კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ფორმით ხდება ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების  გაფორმება? 

პასუხი:  განგიმარტავთ, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომელიც ხორციელდება  ბრალზე ან სასჯელზე შეთანხმების ფორმით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, შესაძლებელია თუ არა მსჯავრდებულ პირს, რომლის მიმართ კანონიერ ძალაშია შესული გამამტყუნებელი განაჩენი და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, გადაუვადდეს სასჯელი და თუ ამგვარი რამ შესაძლებელია, რა გარემოებები უნდა დაედოს საფუძვლად სასჯელის გადავადებას?

პასუხი: გაცნობებთ, რომ იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას: მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას – მის გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე; მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისთვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე. ამ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენის გამოტანის შემდეგ მისი აღსრულება გადაავადოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

კითხვა:  გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს მსჯავრდებული პირის სამოქალაქო პასუხისმგებლობა და შესაძლებელია თუ არა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, მსჯავრდებული გათავისუფლდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, შეიძლება დაეკისროს ასევე მატერიალური პასუხისმგებლობა დაზარალებულის მიმართ, რაც გამოიხატება დაზარალებულის უფლებაში, მიმართოს სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და მოითხოვოს დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც განაჩენის საფუძველზე სასამართლოს მიერ უპირობოდ კმაყოფილდება. რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებით სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს.

скачать dle 11.3