კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის თანხმდება ავთანდილ ცქვიტინიძეს ცოლი „საველე პირობებზე“ და რას შეეწირა მისი საზაფხულო არდადეგები

ავთანდილ  ცქვიტინიძეს „ცხელი” ზაფხული აქვს – არდადეგებისთვის  ჯერ ვერ მოიცალა. ცნობილი დიზაინერი სექტემბერში ახალი მაღაზიის გახსნისთვის ემზადება და დატვირთული რეჟიმით  მუშაობს, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალი კოლექციების ჩაბარებაც დაემატა. ასეთ რეჟიმზე ავთანდილი  არ წუწუნებს, პირიქით, არსადაც არ ჩქარობს – თავისი კანონები აქვს,  რომელსაც წარმატებული დიზაინერი მშვიდად და წყნარად მიჰყვება. 

ავთანდილი:  ზაფხული  დასვენების დროა, მაგრამ მე ჯერ დასვენებისთვის ვერ მოვიცალე, პირიქით, ძალიან აქტიური პერიოდი მაქვს.  ახლა ჩავაბარეთ შემოდგომა-ზამთრის კოლექცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე, გვქონდა გამოფენა მომავალი წლის  გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენით და  ვემზადებით პარიზის შოუ-რუმისთვის, ასევე გაზაფხული-ზაფხულის მოდელების წარსადგენად. ზაფხულში დატვირთული სამუშაო გრაფიკი უკვე რვა წელია, ჩვეულებად მექცა. სექტემბერში კიდევ ერთ მაღაზიას დავამატებთ პეკინის ქუჩაზე, რომელიც 15 სექტემბერს გაიხსნება. ეს იქნება მეორე ხაზის ქსელური მაღაზია, რათა გავახაროთ ჩვენი მომხმარებელი, რომელიც ისარგებლებს დემოკრატიული ფასებით, შეიძენს ყოველდღიურ ტანსაცმელს, ოღონდ ძალიან მოდურს.  ამ მაღაზიის გახსნაც ბევრ სამუშაოს მოითხოვს ჩემგან, თუმცა ეს უკვე ჩვეულებრივი რეჟიმია, რომელსაც ვეღარც კი ვაკონტროლებ.   

–  მაღაზიებს უკვე ისეთი სიხშირით ხსნით – წელიწადში ერთი მაღაზია, ეს თქვენი  „პროგრამა-მინიმუმია?” 

– ეს არის მესამე მაღაზია. დამატებითი მაღაზიების გახსნა ნიშნავს, რომ ბრენდი წარმატებულია მეორე ხაზშიც და საქართველოში გოგონებმა კარგად აიტაცეს. ისინი გადაჯერებული მასმარკეტის  მაღაზიებს ამჯობინებენ ეცვათ „ავთანდილის” ტანსაცმელი, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.  ქუჩაში უკვე ყველგან მხვდება ჩემი მაისურები, ფეხსაცმელები, რისთვისაც მადლობას ვუხდით ქართველ ქალბატონებს.

– ბოლო დროს  „პირატები”  აქტიურად შეესივნენ თქვენს  მოდელებს.

– ამისგან არსად არც ერთი დიზაინერი არ არის დაცული – ყველა ბრენდს აკოპირებენ და ყიდიან. მე ერთ მოდელზე ექვსი თვე ვმუშაობ, ყველამ იცის, რომ ეს მოდელი აღარ მეორდება. საწყენია, როცა  ეს მოდელები ხდება პირატების ხელში, როცა ამას უკეთებენ ქართველ დიზაინერს და აფუჭებენ ბაზარს. სასაცილო ისაა, რომ ადამიანებს ეუბნებიან, ეს არის ავთანდილის „კოპიოო”. ჩემი მოდელები  იმდენად რთულიაა, მათი წარმოება არ არის იოლი, ამიტომ, პირატებიც ვერ ყიდიან მათ იაფად, შესაძლოა, ამის გამო მომავალშიც აღარც უღირდეთ ამის გაკეთება. თუმცა, ბეიჯი ყოველთვის ბეიჯია და ჩემსა და პირატების მოდელებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.   

– ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა ავთანდილის მეორე ხაზი, რაც კომერციულია?  

