კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სეპარატისტული ოცნებები

„ხიბლავს, მაგრამ ეშინია“

მართალია, რფ-ში ყოფნა არ უნდათ, მაგრამ, სამაგიეროდ, რფ-ს ჯარიც უნდათ და ფულებიც – . ამიტომაც აფხაზეთის „საგარეო საქმეთა“ „მინისტრის მოადგილე“ ირაკლი ხინთბამ (ირაკლი მაინც არ ერქვას?!) განაცხადა, რომ, რაკი თბილისი ევროკავშირთან ასოცირებას ოფიციალურად დასთანხმდა და გული კვლავაც მიუწევთ „ნატოსკენ“, ჩვენც გვჭირდება შემხვედრი დოკუმენტი რფ-სთან, როგორც „აფხაზეთის სუვერენიტეტის გარანტიო“.

სახელდობრ (მომყავს ციტატა): „ძირითადი დებულებები უნდა იყოს: „ურთიერთკოორდინაციის გაზრდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, აფხაზეთში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და მოდერნიზაცია, რუსეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის ერთიან საბაჟო სივრცეში აფხაზეთის ჩართვის პირობების შექმნა, ასევე, ევრაზიული სივრცის  ინტეგრაციულ პროცესებში აფხაზეთის  სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა.“ ზედაც, დაამატა, ჩვენ და რუსეთს საერთო საფრთხეები გვაქვსო (მგონი, აქ ცოტა მეტი მოუვიდა!).

კერძოდ, ბ-ნი ხინთბა დარწმუნებულია, „უკრაინის მოვლენებმა შეიძლება უბიძგოს დასავლეთს, სხვა რაიონებში იძიოს შური რუსეთზე (აი, მესმის თვითშეფასება?!)“.

მართალია, არ მგონია, ვინმეს ამ ჩვენებურ აფხაზ სეპარატისტებზე შურისძიება ჰქონდეს გუმანში, თუმცა მათი პოზიცია მაინც გაუგებარია: ერთი მხრივ, თბილისს იმაში ადანაშაულებენ, რომ აფხაზ ახალგაზრდებს დასავლეთში სწავლის საშუალებას არ აძლევს, ზოგადად აფხაზებს კი, სხვადასხვა დასავლურ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების ნებას არ რთავსო (იზოლაციაში გვახრჩობენო), მეორე მხრივ –  რფ-ს ეაჯებიან, დასავლეთისგან დაგვიცავიო. ხოლო, რაკი გაუგებარია, შესაძლოა, საქმე ასეც იყოს: „ხიბლავთ, მაგრამ, რაკი სუსტი გული აქვთ, ცოტა-ცოტა ეშინიათ“! – 

скачать dle 11.3