კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ორივე მტკვარში დაგვახრჩობინა“

„ჩემი გული, შენი გული…“

მას შემდეგ, რაც რფ-მ ყირიმი უცერემონიოდ მიიერთა, ჩვენებურ სეპარატისტებსაც შეუქანდათ გული: აფხაზებს იმის შიშით, ჩვენც არ მიგვიერთონო, სამხრეთელ ოსებს იმ იმედით – იქნებ ახლა მაინცო. თუმცა ხანი გამოხდა და ორივენი თავიანთ შიშებთან ერთად არიან.

მეტიც, ჩვენებურ სამხრეთელ ოსებს გული ძალუმად სწყდებთ, ისე ესურვილებათ შერწყმა, მეორე მხრივ, ჩრდილოელი ოსები უკიჟინებენ, დაეტიეთ, სადაც ხართო.

ერთი სიტყვით, ვითარება ფრიად დრამატულია, შესაძლოა, ამიტომაც, მათი გამხნევება აწ უკვე რუსმა პოლიტოლოგებმა ითავეს. სახელდობრ, სამხრეთელი ოსები დაამშვიდეს, რომ, რაკი რფ დაჩოქილი მდგომარეობიდან დამდგარში ინაცვლებს, ამ პირობებში „იუჟნაია ოსეტიას“ მიერთება არაპროდუქტიული იქნებაო. 

თანაც, ირწმუნებიან, რფ-სა და „იუჟნაია ოსეტიას“ ურთიერთობა იმდენად მჭიდროა, ზედაც, მაღალ რანგშია აყვანილი, რომ, ფაქტობრივად, არაფერს შეცვლის მისი ჩვენს წიაღში მიღებაო (ანუ ამაზე მეტი სიახლოვე წარმოუდგენელიაო!). მეტიც, თურმე, „200 წელს ითხოვდა საქართველო რუსეთთან შეერთებას, 20 წლის განმავლობაში ითხოვდა იმავეს ყირიმიცო“ (ანუ ჩვენებურ ოსებს ლოდინის მაქსიმალური ვადა 200 წლამდე გაუზარდეს). და იქვე აცხადებენ, რომ საქართველოს „ნატოში“ გაწევრიანება იქნება ის წითელი ხაზი, რასაც აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიის“ რფ-დ ქცევა მოჰყვებაო.

მანამდე კი, თუ გავიხსენებთ ჩრდილოელთა მტკიცებას, ჩვენს შემადგენლობაში მიუღებლადაც ისეთი მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, ამაზე მეტი წარმოუდგენელიაო, ვფიქრობ, ჩვენს სამხრეთელ ოს სეპარატისტებს ისღა დარჩენიათ, შემოსძახონ: „ჩემი გული, შენი გული, ჯაჭვით არის გადაბმული,” თუმცა ჩვენც შეგვიძლია ხმის შეშველება: „ორივე მტკვარში დაგვახრჩობინა, შენც დაისვენებ, მეც“. – 

скачать dle 11.3