კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გავლენას ახდენს პლანეტები ჩვენს წარმატება-წარუმატებლობაზე და როგორ გავხდეთ უფრო იღბლიანები

ამბობენ, ყველა ადამიანს, დაბადებისთანავე, თავისი მისია დაჰყვება და ის უნდა შეასრულოს, რომ თავადაც წარმატებული იყოს ამქვეყნად და მომავალ თაობასაც სუფთა კარმა და აურა გადასცეს. ასეა თუ ისე, ამის ბევრს სჯერა, ბევრიც სკეპტიკურად უყურებს ამ აზრს. თუმცა, ვინც ასტროლოგიის მეცნიერებაში ოდნავ მაინც ერკვევა, მას დედამიწაზე კოსმიური მისიის შესახებ, გარკვეული ცოდნა გააჩნია. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მართლაც, ყველა კონკრეტული ინდივიდი, თავისი კოსმიური მისიის მატარებელია. მისი გათვალისწინებით უნდა აირჩიოს საქმიანობა, საცხოვრებელი ადგილი და ცხოვრების მეგზურიც კი. ამ თემასთან დაკავშირებით აზრი ვკითხეთ ასტროლოგ, ბატონ დავით ბუტიკაშვილს. თუ დაუჯერებთ და მის რჩევებსაც გაითვალისწინებთ, ეს აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე.

დავით ბუტიკაშვილი: ზოგადად, ადამიანი დედამიწაზე არის მიმდინარე პროცესი, რომელიც იწყება მისი დაბადების მომენტიდან გარდაცვალებამდე. სიკვდილის შემდეგ კი, გადადის სხვა სივრცეში. სანამ ადამიანი დედამიწაზეა, ის არის მიმდინარე პროცესი, რომელიც მატერიალურ ფორმას იღებს დედამიწაზე, და რაღაცისთვის იბადება. მოკლედ, ყველა ადამიანი თავისი მისიით იბადება და თუ ამ მისიას ასრულებს, ბედნიერი, წარმატებული და იღბლიანია. მაგრამ, თუ გადაუხვევს თავის კარმული მისიიდან, მაშინ პრობლემები და წინაღობები, გარდაუვალია. ამიტომ, სიზარმაცის ან სხვა მიზეზების გამო, არ უნდა შეეწინააღმეგოთ იმ მისიას, რისთვისაც ამქვეყანას მოევლინეთ. თუ თქვენი ცხოვრება პრობლემებით არის სავსე, კი არ უნდა იწუწუნოთ, რაიმე შეცვალეთ თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ, თუ ამ პრობლემებს ეგუებით და არ მოქმედებთ, ჩათვალეთ, ცხოვრების ბოლომდე უიღბლობა გაგყვებათ. სანამ თქვენი კარმული მისიის რეალიზების კალაპოტში არ აღმოჩნდებით, მანამდე უნდა იბრძოლოთ, დააკვირდეთ მოვლენებს და შეძლებისდაგვარად, შეცვალოთ ცხოვრების სტილი.

– რა განსაზღვრავს, სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების კოსმიურ მისიას, ანუ მის ფუნქციას დედამიწაზე?

