კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური ქალბატონმა მოღალატე ქმარზე და რა აცინებდა მიცვალებულს

ცნობილი ანდაზაა – „ჭირი ულხინოდ ვის გაუგიაო“. მართლაც, არავის გაგვიჭირდება საკუთარი გამოცდილებიდან მსგავსი შემთხვევების გახსენება.

ალბათ, არ არის მთლად მართებული საქციელი სიკვდილის თემაზე ხომრობა, მაგრამ, ყველაზე ტრაგიკულ მომენტშიც კი, შეიძლება, ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ გაცინებისგან თავი ვერ შევიკავოთ.

რატომ ითხოვდა ჭირისუფალი განსაკუთრებულად ღრმა საფლავს, რა აცინებდა მიცვალებულს და როგორ იძია ქალბატონმა შური მოღალატე ქმარზე და კიდევ ბევრი სახალისო ისტორია სასაფლაოზე მომსახურე პერსონალმა მიამბო.

ცეკას ერთ-ერთი მდივანი გარდაიცვალა და ჩვენს სასაფლაოზე დაკრძალეს. მაშინ ქალბატონი იყო ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ქალბატონი საფლავის სანახავად მივიდა, ზუსტად იმ დროს, როცა მესაფლავე საფლავს თხრიდა. მან საფლავს ჩახედა და... – სერგო, ცოტა ღრმად ამოთხარეო, – უთხრა მესაფლავეს. 

მესაფლავემ კი, – ქალბატონო, მეტი ღრმა რაღა ამოვთხარო, მამლის ყივილი ხომ უნდა გაიგონოსო.

***

ერთი მამაკაცი, თურმე, ცოლს ღალატობდა და ზუსტად იმ მომენტში გარდაცვლილა, როცა საყვარელთან ერთად იყო. ჰოდა, განრისხებულმა ცოლმა საფლავის ქვაზე, ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოები დაახატვინა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, ქალბატონებმა, რომლებიც იქ დადიოდნენ, იჩივლეს – ეს რა უმსგავსობააო და ის ნახატი წააშლევინეს

***

კურიოზია თუ არა, რა მოგახსენოთ, მაგრამ, ერთი მიცვალებული მახსოვს ძალიან კარგად და, გეტყვით, რატომაც – იცინოდა. რომ შეგეხედათ, გაოცდებოდით – ცოცხალი ადამიანივით გაცინებული სახე ჰქონდა... არ ვიცი, რამ გააბედნიერა ასე, ეტყობა, რომ მოკვდა, ეგ უხაროდა.

***

ერთი მამაკაცი მოვიდა საფლავის შესაკვეთად და მითხრა – კაი ღრმად ამოთხარეო. ვუთხარი, ჩვეულებრივ, სტანდარტი რაც არის, ისე ამოვთხრი და საკმარისი იქნება-მეთქი.

– არაო, – აიჩემა, – სტანდარტი კი არა, ორი მაგხელა სიღრმის ორმო ამოთხარე და, თანხა არაა პრობლემა, ორმაგს გადაგიხდიო.

– კი მაგრამ, ასე ღრმა საფლავი რად  გინდათ-მეთქი, – ვკითხე.

– ბიჭო, სიდედრი უნდა დავმარხო და, თუ ჩემი ძმა ხარ, ძაან ღრმა ორმო გააკეთე,  თორემ, ვიცი მაგისი ამბავი, რომ მივალ, სახლში დამხვდებაო.

***

დაკრძალვაა და ჭირისუფლები საფლავის გარშემო არიან შეჯგუფულები. გარდაცვლილი ქალბატონი საშუალო ასაკის იქნებოდა. სასახლე ჯერ არ გვქონდა ორმოში ჩადებული, რომ გარდაცვლილის შვილი ცუდად გახდა, გადაბრუნდა და მიცვალებულისთვის გათხრილ ორმოში ჩავარდა.

***

ერთხელ, საკმაოდ გვიან იყო, ბნელოდა. სასაფლაოზე გავიარე და რას ვხედავ (გაითვალისწინეთ, ამჯერად ჩვენი რესპონდენტი ქალბატონია, – ავტ.). დამდგარა ერთი ვაჟბატონი საფლავის ქვასთან და ძვირფასი ლითონით შესრულებულ წარწერას იპარავს.

პირველი, რაც გავაკეთე, უფროსობას და პატრულს დავურეკე, შემდეგ კი თავზე წამოვადექი და დავუყვირე: რას აკეთებ, არ გრცხვენია? ჭირისუფალმა გაიჭირვა, ეს რომ გაეკეთებინა და შენ რა სინდისით იპარავ-მეთქი. არც შემოუხედავს, არც „საქმეს“ მოსწყვეტია, ისე დამიწყო გინება. მეც არ დამიკლია: მივვარდი, ზურგში ჩავაფრინდი და დავიჭირე, მაგრამ, გამისხლტა და გაიქცა. მაგას შევარჩენდი? დავედევნე, დავეწიე, დავიჭირე და რამდენჯერმე კარგად ვუთავაზე. მერე დავაგდე და თავზე დავადექი, წამოდგომის საშუალება არ მივეცი.

ამასობაში უფროსობა და პატრულიც მოვიდნენ და დაიჭირეს.

მერე მთხოვდა, საჩივარი უკან გამომეტანა და, იცით, თავს რით იმართლებდა? – რა ვქნა, ძალიან მიჭირსო. რომ გეკითხათ, უჭირდა და მერე ორ-ორი ადვოკატი აიყვანა. რა თქმა უნდა, საჩივარი არ გამომიტანია.

***

ზამთარია, ყინავს, თოვლით არის ყველაფერი დაფარული და, ჩვენ, ბუნებრივია, ასეთ დროსაც ვასრულებთ ჩვენს სამუშაოს – სიკვდილი კარგ ამინდს ხომ არ ელოდება.

ყინვისთვის რომ გაგვეძლო, ერთი-ორი ჭიქა გადავკარი. თუმცა, რა მაქვს დასამალი – ორი ჭიქა რა მოსატანია იმასთან, რაც ჩვენ დავლიეთ. ფეხზე ძლივს ვიდექით.

გავისტუმრეთ ჭირისუფლები და შევუდექით ჩვენს საქმეს. ჩავასვენეთ მიცვალებული და მიწის მიყრა დავიწყეთ. ამ დროს ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი (ფხიზელი) მოვიდა  და გაოცებული სახით გვიყურებს ხან ერთს, ხან მეორეს. მერე გვერდზე მიგვითითებს და... რას ვხედავთ – კუბოს თავსახური დევს. ჩავხედეთ მიცვალებულს და – მხოლოდ სუდარა აფარია, ცხადია, თავსახური არ აქვს.

თუმცა, მხოლოდ ეს არ იყო – მიცვალებული უკუღმა გვყავდა ჩასვენებული... რა თქმა უნდა, თავიდან დავიწყეთ ყველაფერი.

скачать dle 11.3