– არა, შემოქმედებითი ბლოკი არის  პირველი ხაზი, რომელშიც მიდის წვა ბოლომდე, პრეტაპორტე დელუქსი არის ხელმისაწვდომი  მხოლოდ ჰაი კლასის საზოგადოებისთვის. ამ კოლექციის გამარტივებული ვარიანტია, უფრო ყოველდღიური და ქეჟვოლი მეორე ხაზში, რაც პირველი ხაზის მოთხოვნისთვისაც ძალიან მისაღებია.   მე არასდროს მიმუშავია მასმარკეტზე, ჩვენ მთელი ერთი წელი მივეცით დრო ამ განხრის განვითარებას, ნელ-ნელა გახდა ჩვენი სეგმენტი, რომელსაც სტუდენტები და ოდნავ უფრო დიდები წარმოადგენენ, ამიტომაც ახლა მეორე ხაზის ბრენდი მაქსიმალურად კონცენტრირდება  ისეთ გოგონებზე, ვისაც ძალიან უყვარს ჩაცმა და უნდათ, ყოველდღე „ქულ”  და „ფეშენ” ტიპები იყვნენ.  სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული  მეორე ხაზის რებრენდინგირება ამ სეგმენტზე.  

– სხვა ქალებს რატომ „ჩაგრავთ”?

– ჩვენი ყველაზე კარგი მომხმარებელი ეს სეგმენტია, ეს კომერციულად არის გათვლილი. ძალიან მიხარია და მომწონს, რომ ამ კატეგორიის  გოგონებისთვის პრესტიჟულია,  როცა ატარებენ „ავთანდილს”. მიყვარს ის კლიენტი, ვისაც შეუძლია „ავთანდილი“ ატაროს სწორად. იმის მიუხედავად, რომ ბრენდი დიდი ხანი არაა, რაც წარმოდგენილია ევროპულ ბაზარზე, მისი შეკვეთები ასტრონომიულად იზრდება. სხვადასხვა სტილისტი გვთავაზობს, წაიღონ ჩვენი ნაწარმი, ჩააცვან ცნობილ ადამიანებს და ძალიან კმაყოფილები არიან.  ძალიან მახარებს რომ უკვე დიდი მაღაზიები აკეთებენ ვიტრინებს  „ავთანდილის” კოლექციებით   სხვა ცნობილ ბრენდებთან ერთად. ამის მიუხედავად, მე ყოველ სეზონზე ვფიქრობ, რომ ვარ პირველკურსელი სტუდენტი და ამას სანამ ცოცხალი ვარ, არ შეველევი.  სულ ვეძებ განვითარების გზებს, ვსწავლობ ბევრს როგორც კომერციული  განხრით, ასევე პროფესიონალურად, რომ სწორი სვლები მქონდეს. ასევე, მყავს ძალიან კარგი ჯგუფი, რომელიც მხარში მიდგას და ყველაფერში მეხმარება. 

– როგორ შეიცვალა ავთანდილი წლებთან და დიდ  წარმატებებთან ერთად?

–  არ მესმის, რატომ უნდა შევიცვალო? რატომ უნდა შემომიტიოს ვარსკვლავურმა სენმა? ბევრს ვმუშაობ, ვხვდები უამრავ ადამიანს და ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემსა და იმ ადამიანებს შორის, არანაირი განსხვავება არაა.  მინდა, ვიცხოვრო ბედნიერად, გავცე ის სითბო და ენერგია, რაც გამაჩნია, შესაბამისად, იგივეს ვიღებ საზოგადოებისგან. 

– ეს მაინც ხომ ვიწრო საზოგადოებაა – ქართული  ბომონდი, ვისთანაც თქვენ ურთიერთობები გაქვთ. 

– არა, ასე არაა. დადებით და პოზიტიურ ემოციებს ყველგან ვხვდები – აეროპორტში, სუპერმარკეტში, პატრულთან, გამყიდველთან. ვიღაცა ვიღაცის ცოლია, ვიღაც მეგობარი, ნათესავი და ასე, ჩვენ ხომ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრების განსაკუთრებული სტანდარტები მაქვს, შემიძლია ვიცხოვრო ქოხში და ისეთივე ავთანდილი ვიყო, როგორიც ვიქნებოდი სასახლეში. მიცხოვრია ქოხში, სოფლის სახლში, სადაც დიდი სიამოვნებით დავდიოდი და კარგ დროსაც ვატარებდი. დღესაც, თუ რომელიმე მეგობარი მეპატიჟება სადმე, ასეთ მიტოვებულ და საველე პირობებშიც ვჩერდები. ბედნიერებისთვის  სულ არაა სავალდებულო შვიდი ვარსკვლავი... ყაზბეგში ვიყავი დასასვენებლად, ერთ-ერთმა მოსახლემ დაგვპატიჟა თავის სახლში, ჩვეულებრივ გარემოში. ძალიან კარგი დრო გავატარეთ იქ, მე და ჩემმა მეგობრებმა.  ამას წინათ სტამბულში ვიყავი, იქიდან გამომდინარე, რომ გზები გადატვირთული იყო საცობებით, სულ მეტროთი ვიარე და ძალიანაც  ვისიამოვნე. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ, თორემ სიამოვნებით ვივლიდი ოზურგეთში, ჩემს საყვარელ გურიაში.