– კონკრეტულ ეპოქაში, კონკრეტული ადამიანის კოსმიურ მისიას სხვადასხვა რამ განსაზღვრავს. მაგალითად, თუ ერთი ადამიანი „თევზების” ზოდიაქოს ნიშნით არის დაბადებული, მეორე კი „მერწყულის”, მათი ფუნქცია აბსოლუტურად განსხვავებულია და სულ სხვა რამეს მოითხოვს მათგან ეს ეპოქა. მე ბევრი ცნობილი პოლიტიკოსის პირადი ჰოროსკოპი მაქვს შედგენილი და ვიცი, რას მოითხოვდა მათგან კონკრეტული ეპოქა და როგორ გახდნენ წარმატებულნი ან პირიქით – წარუმატებელნი. როცა გორბაჩოვი, რონალდ რეიგანი და ედუარდ შევარდნაძე იყვნენ აქტიურ პოლიტიკაში, ისინი ზუსტად მოერგნენ საკუთარ კოსმიურ მისიას დედამიწაზე და ასრულებდნენ თავისივე წარმატებისთვის. რეიგანიც, გორბაჩოვიც და შევარდნაძეც,  დაბადებულები იყვნენ „მერწყულის” ზოდიაქოს ნიშნით, პალნეტა პლუტონი კი, რომელიც ეპოქალურ მოთხოვნებს უყენებს ადამიანებს, იმყოფებოდა „მორიელის” ზოდიაქოში. ამ სამმა „მერწყულმა” ზუსტი ასტროლოგიური სვლები გააკეთა დიდ პოლიტიკაში და წარმატებასაც მიაღწიეს. ზოგადად, პლანეტა პლუტონი, „მერწყულებს”, იმ პერიოდში  ისეთ სიტუაციაში აქცევდა, რაზეც მორგება ადვილია და ეს მათი კარიერისთვის იყო წარმატებული. ისინი კარგად მოერგნენ ამ სიტუაციას და წარმატებაც იგემეს. პერიოდები კი იცვლება და ახლა პლუტონი „თხის რქაში” იმყოფება, ამიტომ სხვადასხვა ზოდიაქოსთვის, წარმატების მიღწევის კოსმიური მისიაც შეცვლილია. სხვათა შორის, როლანდ რეიგანი იყო ამერიკის ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი და მას ყველაზე მეტად სწამდა ასტროლოგიის. ისეთი გარემოებები შეიქმნა მან ამ ასტროლოგიის ცოდნით დედამიწაზე, რომ საშუალება მიეცა, თავისი პოლიტიკური აქტიურობით, საბჭოთა კავშირის დაშლაში დიდი წვლილი შეეტანა. აი, ბორის ელცინიც, იმ ეპოქაში, როცა პრეზიდენტი გახდა, კარგად მოერგო თავის კოსმიურ მისიას დედამიწაზე და, ფაქტობრივად, ხელი შეუწყო, მთელი რუსეთის იდეოლოგიურ გადასვლას კაპიტალისტურ სივრცეში. ეს მისი მისია იყო. ასე რომ, თუ წარუმატებელი ხართ საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში ან ზოგადად, ურთიერთობებში, ჩათვალეთ, რომ არასწორად ასრულებთ თქვენს კოსმიურ მისიას დედამიწაზე და არ ერგებით იმ პირობებს, რასაც გარემოებები გთავაზობთ.

– ზოგადად, როგორ მივხვდეთ, რა პირობებს გვიყენებს გარემოებები, ამ კონკრეტულ პერიოდში და როგორ მივხვდეთ, ვასრულებთ თუ არა სწორად ჩვენს კოსმიურ მისიას?

