რა მოხდა ამ დღეს
11 აგვისტო
1877 – ამერიკელმა ასტრონომმა ასტაფ ჰოლმა, აღმოაჩინა მარსის ორი თანამგზავრი – ფობოსი და დეიმოსი.
1934 – ფუნქციონირება დაიწყო ალკატრასის ფედერალურმა ციხემ (ამერიკის შეერთებული შტატები, კალიფორნია).
1959 – მოსკოვში გაიხსნა შერემეტიევოს აეროპორტი.
12 აგვისტო
1121 – დიდგორის ბრძოლა – ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვება თურქ-სელჩუკებზე.
1951 – ამერიკელმა ისააკ მარიეტ ზინგერმა დააპატენტა საკერავი მანქანა.
1865 – ამერიკელმა ქირურგმა ჯოზეფ ლისტერმა პირველად გამოიყენა დეზინფექცია ოპერაციის დროს, რამაც შემდგომ სიკვდილიანობა ოთხჯერ შეამცირა.
1953 – ენი დევისონი გახდა პირველი ქალი, ვინც იახტით მარტომ გადაცურა ატლანტის ოკეანე.
1981 – კომპანია „აიბიემმა“ წარმოადგინა პირველი პერსონალური კომპიუტერი.
13 აგვისტო
1521 – ესპანელმა კონკისტადორმა ერნან კორტესმა აიღო აცტეკთა დედაქალაქი ტენოჩტიტლანი (დღევანდელი მეხიკო).
1624 – საფრანგეთის კარდინალი არმან რიშელიე დიუ-პლესი გახდა ქვეყნის პირველი მინისტრი.
1942 – ნიუ-იორკში შედგა პრემიერა უოლტ დისნეის მულტფილმისა – „ბემბი“.
14 აგვისტო
1385 – კრევის უნიით პოლონეთი და ლიტვის დიდი სამთავრო ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდნენ.
1893 – საფრანგეთში პირველად მსოფლიოში შემოიღეს ავტომობილის მართვის მოწმობის გაცემა.
1980 – პოლონეთში დაიწყო „სოლიდარობის“ გამოსვლები ლეხ ვალენსას მეთაურობით.
1992 – დაიწყო „აფხაზეთის ომი“.
15 აგვისტო
1248 – დაიწყო კიოლნის საკათედრო ტაძრის მშენებლობა (რომელიც მხოლოდ 1880 წელს დასრულდა).
1519 – ცენტრალურ ამერიკაში დაარსდა ქალაქი პანამა.
1848 – უოლდო ჰატჩეტმა (ოჰაიო) დააპატენტა სტომატოლოგიური სკამი.
1914 – ოფიციალურად გაიხსნა პანამის არხი.
16 აგვისტრო
1804 – საფრანგეთში ბულონის სამხედრო ბანაკში შედგა „საპატიო ლეგიონის ორდენებით“ პირველი დაჯილდოების ცერემონიალი. იმპერატორმა ნაპოლეონმა 2 400 ადამიანს პირადად დაუბნია გულზე საპატიო ჯილდო.
1941 – საბჭოთა კავშირში გამოიცა ბრძანება ¹270, რომლის მიხედვითაც სამშობლოს მოღალატედ ცხადდებოდა ტყვედ ჩავარდნილი ყველა ჯარისკაცი.
1960 – კვიპროსი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
17 აგვისტო
1812 – ნაპოლეონის ჯარებმა აიღეს და გადაწვეს რუსეთის ქალაქი სმოლენსკი.
1945 – ინდონეზია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1977 – საბჭოთა ყინულმჭრელმა „არქტიკამ“ წყალზედა ხომალდთაგან პირველმა მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს.
1999 – ძლიერი მიწისძვრა თურქეთში. დაიღუპა 35 000 ადამიანი.