– გურული „შემოგრჩათ” რამე ევროპული კარიერის ფონზე? 

– უფ, იმდენი გურული რამ მაქვს, იმდენი, მათ შორის – იუმორი. თუ გავფიცხდი, ვხდები ჭეშმარიტი გურული. მე არ  ვარ ყველაზე სწრაფი,  ჩემი კანონები მაქვს ამ მხრივ – არასდროს არაფერი მეჩქარება (იცინის). ის, რომ გურული ვარ, ძალიან მშველის. იუმორით ვუყურებ ბევრ რამეს, მათ შორის რთულ სიტუაციებსაც კი, და ვიცი, რომ გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს. ეს ცხოვრებამაც მასწავლა და გურიამაც.   

– მეუღლეც გთანხმდებათ საველე პირობებზე?

– კი, ხათუნასაც არ აქვს განდიდების მანია. ვცდილობთ, რომ ანასტასიასაც არ ჰქონდეს იმის კომპლექსი, რომ განსხვავებულ გარემოში იზრდება. არის ნებიერა გოგო, მაგრამ ურთიერთობაში და ყოფით ცხოვრებაში, ამას ვერც თვითონ  გრძნობს და ვერც სხვა. ანასტასია უკვე დიდი გოგოა, ჩემი სამსახურის ხშირი სტუმარია და ძალიან კარგად ხატავს. ჩემი აზრით, ის უკვე ფერმწერია და კარგად  ერკვევა ქსოვილებსა და დიზაინში.  ანასტასია თავის გარდერობსაც თვითონ  ირჩევს და მომწონს, რომ ამას კარგად და სწორად აკეთებს. მე ძალიან მინდა, ჩემს საქმეს გაჰყვეს, თუმცა თუ სხვა არჩევანს გააკეთებს, არც ამაში შევუშლი ხელს.  მთელი ჩემი თავისუფალი  დრო  ანასტასიას ეკუთვნის. თუმცა, სამწუხაროდ, მე ვერ ვარ ისეთი განსაკუთრებული მამა, როგორც ჩემი ძმა. ის ნამდილი ფანატია თავისი შვილის, ფაქტობრივად, ერთი წუთი არ არიან ერთმანეთის გარეშე. დედის, მამის, ბებიის, ბაბუის ფუნქციებიც კი შეთვისებული აქვს. მას რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ მე ასეთი იდეალური მამა არ ვარ. 

– მეორე შვილის გაჩენას არ აპირებთ?

– კი, აუცილებლად გავაჩენთ მეორე შვილს.

– არდადეგები სულ არ გქონია?

– ორ-ორი დღე მოვახერხეთ თბილისიდან გასვლა და ბათუმსა და ურეკში დასვენება. ურეკში, ჩვენს სახლში, სადაც მთელი ჩვენი დიდი  ოჯახი შევიკრიბებით ხოლმე, თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. ამ სახლში ყოველთვის ბევრი სტუმარია, მეგობრები „გრაფიკით” (იცინის). იქ თავს ყველაზე კაგად ვგრძნობ. თვის ბოლოს, ვგეგმავთ ათდღიან დასვენებას იტალიის საკურორტო ზონაში.  როგორც ყოველთვის, ჩემი უცვლელი პარტნიორები იქნებიან ხათუნა და ანასტასია.  ჩემი სტიქიაა ზღვა, თუმცა მთასა და ტყეზეც ვგიჟდები.  პასიური დამსვენებელი ვარ, ზღვაზე ან ჩილიმს ვეწევი, ან ზღვას ვუყურებ. მიყვარს კარგი  რესტორნებიც  და ცოტა ექსტრემიც – შემიძლია დავჯდე სკუტერზე  და ბოლო სიჩქარით  გავიდე უსასრულობაში. ამით დიდ ადრენალინს ვიღებ. როცა მაქვს საშუალება, ამას ხშირად ვაკეთებ. ზოგადად, არ ვარ ესქტრემალური ადამიანი, მანქანაზეც კი ვერ ვჯდები. დამოუკიდებლად მანქანით სიარული დღემდე მეშინია. მირჩევნია, მძღოლის როლი ოჯახის წევრებმა შეითვასონ. 

– იტალიის საკურორტო ზონაში შესაძლოა, პოტენციურ კლიენტებსაც წააწყდეთ?

– არა, არა, როდესაც ვისვენებ, ვისვენებ ბოლომდე და ამ საქმით არ ვარ დაკავებული. არც მაინტერესებს, ვის რა აცვია, შეიძლება, გამეპაროს თვალი და ჩემთვის ჩამეღიმოს, თუ ჩემს წინ მოკეკლუცე ევროპელი არაადეკვატურად არის ჩაცმული. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, მათთვის ბოლომდე შეუმჩნეველი დავრჩე.  

скачать dle 11.3