კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო იუსტიციას?

პასუხი: უხვი ყვავილობისათვის მცენარე კაშკაშა სინათლეზე დადგით, ოღონდ, შუადღის მზეს მოარიდეთ. მისთვის მშვენიერია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, ზამთრის მინიმალური ტემპერატურა კი – 15 გრადუსია. ზამთარში მიწა ტენიანი უნდა იყოს, ხოლო აქტიური ზრდის პერიოდში, უფრო უხვად მორწყეთ. ნიადაგი შუა გაზაფხულიდან ზაფხულის მიწურულამდე ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. თუ ახლა გასხლავთ მცენარეს, მოკლე და გაბუჩქული გაიზრდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, 1 მეტრზე მაღალიც გაიზარდოს და საყრდენი დასჭირდეს. გირჩევთ, იუსტიცია დასავლეთის ფანჯარაზე დადგათ.

კითხვა: რა სიხშირით მოვრწყა ნეფროლეპისი?

პასუხი: ნეფროლეპისის მოსარწყავად და ფოთლების დასანამად, რბილი წყალი გამოიყენეთ. ზაფხულში ამ ფოთლოვან მცენარეს ბევრი წყალი სჭირდება. ფესვების სიმშრალე სწრაფად გაუყავისფრებს ფოთლის წვეროებს. თბილ გარემოში ნეფროლეპისი ანუ გვიმრა ზამთარშიც იზრდება, ამიტომ, ხშირად შეამოწმეთ და, თუ საჭიროა, მორწყეთ. ზაფხულობით ნიადაგი რეგულარულად გაანოყიერეთ გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო პახირა?

პასუხი: პახირას სინათლე არ მოაკლოთ. იტანს მზესაც, ოღონდ, შუადღის მწველ მზეს მოარიდეთ. კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, ხოლო ზამთარში – მინიმუმ 14 გრადუსი. ამ მცენარეს რეგულარულად მოაჭერით წამოზრდილი წვეროები. ზრდის პერიოდში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაუნოყიერეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით და მცენარე სიჯანსაღეს შეინარჩუნებს. წყლის პახირას ბუნებრივი გარემოა დაჭაობებული ტერიტორია. ამის მიუხედავად, ძალიან კარგად აიტანს დროებით სიმშრალეს, თუ მზის გულზე არ დატოვებთ. ზაფხულში, აქტიური ზრდის დროს, უხვად მორწყეთ, ზამთარში კი – შედარებით იშვიათად.

კითხვა: როგორ მოვუარო ჯუჯა პალმას ოთახის პირობებში?

პასუხი: ეს პალმა ძალიან გამძლე მცენარეა. ის კარგად იტანს ოთახის პირობებს, თუ კარგი დრენაჟი და ნოყიერი მიწა აქვს. არ უყვარს ბევრი წყალი, მაგრამ ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ. ზამთარში კი, პალმა ზრდას წყვეტს და მხოლოდ მაშინ დაუსხით წყალი, როცა მიწა გამოშრება. თუ ეს მცენარე სიმშრალეშია, რამდენიმე გრადუს ყინვასაც აიტანს.

კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ციპერუსი?

პასუხი: ამ მცენარეს ფესვები მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. მოზრდილ მცენარეს ზაფხულში ბევრი წყალი სჭირდება, ამიტომ ქოთანი წყლიან, ღრმა ჯამში ჩადგით, საიდანაც მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მზეზე მყოფ მცენარეს მაღალი სინესტე სჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს.

კითხვა: როგორ გავუხანგრძლივო ყვავილობა სპარსულ იას?

პასუხი: დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ და ყვავილობის პერიოდი გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენი სჭირდება ამ მცენარეს. თუ ბინაში მშრალი ჰაერია, სპარსული იის ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით და ეცადეთ, ნათელი ადგილი შეურჩიოთ.

 

скачать dle 11.3