კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1996 წლის 21 აგვისტოს, ღამის საათებში. რომელი სფერო აირჩიოს პროფესიებიდან, რომ წარმატებას მიაღწიოს?

პასუხი: მისთვის წარმატებების მომტანია შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, პედაგოგიკა, საინჟინრო საქმიანობა.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 22 დეკემბერს, დღის საათებში. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა, იყოთ აქტიური, ენერგიული, შეგეძლოთ ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიტერატურულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა. გამოავლინეთ უშიშარი ბუნება, მებრძოლი სულისკვეთება. იყავით მშვიდობის მტრედი და, სადაც შეხვალთ, სახლი იქნება ეს თუ სამსახური, შეიტანეთ სიმშვიდე და იდილია – ეს თქვენი გამარჯვების ფაქტორია. ასევე, დაეყრდენით კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, სამართლიანობასა და დიპლომატიას.

კითხვა: დავიბადე 1996 წლის 22 სექტემბერს. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ სამშობლოს პატრიოტი, კარგად ერკვეოდეთ ადათ-წესებში, ისტორიაში, ტრადიციებში. უნდა შეინარჩუნოთ სტაბილური საოჯახო, პარტნიორული ურთიერთობები. უფრო მეტად დაეყრდნოთ ინტუიციას, იყოთ ფრთხილი და წინდახედული, ისწავლოთ საიდუმლოს დაცვა. ასევე, უნდა იყოთ ორგანიზებული და ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოთ. გახდეთ ნებისყოფიანი, მომთმენი, შრომისუნარიანი, ბრძოლისუნარიანი; ასევე, ხარჯოთ ფული ყაირათიანად – ყოველივე ეს თქვენთვის გამარჯვების მომტანი ფაქტორებია.

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 4 იანვარს, დილის 8 საათზე. რომელ სფეროში მელის წარმატება და რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი სასიყვარულო-საოჯახო კავშირი?

პასუხი: თქვენთვის სასიყვარულო-საოჯახო ურთიერთობა მისაღებია შემდეგი ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანთან: მორიელთან, თევზებთან, კუროსთან ან ქალწულთან. არ გირჩევთ ურთიერთობას მშვილდოსანთან. პროფესიებიდან კი მისაღებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ოკულტიზმი, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სამეცნიერო კვლევა, მანქანების ბიზნესი, არქიტექტურა, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო საქმიანობა, ფსიქოთერაპია.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 25 აპრილს, ღამის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა. რომელი ქვეყანაა ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოს და მის სამსახურს, თუმცა, უცხოეთში წასვლა დროებით საცხოვრებლად და სამუშაოდ არ არის ურიგო. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – დასავლეთი მხარე; შვედეთი, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, უზბეკეთი, ინდოეთი, იტალიიდან – ვენეცია.

скачать dle 11.3