კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

აკრძალული ხილი

 

მამაკაცს აღიზიანებს და აზარტში აგდებს ქალის მოუხელთებლობა – ის იქოქება „აკრძალული ხილის” მოსაპოვებლად და, შეიძლება, საკუთარ თავსაც კი გადაასწროს. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ურთიერთობაში, ანუ შემდგომაც, ასეთი იქნება. გამორიცხული არ არის, იმედი სრულად ან ნაწილობრივ გაგიცრუოთ. აქტიური, ყურადღებიანი, მზრუნველი მამაკაცი უცებ იქცევა ინერტულ, მოსაწყენ, უყურადღებო მამრად, რომელიც თქვენი საუბრის ნახევარსაც ვერ გაიგებს და ვერ მიხვდება, რა მოხდა. მერე კი, გამორიცხული არ არის, ისევ მოუნდეს „აკრძალული ხილი” და აქეთ-იქით დაიწყოს თვალების ცეცება – ესეც მამაკაცის ხასიათში დევს და გაბრაზებას აზრი არა აქვს; იქნებ ისეც მოხდეს, რომ თქვათ: „მე ეს კაცი არ მიყვარდა. საერთოდ არ შემეფერება...” თუ „აკრძალული ხილის” მოყვარული კაცი პირველი სიყვარული იყო, მაშინ, გასაგები იქნება, თქვენი ხანგრძლივი გულგატეხილობა, მაგრამ, ცხოვრება აქ არ მთავრდება და, არც ის უნდა თქვათ, რომ მეორედაც იგივე მოხდება. თქვენი პოზიცია – თავდაცვის მზადყოფნა, ფაქტობრივად, ბუნებრივია. მაგრამ, ისეც არ ქნათ, რომ სრულიად მარტო დარჩეთ და მოიწყინოთ. კარგი საშუალებაა მის შესახებ მაქსიმალური ინფორმაციის მოგროვება და მისი გამოყენება საჭიროებისამებრ.

და, კიდევ: არ მოირგოთ მტაცებელი ქალის როლი და მეტისმეტი არ მოგივიდეთ, თორემ, გაგექცევათ, როგორი მაცდუნებელიც არ უნდა იყოს მისთვის თქვენი „აკრძალული ხილი.”

 

გრძნობა – თავისუფლება!

 

შეიძლება, ამაზე არასდროს გიფიქრიათ, მაგრამ ცუდი და არასრულფასოვანი ძილი ძალიან უშლის ხელს ნორმალურ, ჰარმონიულ ოჯახურ ცხოვრებას. ბუნებრივია, რომ გამოუძინებელი ადამიანი გაღიზიანებული და ფეთქებადია. როგორი ძლიერიც უნდა იყოს გრძნობა, შინაგანი მდგომარეობა მაინც არ მოგცემს საშუალებას, ბოლომდე დამთმობი, გახსნილი, ღიმილიანი და მშვიდი იყო... ადამიანის თავისუფლება ყველაფერში უნდა იყოს გამოხატული. არ არის საჭირო, უნარ-ჩვევები მხოლოდ იმის გამო შევიცვალოთ, რომ ვიღაცას, თუნდაც საყვარელ ადამიანს, ეს არ მოსწონს. პირადი და შინაგანი თავისუფლება აუცილებელია სრულფასოვანი გრძნობისთვის. დიახ, თავისუფალი ძილის დროსაც უნდა ვიყოთ. მაგალითად, თუ მოგწონთ  შიშველ მდგომარეობაში ძილი, უნდა დაიძინოთ კიდეც შიშველმა. ეს თითქოს არც ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ, როცა საკუთარ თავს რამეში ზღუდავ, თუნდაც ნებაყოფლობით, აუცილებლად ითრგუნები, რაც უკვე აღარ არის თავისუფლება. გრძნობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, ორივე დარჩეთ თავისუფალი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ, შეგიძლიათ, ისე მოიქცეთ, როგორც მარტო ყოფნის შემთხვევაში. ვალდებულებები და პასუხისმგებლობა ყოველთვის რჩება, უბრალოდ, საუბარია შინაგან თავისუფლებაზე, რომელიც მხოლოდ შენია და არავის აქვს უფლება, მიისაკუთროს...

