კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოდუმებულები

გასულ კვირას პრ. პუტინმა ახალი სამფლობელო მოიარა და შავ ზღვაზეც (როგორც ბ-ნი ნათაძე იტყოდა – ვანკასთვის) შთამბეჭდავად  აიცურ-ჩაიცურა. ხოლო შემდეგ იალტაში რფ-ის სახელმწიფო „დუმის“ დეპუტატებსაც შეხვდა. რაკი ისიც „დუმაშია“, შეხვედრას ვლადიმირ ვოლფის ძეც ესწრებოდა და საკუთარი ინიციატივებით თვით რფ-ის მრავლისგამგონე პატიოსანნი გვამნიც კი გააკვირვა.

სახელდობრ, ინიციატივათა კორიანტელი დააყენა: აქეთ – რფ-ის ამჟამინდელი სამფეროვანი დროშა შეიცვალოს იმპერიულით (შავ-ყვითელ-თეთრფერიანითო), იქით ნაციონალური ჰიმნი (არადა, საცოდავი ისედაც სსრკ-ს დროინდელია) – ბîæå, öჭðÿ õðჭíè- თო. ზედაც, საკაზმად მილიტარისტული იდეები მოაყარა – დავაშინოთ სხვა ქვეყნები ჩვენი პოტენციალითო (სამხედრო ჰქონდა მხედველობაში) და იმაშიც გამოტყდა, რომ ყირიმში სცხელა (დაგცხა, ფისო?!) და რომ რუსულ სახელმწიფოს პროპაგანდის მინისტრი სჭირდება. სხვათა შორის, პატიმრების გათავისუფლება და მათი ლუგანსკსა და დონეცკში საომრად გაშვებაც მოითხოვა.

რაც ყველაზე მთავარია – პრ. პუტინს ახალი ტიტული – უზენაესი მმართველისა – შესთავაზა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს დანარჩენმა დუმელებმა ვლადიმირ ვოლფის ძის ინიციატივებს სიცილი დააყარეს, ხოლო თავად პრ. პუტინმა შენიშნა, რომ ეს ინიციატივები რფ-ში სიტყვის თავისუფლების არსებობის დასტურია (მეტი არაა ჩემი მტერი!). შესაძლოა, ამის დასტურიცაა, მაგრამ, თუ გაიხსენებ, რომ ასეთი ინიცატივების ავტორებს ცალი თითი ბირთვულ ღილაკზე უდევთ, ცოტა უსიამოვნოდ დაგბურძგლავს. – 

скачать dle 11.3