კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცნობილ ადამიანთა ენამახვილური გამონათქვამები

გრაფი პასკევიჩი რომ თავრიზზე მიდიოდა, მოწინავე ჯარით წინ გაისტუმრა თავადი გიორგი ერისთავი, „დიდ კნიაზად“ წოდებული. შტაბის უფროსად გიორგი კნიაზს ჰყოლია მოურავიოვი. ეს წინა ჯარი თავრზის რომ მიახლოვებულა, გიორგი კნიაზს აღარ მოუცდია პასკევიჩისთვის და მოუწადინებია თავრიზის აღება მარტო თავისის ჯარითა. ვიდრე იერიშს მიიტანდნენ, გიორგი კნიაზმა სათათბიროდ მოიწვია ყველა თავისი ხელქვეითი ოფიცრები. ყველამ ერთხმად მოიწონა წადილი გიორგი კნიაზისა, მხოლოდ მურავიოვი წინ აღუდგა და თქვა:

– ნუ ინებებთ, ბატონო, მაგას. მოვუცადოთ პასკევიჩს, ჩვენ ცოტა ჯარი გვყავს, ყიზილბაშები სიმაგრეებში არიან და უსათუოდ დაგვამარცხებენო. რაც აქამდის გავიმარჯვეთ, სულ ამაოდ ჩაგვივლის და დიდ პასუხისგებაში მივეცემითო.

– ჩვენ კი ან ავიღებთ, ან სულ გავწყდებით და ვაი, თქვენი ბრალი, რომ მარტო თქვენ გადარჩებით და პასუხიც თქვენ მოგეკითხებათო, უთხრა, – თურმე, გიორგი კნიაზმა.

***

ერთმა ახალგაზრდამ უთხრა აკაკის: საყმაწვილო წიგნი მინდა გამოვცეო.

– საყმაწვილო წიგნი განა ბავშვმა უნდა გამოსცესო? – დაეკითხა პოეტი.

***

ერთი პოეტი გადაჰკიდებია გალაკტიონს – ყველა შეხვედრისას ეკითხებოდა:

– იცით, რომ ილია ჭავჭავაძეს მამსგავსებენ?

– კი, ჰგავხარ, – დაუდასტურა გალაკტიონმა.

– რით ვგავარ?

– სიმაღლით.

– კიდევ?

– სიგანით, წვერ-ულვაშით.

– ახლა ის მითხარით – მაინც რა მაკლია ილიამდე?

გალაკტიონმა ვეღარ მოითმინა და შესძახა:

– ტყვია შუბლში!

скачать dle 11.3