ანეგდოტები
მამაკაცი მაღაზიაში შევიდა და პირდაპირ მოლარეს მიადგა:
– იცით, გუშინ თქვენ ანგარიშში შეცდით, 10 ლარი...
– მაგრამ, თქვენ გუშინ უნდა გეთქვათ, დაგვიანებულია, ბოდიშს გიხდით, მაგრამ ვერაფერს მოვახერხებ. ფული სალაროსთან უნდა დაგეთვალათ და ისე წასულიყავით... შეგიძლიათ, მიბრძანდეთ, ვერაფრით დაგეხმარებით...
– ესე იგი, ეს 10 ლარი რომ გადმომაყოლეთ, დავიტოვო...
***
ნუ ნერვიულობთ, თუ თქვენი შვილი შუაღამისას იღვიძებს და ჭამას გთხოვთ... დადგება დრო, როდესაც თქვენ კმაყოფილი იქნებით, რომ ის ამ დროს სახლშია...
***
ვერანაირი ორგაზმი ვერ შეედრება ბუღალტრის გრძნობას, რასაც ის განიცდის, როცა წლიური ბალანსი ზუსტად ჩაჯდება.
***
ჯორჯ კლუნი, გრიგორი ლეპსი, ადრიანო ჩელენტანო – ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მსუბუქად გაუპარსავობა მიმზიდველი ყოფილიყო... თუმცა, ერთმა წვერიანმა მომღერალმა ყველაფერი წყალში ჩაყარა...
***
ქორწილი აზარტში შევიდა. ერთერთი სტუმარი ადგა, სუფრას გადასწვდა და მოპირდაპირედ მჯდომს გემრიელი სილა გაარტყა.
– რატომ? – გაიოცა იმან.
– ქორწილია, ქორწილი! ვიღაცამ ხომ უნდა დაიწყოს!
***
ცოლი კურორტზე წასასვლელად ემზადება – ჩაალაგა ჩემოდანში კაბები, „ბლუსკები“, მოდური შარვლები...
– „აა... დროს გატარებას აპირებს“... – გაიფიქრა ქმარმა და ცოლი რომ სხვა ოთახში გავიდა, ჩემოდნიდან ყველაფერი ამოალაგა და თავისი ძველი ქურთუკი ჩადო....
რამდენიმე დღის შემდეგ მოდის წერილი: „ყველა ნორმალური ქალი კინოში დადის, რესტორანში, ცეკვებზე... მე კი შენი კურტკით, ბუჩქებში მიმათრევენ ხოლმე...
***
მოვწიე სიგარეტი „პრეზიდენტი“ – პრეზიდენტი ვერ გავხდი. დავლიე არაყი „პარლამენტი“ – ვერც პარლამენტარი გავხდი. დავლიე ლუდი „კაზელი“ და ვგრძნობ, მოქმედებს...
***
პირველკურსელებს ლექტორმა დასაწერად მისცა თემა: „მილიონი რომ გქონდეთ...“ აუდიტორიაში სიჩუმეა, ყველა წერას შეუდგა... მარტო მეგრელი არ წერს და უცბად ხელი ასწია...
– პატივცემულო, 100 ათასს ვერ დამიმატებთ?!
***
გინდათ, მამაკაცი დაიბნეს ურთიერთგამომრიცხავი ემოციებით? დაჩხაპნეთ მისი მანქანის კოპოტზე: „შენთან სექსი დაუვიწყარი იყო“.
***
– იცი, ამბობენ, ჭკვიანი ებრაელი ცოლები ქმრებს მივლინებაში წასვლის წინ, ჯიბეში პრეზერვატივებს უდებენ. შენ ასე მოიქცეოდი?
– რა თქმა უნდა, მაგრამ მანამდე კაი მწარე მეგრულ წიწაკას წავუსვამდი...
***
ჩემი ქცევები ორ კატეგორიად იყოფა: „აუ, ჩემი, ეს რა გავაკეთე!“ და „ჯანდაბას, იყოს, როგორც არის!“
***
სულ ორასი გრამი და მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ იბადება ფილოსოფია...
***
– როგორ ხარ? შენი ალკოჰოლიკი ქმარი კიდევ აგებს კაზინოებში ფულებს?
– არა. მასთან სერიოზული საუბარი მქონდა და ახლა წყნარადაა... რეანიმაციაში.
***
– როგორც ღილები იტყვიან, „ავიწყვიტოთ!“