კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა მარია შარაპოვასთან ბრძოლა დიანა დავითაიას და როგორ გეგმავს ის „ოსკარის“ ცერემონიალზე დიკაპრიოსთან ერთად მისვლას

22 წლის, ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული და მიზანდასახული დიანა დავითაია უკვე ხუთი წელია, ამერიკაში, კერძოდ, შტატ მიჩიგანში ცხოვრობს, ის საქართველოში წარმატებული ჩოგბურთელი იყო და ამერიკაშიც საკმაო აღიარება აქვს სპორტის ამ სახეობაში. თუმცა, მისი ოცნებაა, გახდეს ჰოლივუდის მსახიობი და წითელ ხალიჩაზე ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად გაიაროს. დიანა იღბლიანი ადამიანია, არც თაყვანისმცემლების სიმცირეს განიცდის და, სჯერა, რომ ოცნებები სამშობლოდან შორს, აუცილებლად აუხდება.

დიანა დავითაია: საქართველოში ჩოგბურთს 6 წლიდან ვთამაშობდი და ყოველთვის დიდ წამატებებს ვაღწევდი. ევროპაში, 16 წლამდე ჩოგბურთელებს შორის, მეთხუთმეტე ჩოგანი გახლდით. ადრე, 18 წლის ასაკში, თმა ქერად მქონდა შეღებილი და მარია შარაპოვას მამსგავსებდა ბევრი, თუმცა, მე მისი მსგავსება კი არა, მასთან ბრძოლა მინდა, საჩოგბურთო მოედანზე, ჩოგნით ხელში. მარია შარაპოვა, ჩემი საყვარელი ჩოგბურთეQლია. ამერიკაში ჩემი მწვრთნელები „ქართველ მარია შარაპოვას” მეძახიან (იცინის) და მეუბნებიან, თამაშის სტილიც მისი გაქვსო. როგორც წარმატებულ ჩოგბურთელს, ბევრი ქვეყნიდან მქონდა მიწვევა, მაგრამ, მე ამერიკა ავირჩიე და, უკვე ხუთი წელია, მიჩიგანის შტატში ვცხოვრობ, ვსწავლობ ზოგადი ურთიერთობების ფაკულტეტზე და ვთამაშობ ჩოგბურთს. გაისად ვამთავრებ უნივერსიტეტს და მაგისტრატურაში გავაგრძელებ სწავლას. მიჩიგანის უნივერსიტეტის სახელით გამოვდივარ და საკმაოდ კარგი შედეგები მაქვს ჩოგბურთში. დამოუკიდებლად ვცხოვრობ და, მინდა გითხრათ, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ოცნებები ხდება. მთავარია, დროს აუწყო ფეხი, არ ჩამორჩე, ბევრი იშრომო და თავი არ დაზოგო. 

– ამერიკაში დამოუკიდებლად ცხოვრობ. როგორც ვიცი, მიჩიგანის უნივერსიტეტში სწავლა საკმაოდ ძვირი ღირს. შენს დაფინანსებას ვინ უზრუნველყოფს?

– დიახ, აქ სწავლა წელიწადში 35 ათასი დოლარი ღირს, მაგრამ, რადგან კარგი ჩოგბურთელი ვარ და, თან, უნივერსიტეტის სახელით გამოვდივარ ტურნირებზე, თავად უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ჩემს ცხოვრებას, კვებასა და ჩაცმა-დახურვას ამერიკაში; ყოველი სემესტრის ბოლოს კი გარკვეული თანხაც მერიცხება, რომელსაც ისე სწრაფად ვხარჯავ, უკან არ ვიხედები და მერე ოჯახს ვურეკავ, დამეხმარეთ-მეთქი (იცინის). 18 წლის ასაკში ჩამოვედი აქ, მაგრამ მანამდე ამერიკაში ნათამაშები მქონდა ტურნირები და საკმაოდ წარმატებულად. დამოუკიდებლად ცხოვრება არ მიჭირს, რადგან, ძალიან დაკავებული ვარ, სწავლასა და ვარჯიშს დიდ დროს ვუთმობ. დილის 7 საათზე ვდგები და ხანდახან ისე მალე გადის დრო, საღამოს, ძილის წინ მახსენდება, რომ საჭმელი არ მაქვს ნაჭამი (იცინის). ამერიკაში, ისეთი სწრაფი რიტმია, გათენებული არ არის, რომ უკვე დაღამებულია; ამიტომ, თუ არ იმოქმედე და სწრაფი და მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგი, დროს ჩამორჩები და ეს დამღუპველია.

– წარმატებული, ლამაზი, ნიჭიერი და მიზანდასახული ადამიანი ხარ. წარმომიდგენია, რამდენი თაყვანისმცემელი გეყოლება. შენი გული თავისუფალია თუ გყავს შეყვარებული?

– თაყვანისმცემლების სიმცირეს, ნამდვილად არ ვუჩივი, მაგრამ, შეყვარებული არ მყავს, თავისუფალი ვარ. ამერიკელი მამაკაცები ძალიან რომანტიკულები არიან. არ დამავიწყდება, ერთი ცდილობდა ჩემს მოხიბვლას. გაბუტული ვიყავი მასზე და, ერთი ვარდი და სუნამო ისეთი რომანტიკული და ორიგინალური ჟესტით გადმომცა, მესიამოვნა, თუმცა, ვერ შემირიგა (იცინის). მომწონს რომანტიკული მამაკაცები, თუმცა, ჯერ ვერავინ შეძლო ჩემი ბოლომდე მოხიბვლა. ქუჩაშიც თვალს მაყოლებენ და ვგრძნობ ზურგს უკან მზერას (იცინის). ამერიკა ძალიან თავისუფალი ქვეყანაა, მაგრამ, ზედმეტს არავინ გაკადრებს. დიდი-დიდი, კომპლიმენტი გითხრას მამაკაცმა – რა კარგად გამოიყურებიო. ისე, რომ ვაკვირდები, ამერიკელები ქართველებზე რომანტიკულები არიან (იცინის). ამერიკელი მამაკაცის გვერდით ნამდვილ ქალად გრძნობ თავს: გემსახურება, ხელისგულზე გატარებს, საყვარელი ქალისთვის საწოლში მიაქვს ყავა. ქართველი მამაკაცი კი იქით ითხოვს, რომ  ემსახურო, საწოლში მიართვა საჭმელი და ყურადღება მიაქციო. 

