავი უხერხულად.

მოსამართლემ განაგრძო სარჩელის კითხვა:

– სასარჩელო მოთხოვნაა... – აქ კიდევ შეწყვიტა საუბარი და ისევ ჩემს კლიენტს მიუბრუნდა:

– ბატონო გუგული, ძალიან გთხოვთ, მაპატიოთ, კიდევ გიხდით ბოდიშს!

– არა უშავს, – უკვე კბილები გააღრჭიალა ბატონმა გუგულიმ და ჩუმად ჩამილაპარაკა:

– არ შეიძლება, უთხრათ, რომ თუ უნდა, ისევ ქალბატონი დამიძახოს, ოღონდ ბოლოს და ბოლოს, განიხილოს საქმე.

როგორ აცვიათ საიქიოში

უმრავლესობისგან განსხვავებით, არ მიყვარს მუქი ფერები და ზამთარ-ზაფხულ ფერადი ტანსაცმელი მაცვია, რის გამოც გარკვეულ კომპლიმენტებს ვიღებ. ერთხელაც, სასამართლოში ერთმა ადვოკატმა მამაკაცმა კომპლიმენტი მომიძღვნა:

– ქალბატონო ციცო, თქვენ ყოველთვის არაამქვეყნიურად გაცვიათ.

– რა, იმქვეყნად ასე აცვიათ? – გამეცინა ასეთ კომპლიმენტზე.

კოლეგა შეცბა და კარგა ხანს მებოდიშებოდა, საიქიო კი არა, საქართველო მქონდა მხედველობაშიო.

კრიმინალი დედოფალი

ჩემი მეუღლე, ზურაბ როსტიაშვილი იცავდა ერთ ბრალდებულ ქალბატონს. მისი თხოვნით, ზურაბმა დაწერა შუამდგომლობა პროკურორის სახელზე და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ამ ქალბატონთან. შუამდგომლობაში, რა თქმა უნდა, ოფისის მისამართიც მიუთითა. ჩვენი ოფისი ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარეობს, ამ ქალბატონსაც ქეთევანი ერქვა.

როგორც შემდეგ გაირკვა, პროკურატურის კანცელარიის თანამშრომელს ბრალდებულის გვარი და ოფისის მისამართი არევია და საინფორმაციო ბარათში ჩაუწერია, რომ ადვოკატი ზურაბ როსტიაშვილი ითხოვს საპროცესო შეთანხმებას ბრალდებულ ქეთევან წამებულთან.

ავი ძაღლი

ვიცავდი ახალგაზრდა ქალს (პირობითად ეკას), რომელსაც საბინაო დავა ჰქონდა მამამთილთან. ქმარი სახლიდან იყო წასული და ეკა შვილებთან ერთად დედამთილ-მამამთილთან ცხოვრობდა პრივატიზებულ ბინაში – მორიგების მიზნით, შევხვდი ქმარსა და მამამთილს. მამამთილი საყვედურობდა შვილს, რომ მის გამო აღმოჩნდა ასეთ დღეში. მერე მე მომიბრუნდა და მითხრა:

– ქალბატონო ციცო, ასეთი დაუჯერებელი იყო ყოველთვის. ბავშვობიდან იმას აკეთებდა, რაც უნდოდა, მოიყვანა ავი ძაღლი, დააბა ეზოში და თვითონ წავიდა. ეს ძაღლი კი ისეთი ავია, ჩვენ ვერ ვეკარებით და ვერ ვუშვებთ.

მე ძალიან მიყვარს ძაღლები და მაშინვე დავინტერესდი:

– რატომ არის ასეთი ავი? რა ჯიშია?

კაცი შეფიქრიანებული მომაჩერდა და უცბად სიცილი აუტყდა:

– ეკაზე გელაპარაკებით, ქალბატონო ციცო. 

