კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქიშმირის შალი – ბაღდათიდან

ანუ „რა დაგავიწყდა, ტრიფონ“?!

როგორც გაირკვა, ერთი თვეა, რაც ჩვენებური პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ყოფილი პრეზიდენტის მიერ საბიუჯეტო ფულის ხარჯვაზე ინფორმაციას ითხოვს, გასულ კვირას გრიფიც მოიხსნა (უკანონოდ ჰქონდაო მინიჭებული) და აწ უკვე დოკუმენტურალ შევიტყვეთ, თუ რა კარგი გემოვნება ჰქონია ჩვენს პრეზიდენტს (და მერე რა, რომ ყოფილს), რარიგ ნაყვარება კარგი ცხოვრება (ზედაც, ჯანსაღი – მხოლოდ ველოსიპედების დაქირავებაში 35 000?!), რა ეგზოტიკური ესთეტიკა ჰქონია (პათოსით: მკერდით მოხატული მაინც სულ სხვაა) და რაოდენი ვნება საათებისადმი, რელაქსის სიყვარულზე ხომ აღარაფერს ვამბობ. – 

რაკი ჩამონათვალი იმაზე გრძელია, ვიდრე მაკარის ქალიშვილ ქეთოს მზითვისა, მხოლოდ რამდენიმეზე შევჩერდები: მასაჟისტი დოქტორ შტეინი ისე შემოიყვანა და გაიყვანა, რომ საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა (იმიტომ რომ „პრეზიდენტი ვარ და ქუდი მხურავს“!); კოსმეტოლოგიურ პროცედურებში 4 წლის განმავლობაში 673 260 ლარი დახარჯა (თუმცა ირწმუნება, ბოტოქსს არც გავკარებივარო!); ტანსაცმლის შესაძენად, სულ რაღაც, 115 171 ლარი (რა ამის პასუხია და მისი სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში 75 181 ლარი გადაგვიხდია). კერძოდ, მხოლოდ დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკსა და, ზედაც, ქაშმირის სპორტულ პალტოში 49 499 ლარი, ხელით ნაკეთი 2 კოსტუმისთვის კი 7 994 ლარიც დაგვიმატებია.

ასეა თუ ისე, საერთო ჯამში, ამ ეტაპზე პროკურატურა 9 მილიონამდე ლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავება, თუმცა თავად ყოფილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ბრალდებას – შეთითხნილად (თვალად არ მინახავს ქიშმირის პალტოო) და პუტინის ოცნებად  (თვითონაა ბოტოქსიანიო!).

ჰოდა, რაკი ხარჯი ნაქნარია, ჩემდა თავად დავამატებ:

„–ტრიფონ, შალი ჩამომიტანე, ქიშმირის.

შენი მარგალიტა.“ – 

скачать dle 11.3