– პირად საუბარში აღნიშნე, მსახიობობაზე ვოცნებობ და აუცილებლად ჰოლივუდის წარმატებული მსახიობი გავხდებიო. 

– დიახ, ასეა, მაგრამ, ბავშვობაში არც კი მიოცნებია მსახიობობაზე. ეს სურვილი ამერიკაში ჩამოსვლის დროს გამიჩნდა. დედას რომ ვუთხარი, მსახიობობაზე ვფიქრობ-მეთქი, გაუკვირდა – არასდროს გითქვამს მსგავსი რამო. უნივერსიტეტში პრეზენტაციები მაქვს და ხანდახან პატარა სპექტაკლივით ვდგამთ ამ გამოსვლებს. ერთი სიტყვით, თამაში მიწევს სცენაზე, დიდი აუდიტორიის წინაშე და, მივხვდი, სცენაზე დგომა ძალიან მომწონს. ცოტა ქართული აქცენტით ვლაპარაკობ და ამაზე ეცინებათ ხოლმე, მაგრამ, ამასაც დავხვეწ (იცინის). იღბლიანი ვარ – რა ოცნებაც დავისახე, მივაღწიე დ, იმისიც მჯერა, რომ წარმატებული მსახიობიც გავხდები ჰოლივუდში.

– მსახიობობაზე რომ ოცნებობ, მერე, ჩოგბურთი? თამაშს დაანებებ თავს?

– არა, რატომ? ბაკალავრიატს რომ დავამთავრებ, მერე მაგისტრატურაში ჩავაბარებ, იქაც სრული დაფინანსება მაქვს და გავხდები უნივერსიტეტის  მთავარი მწვრთნელი. მე დღეს „პირველ დივიზიონში” ვთამაშობ და დაფინანსება ამიტომ მაქვს. აი, მერე შევცვლი ფაკულტეტს და სამსახიობოზე ჩავაბარებ. ოცნებასთან ახლოს ვარ და ვნახოთ.

– თუ საიდუმლო არ არის, ჰოლივუდში რომელ ვარსკვლავთან ერთად გინდა მთავარი როლის შესრულება?

– სიმართლე რომ გითხრათ, არც საყვარელი მომღერალი მყავს, არც ჯგუფი და არც გამორჩეულად მიყვარს რომელიმე ფილმი, მაგრამ, ლეონარდო დიკაპრიოს ფანი ვარ ბავშვობიდან (იცინის). ძალიან მამაკაცურია ლეონარდო და, სულ მინდოდა, მასთან ერთად მეთამაშა ფილმში. 

– და, ლეონარდო დიკაპრიოს საყვარელი ქალი ყოფილიყავი?

– არა (იცინის),  დიკაპრიოს საყვარელი ქალი არ მინდა ვიყო, მინდა, ის ჩემი მამა იყოს და მე – მისი შვილი. ბავშვობიდან მინდოდა, კინოში ლეონარდო დიკაპრიოს ჩემი მამის როლი ეთამაშა. მამა არ მყავს, მისი გარდაცვალებიდან ზუსტად ორმოც დღეში დავიბადე და, რატომღაც, მამის როლში წარმომიდგენია ლეონარდო დიკაპრიო, განსაცდელში ჩავარდნილს როგორ დამიხსნის და გადამარჩენს. 

– ესე იგი, ფილმის სცენარიც წარმოდგენილი გაქვს?

– კი, ასეა (იცინის). წარმომიდგენია, მის გვერდით, გრძელ, ლამაზ კაბაში გამოწყობილი, წითელ ხალიჩაზე რომ გავივლი, რა მაგარი გრძნობა იქნება. მერე კი, ორივე ერთად, საქართველოში ჩამოვიტანთ „ოსკარს” (იცინის).

– იმედია, ლეონარდო დიკაპრიოსთვის იღბლიანი პარტნიორი აღმოჩნდები და „ოსკარსაც” ეღირსება, არა?

– ვხუმრობ ხოლმე, სანამ დიკაპრიო ჩემთან ერთად არ ითამაშებს ფილმში, მანამდე „ოსკარს” ვერ ეღირსება-მეთქი (იცინის). ბევრს ეგონა, მოდელობას „მივაწვებოდი” და მეუბნებოდნენ, მოდელი ხარო, მაგრამ, ეს სფერო არ მიზიდავს. მე უფრო სპორტული აღნაგობა მაქვს, ამიტომ, დიდ კამერასთან მირჩევნია პრანჭვა, ჰოლივუდში, ვიდრე დეფილეებზე გამოსვლა. ძალიან მიზანდასახული ვარ და, რაც კი ცხოვრებაში მინატრია, ყველაფერი ამხდენია. ამასთან ერთად, იღბლიანიც ვარ. მიზანდასახული ადამიანი რომ არ ვყოფილიყავი და „რქებით” არ „მივწოლოდი” ცხოვრებას, ისე ამერიკაშიც ვერ აღმოვჩნდებოდი და ვერც იმ დაფინანსებას მივიღებდი, რასაც მიჩიგანის უნივერსიტეტი მიხდის.

скачать dle 11.3