შენი ძროხისთვის მაკოცნინე

წლების წინ, მაშინ აბიტურიენტი ვიყავი და ასევე, აბიტურიენტ მეგობარ გოგონებთან ერთად, ახალ წელს სტუმრად ჩავედი ტყიბულში. მასპინძლებს ეზოიანი სახლი ჰქონდათ და დიდი, ბომბორა ნაგაზიც ჰყავდათ. ძალიან მიყვარს ცხოველები და ძაღლს მოფერება დავუწყე. წამოსვლისას კი შუბლზეც ვაკოცე, რაზეც იქ მყოფ სტუმარ ვაჟებს სიცილი აუტყდათ. იმ წელს იურიდიულ ფაკულტეტზე მოვეწყვე. ჩემს ტყიბულელ მასპინძელს, თენგოს, თავისი ძმაკაცებისთვის უთქვამს, ახალ წელს სამი სტუმარი გოგო რომ მყავდა, ერთ-ერთი იურიდიულზე მოეწყოო. ამ დროს მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში იყო იურიდიული ფაკულტეტი და იქ ჩაბარება სასწაულის ტოლფასი იყო. ბიჭები დაინტერესებულან, რომელია ის გოგოო. თენგო დაფიქრებულა და მკვეთრად განსხვავებული სხვა ნიშანი რომ ვერ მოუფიქრებია, უთქვამს, ძაღლს რომ აკოცა, ის გოგო მოეწყო იურიდიულზეო.

რამდენიმე დღის შემდეგ თენგოსთან მიდის ერთი ძმაკაცი და ეკითხება, ძროხა ხომ არ გყავთო. თენგომ დაუდასტურა, გვყავსო.

– ე, ბიჭო, მაკოცნინე შენს ძროხაზე, რა იქნება, – სთხოვა ძმაკაცმა.

– რა ვქნა? – დაიბნა თენგო.

– რა და იმ შენმა სტუმარმა რომ აკოცა შენს ძაღლს, ხომ მოეწყო იურიდიულზე. სამი წელია, ვეტერინარულზე ვაბარებ, კაცი არა ხარ? მაკოცნინე მაგ ძროხაზე, იქნებ მეც მეშველოს რამეო, – შეეხვეწა ძმაკაცი.

ვის რა აქვს

(ეს ამბავი მეგობარმა ადვოკატმა, დალიდა თათეშვილმა მიამბო)

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი რაიონის ადვოკატურაში ვმუშაობდი. რაიონში ცხოვრობდა ერთი საკმაოდ ცნობილი ოჯახი. ცოლიც და ქმარიც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ და მათ მთელი რაიონი პატივს სცემდა. მაგრამ, საკმაოდ სოლიდურ ასაკში, ქმარი ვიღაც ქალბატონს გადაეკიდა და ოჯახი დაინგრა. სასამართლოში ჰქონდათ დავა სახლის გაყოფაზე. ცოლის ინტერესებს მე ვიცავდი, ქმრის ადვოკატი კი გახლდათ ეროვნებით სომეხი, ხანშიშესული მამაკაცი, რომელმაც ქართული საკმაოდ კარგად იცოდა და პროცესზეც აქცენტით, მაგრამ ქართულად გამოდიოდა. ეს ადვოკატიც (ვუწოდოთ ვართანი) ჩვენივე რაიონიდან იყო და ორივე ცოლ-ქმარს კარგად იცნობდა. დაიწყო სასამართლო პროცესი. ჩემი კლიენტი ქალბატონი ძალიან ნერვიულობდა, ეთაკილებოდა, ასეთ დღეში რომ იყო და სიტყვებს ერთმანეთს ძლივს აბამდა.

– ქალბატონო, რას ნერვიულობთ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ თქვენც და თქვენს ქმარსაც შიგა გაქვთ, – უთხრა ვართანმა.

– რას მიბედავთ? – გადაირია ინტელიგენტი ქალბატონი.

– რას ამბობთ, ბატონო ვართან? – ერთდროულად შევიცხადეთ მე და მოსამართლემ.

– რას ვამბობ და სიმართლეს. მაშ, ორივეს შიგ არ აქვთ? – შეურაცხყოფილი იერით შეგვეპასუხა ვართანი.

– რა აქვთ შიგ, კაცო! – თავი ვერ შეიკავა მოსამართლემ.

– რა აქვთ და წილები, ამ სახლში ორივეს აქვთ წილები, სხვა რა უნდა ჰქონდეთ? – მოგვიბრუნდა გაოცებული ვართანი.

სექსუალური ტერორის მსხვერპლი

სააპელაციო სასამართლოში ვმონაწილეობდი ერთ სამოქალაქო საქმეში, მამობის დადგენის თაობაზე. ვიცავდი ძალიან ემოციურ მამაკაცს. დავარიგე, რომ ემოციებს არ აჰყოლოდა და მშვიდად დაეჭირა თავი. ისიც შემპირდა, რომ ასეც მოიქცეოდა. დაიწყო სხდომა და სიტყვა მისცეს ჩემს კლიენტს (კლიენტი პირობითად ერქვა, ჩვენი დიდი ხნის ნაცნობი გახლდათ). ისიც ადგა და განაცხადა:

– ბატონო მოსამართლენო, მე გახლავართ, სექსუალური ტერორის მსხვერპლი?