– ახლავე მოგახსენებთ და გირჩევთ კიდეც, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ხელი მოგემართოთ, წარმატებული გახდეთ და თქვენს გარშემო სიტუაციაც დალაგდეს. მოკლედ, თანამედროვე ეპოქას რომ მოერგოთ, კონკრეტულმა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რისთვისაა ამქვეყნად მოსული და რა კოსმიური მისია აკისრია.  მთავარია, სწორად მიუდგეთ ამ ასტროლოგიურ რჩვებს და გარანტიას გაძლევთ, უკეთესი ცხოვრება გელით. მაგალითად: „ვერძის” ნიშნით დაბადებულებს პლანეტა პლუტონი, 2021 წლის ჩათვლით, აძლევს უფრო მეტი ტრანსფორმაციის უნარს და თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა, გაჩნდეს კარიერული წინსვლის შესაძლებლობები, მაგრამ ეს მოითხოვს სრულ შინაგან-ფილოსოფიურ გადაწყობას. თუ რამეს არ შეცვლით, მაშინ წარმატებასაც ნუ ელით კარიერაში. არავითარ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგოთ იმ შემოთავაზებებსა და შესაძლებლობებს, რასაც გარემო პირობები გიქმნით. ამით, მოექცევით საკუთარი კარმული მისიის კალაპოტში დედამიწაზე. „კუროებს” პლუტონი საშუალებას აძლევს, შეიგრძნონ ღმერთის არსებობა. ის თქვენგან მოითხოვს, დაიკავოთ ლიდერის პოზიცია, როგორც საქმეში, ასევე ოჯახში. ასე, ადვილად მიაღწევთ წარმატებებს. იყავით სულ ყურადღების ცენტრში. „ტყუპებს” პლუტონი ფსიქოლოგიური ნიჭის გამოვლენის საშუალებას ანიჭებს. ამით, ადვილად მიხვდებით, როგორი ადამიანების გარემოცვაში ხართ და როგორ იმოქმედოთ. ასევე, ის გაძლევთ ადამიანებზე ზემოქმედების უნარს. თქვენი სიტყვები დიდ გავლენას მოახდენს მათზე. აუცილებელია პროფესიონალიზმის გამოვლენა და ცოდნის გაღრმავება. „კირჩხიბებისთვის” მთავარი მოთხოვნაა ამ ეპოქაში, კარგად გააანალიზონ, რა სიტუაციაში ხვდებიან. ასე, ადვილად მიხვდებით პრობლემების გამომწვევ მიზეზებს და ადვილადაც დააღწევთ თავს მას, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. ეს თქვენი კოსმიური მისიაა დედამიწაზე. ასევე, არ თქვათ უარი პარტნიორულ შემოთავაზებეზე. „ლომს” პლუტონი ანიჭებს ტრანსფორმირების უნარს პროფესიონალიზმის დახვეწის თვალსაზრისით. თქვენ იგრძნობთ, რომ შეგიძლიათ უფრო მეტის გაკეთება. მაგრამ, თუ იზარმაცებთ და პასუხისმგებლობას გაექცევა, მაშინ სერიოზულ პრობლემებს ვერ აცდებით. მეტად ჩაუღრმავდით  და მიენდეთ ინტუიციას. იბრძოლეთ პროფესიული სრულყოფისთვის, ეს თქვენი კარმული მისიაა. „ქალწულებს” პლუტონი მიანიჭებს, საკუთარ შესაძლებლობის მეტ რწმენას. ისინი აღმოჩნდებიან ყურადღების ცენტრში, მაგრამ მათ მოეთხოვებათ მეტი რელიგიურობა და რწმენის განვითარება. თუ ამას არ გაითვალისწინებთ, პრობლემებს ვერ აცდებით და ვერც თქვენს კოსმიურ მისიას შეასრულებთ. „სასწორებს” პლუტონი აძლევს შარმს და შესაძლებლობებს, გარემოსთან ადაპტირება მოახდინონ. ეს გაითვალისწინეთ. სხვათა შორის, პუტინი „სასწორია” და რასაც ის სჩადის, ჩათვალეთ, ამის შესაძლებლობა პლუტონმა მისცა. მიიღეთ ის ცვლილებები, რასაც გარემოება გაძლევთ. იყავით მაქსიმალურად შრომისმოყვარე და წინასწარ დაგეგმეთ ყველა ნაბიჯი. „მორიელებმა” მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ გონებრივი ნიჭი და შესაძლებლობები. იყავით დემოკრატი და დაამყარეთ მეტი კონტაქტები. ასევე, დაეხმარეთ სხვებს. „მშვილდოსნებს” შემოსავლების მხრივ ექნებათ ცვლილებები. თქვენგან მოითხოვენ დამოუკიდებელ ნაბიჯებს. „თხის რქამ” უნდა გამოავლინოს საკუთარი ინდივიდუალიზმი და დაიკავოს ლიდერის პოზიცია. „მერწყულებს” კი განმარტოებით, მეტი შანსი აქვთ, საკუთარი ნიჭი გამოავლინონ და მკაფიო იდეები ჩამოაყალიბონ. დაიწყონ მათი რეალიზება. „თევზებს” პლანეტა პლუტონი აძლევს სურვილების ახდენის შესაძლებლობებს და მეტ შანსს, ცვლილებები გაატაროს ცხოვრებაში. მისგან კი მოითხოვს მეტ ინფორმირებულობას და ინტელექტის ამაღლებას. აუცილებლად დაეხმარეთ სხვებს, ესეც თქვენი კოსმიური მისიაა დედამიწაზე. თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ბევრი პრობლემის დაძლევასა და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. იამავდროულად, თქვენს კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ დედამიწაზე.

скачать dle 11.3