კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გაუმარჯოს გაგებას“

ანუ „რას დაგამსგავსეს, ჩემო სავლე, ამ გაფუჭებულმა კაცებმა“?!

ის ვერ მოგვენელებინა ხეირიანად, როგორ დაიხარჯა ჩვენს ტყავზე ამოღებული გადასახადებითა და ვალებით ნალოლიავები ჩვენი ბიუჯეტის ფული ხან კბენა-კბენა მასაჟებში, ხანაც – ქიშმირის პალტოებში (მკერდით მხატვრის ნამუშევრის შეძენაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან მკერდით, ანუ პრასით მაინც სულ სხვაა), რომ არენაზე „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტზე მიუზიკლის გადაღების მსურველნი გამოჩნდნენ.

მეტიც, არათუ გამოჩნდნენ, პირველი კადრებიც შემოგვთავაზეს, ისეთი მოთქმით სატირალი, რომ, რაც „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს უტირიათ, ის ცრემლიც კი არ გვეყოფა ნანახის გამოსაგლოვად.

კაცია და გუნება, მაგრამ რეჟისორი ფრიად გაანაწყენა მასების აღშფოთებულმა ქილიკმა (თუმცა ტარიელს რომ შეხედავ სასცენო კოსტიუმში, უმალ მტკვარში მოგინდება თავის დახრჩობა – ).

სახელდობრ, რეჟისორი (რომელიც, რატომღაც, პირდაპირ რუსთაველს შეეჭიდა, ნუთუ ასე ღრმად შეიცნო?!) განმარტავს: „თუ ვინმეს კოსტიუმი არ მოეწონა, ან თუ რატომ მოხდა მიუზიკლის ჟანრში ამ ნამუშევრის გადაწყვეტა და კიდევ სხვა რამ, ვიმეორებ, ყველას თავის გაგება აქვს, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ჩვენი გაგება გვაქვს (ჰოდა, გაუმარჯოს გაგებას!)“.

იქვე დაამატა, რომ კომენტარების 99 პროცენტი ძალიან, აი, ძალიან არაკომპეტენტურია, ამიტომაც აცხადებს, არაკომპეტენტურ შენიშვნებს ვერ გავიზიარებო (როგორც შოთა იტყოდა – „რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია“).

ასეა თუ ისე, პატივცემული რეჟისორი ბრძანებს, რომ, რაკი „ვეფხისტყაოსანი“ ადამიანების მცირე ჯგუფის გარდა არავის სცოდნია, აი, ამ ვაკუუმის ამოვსება სწადია (და სასაცილოდ რომ გავიხადოთ თავი?!).

მაგრამ, რადგან გვიკიჟინებს, საბოლოო პროდუქტს დაელოდეთო, სხვა რა დაგვრჩენია, ლოდინის გარდა, თუმცა ტარიელის შემხედვარე, რთულია, არ აღმოგხდეს: „რას დაგამსგავსეს, ჩემო სავლე, ამ გაფუჭებულმა კაცებმა“?! – 

скачать dle 11.3