– ვინ ბრძანდებით? – ყურებს არ დაუჯერეს მოსამართლეებმა.

– სექსუალური ტერორის მსხვერპლი ამ ქალბატონის მხრიდან, – დააზუსტა ჩემმა კლიენტმა, – არასწორია, სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების სუბიექტად მხოლოდ კაცი რომ ითვლება. მე ვარ ამ ქალის ძალადობის მსხვერპლი!

– ძალიან საინტერესოა, მოყევი ერთი, თუ კაცი ხარ, – დაინტერესდა კაცი მოსამართლე.

დარბაზში ფხუკუნი ატყდა.

ჩემი კლიენტი დეტალურად მოყვა: როდის, სად, რა ვითარებაში გაიცნო ეს ქალი; რა ურთიერთობა ჰქონდათ შემდეგში; როგორ აღმოჩნდნენ ვიღაც ახლობლის ოჯახში; როგორ დაწვა მთვრალი დასაძინებლად; როგორ დაიძინა...

– და, ამ დროს გამოიღვიძა ყინულივით ცივი სხეულის შეხებამ...

– საკმარისია! – თქვა გაუთხოვარმა მოსამართლე ქალმა.

დარბაზი იცინოდა.

– მერე რა მოხდა? – დაინტერესდა კაცი მოსამართლე.

– მერე მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო, იმპოტენტი კი არ ვიყავი, – იუკადრისა ჩემმა კლიენტმა.

დარბაზი უკვე ხარხარებდა.

შუამდგომლობა ექსპერტიზის შესახებ

ზურაბ როსტიაშვილი წლების წინ იცავდა ჯარისკაცს, რომელსაც წაასწრეს თავის ნაწილთან ახლოს მიტოვებული ფერმის შენობაში „მანაგუას“ ხარშვის დროს. ჯარისკაცმა მისცა ასეთი ჩვენება: თითქოს ის ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად შევიდა მიტოვებულ შენობაში. მოილია ეგრეთ წოდებული „ერთი საქმე“ და გამოსვლისას, შემთხვევით, დაინახა, რომ შენობაში ცეცხლი ენთო და ვედროში რაღაც იხარშებოდა. დაინტერესდა, რა იყო ვედროში, მოურია ჯოხით და ამ დროს თავს ნაწილის უფროსი დაადგა.

გამომძიებელმა ბრალდებულის ჩვენება, როგორც წესი, არ გაიზიარა და გააგრძელა გამოძიება. ზურაბ როსტიაშვილმა გამომძიებელს მიმართა შუამდგომლობით, რომელიც ასე მთვარდებოდა:

„...ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვშუამდგომლობ, ადგილზე შეამოწმოთ ბრალდებულ ბარბაქაძის ჩვენება.  მოიძიოთ და ამოიღოთ იქ არსებული ექსკრემენტი, ბრალდებულ ბარბაქაძეს ჩამოართვით ექსკრემენტის ნიმუში და დანიშნეთ ექსპერტიზა იმის გასარკვევად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ექსკრემენტი ეკუთვნის თუ არა ბრალდებულ ბარბაქაძეს“.

კანონის თანახმად, გამომძიებელმა შუამდგომლობას პასუხი სამი დღის ვადაში უნდა გასცეს. გავიდა სამი დღე, ოთხი... არ ჩანს პასუხი. მეხუთე დღეს ზურაბ როსტიაშვილს ურეკავს გამომძიებელი და ყურმილში ღრიალებს: 

– ზურა როსტიაშვილო, დიდი ჩათ... რომ იყავი, კი ვიცოდი, მაგრამ მთლად ასეთი გოთ... არ მეგონე! შენს მეტი ვინ დამიწერდა ასეთ შუამდგომლობას, სამი დღე ბიბლიოთეკაში დავრბოდი, რომ გამეგო, რა ჯანდაბა იყო ეს „ექსკრემენტი“. ახლა მთელი სამმართველოს ბიჭები „მეკაიფებიან“ და მეკითხებიან, „გარშოკით” ჩამოვართმევ ბარბაქაძეს ნიმუშს თუ „სუდნოთი“!..

скачать dle 11.3