აჯობე სიმშვიდით!

 

ხშირად, ჩვენთვის საყვარელი და ძვირფასი ადამიანები, ნებით თუ უნებლიეთ, მოგვმართავენ უხეშად და ცდილობენ, საკუთარი სიმართლე ამ ფორმით გაიტანონ. უხეშობა, აგრესია და შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა კიდევ უფრო მტკივნეულია იმ ადამიანისგან, რომელიც გიყვარს. თუმცა, აგრესიაზე აგრესიით პასუხი კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას. საკმაოდ უსიამოვნოა, როცა გიყვარს ადამიანი, არ გინდა მასთან ჩხუბი, მაგრამ, ისიც არ შეგიძლია, ყოველთვის გაჩუმდე და მოითმინო წყენა. უნდა იპოვო ოქროს შუალედი, როცა ვერც ზედმეტ უხეშობას უსაყვედურებ საკუთარ თავს და არც იმაზე მოგეშლება ნერვები, რომ ხმა არ ამოიღე უსამართლობის წინააღმდეგ. 

აგრესიული ადამიანების ორი კატეგორია არსებობს: ერთნი ბუნებით არიან აგრესიულები, ანუ, ეს მათ ხასიათში აქვთ და სიამოვნებასაც იღებენ, როცა თავიანთი აგრესიით ადამიანებს ნერვებს უშლიან. ასეთს უნდა დაანახვოთ, რომ გულგრილი ხართ,  მისი აგრესია თქვენზე არ მოქმედებს და, როცა სიამოვნებას ვეღარ მიიღებს, შეგეშვებათ; მეორე ჯგუფი ადამიანებისა აგრესიას ამჟღავნებს იმიტომ, რომ ვინმეს სუსტი არ ეგონოს, ანუ, ეს არის მისი თავდაცვითი რეაქცია. ასეთთან ურთიერთობა უფრო იოლია – დაანახვეთ მას თქვენი კეთილგანწყობა, გაუღიმეთ და მიეფერეთ თუნდაც სიტყვით და პრობლემა აღარ იარსებებს. გახსოვდეთ ისიც, რომ სიმშვიდე საუკეთესო იარაღია ნებისმიერი აგრესორის წინააღმდეგ.

 

აბსოლუტური ჭეშმარიტება

 

ქალები ადვილად იჯერებენ ლამაზ ტყუილს – შეთხზწავენ მითს ან გმირს და მერე ეთაყვანებიან. ძალიან ბევრ მათგანს ოცნებაში ცხოვრება ურჩევნია რეალობასთან შეგუებას, მაგრამ ცხოვრება არ მისცემს მათ საშუალებას, უზრუნველად იფრინონ ღრუბლებში. როგორ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ყოველდღიურმა ერთფეროვნებამ და რუტინამ იმედგაცრუება არ მოგვგვაროს და დეპრესიაში არ ჩაგვაგდოს?

ჭეშმარიტება პირველი: კარგი სიმღერა და საოჯახო საქმეების კეთება მუსიკის თანხლებით ხსნის სტრესს და გვეხმარება ფიქრში, რაც პრობლემების გადაჭრის საშუალებას გვაძლევს.

ჭეშმარიტება მეორე: ძალიან სასარგებლოა მეგობრებთან კონტაქტი, თანამოაზრეების, მოკავშირეების გარემოცვაში ყოფნა – ასე თავს ბედნიერად გრძნობ, თუნდაც ეს „თანამოაზრე” ოთხფეხა და საყვარელი ძაღლი იყოს.

ჭეშმარიტება მესამე: მამაკაცი მონადირე უნდა იყოს ურთიერთობაშიც. პრინცი ეძებდა კონკიას; ურჩხული მზეთუნახავს საჩუქრებით ანებივრებდა; ალადინმა ჟასმინი გადაარჩინა... ანუ, საყვარელმა მამაკაცმა თქვენთვის რაღაც უნდა გააკეთოს. სხვანაირად, რით დაგიმტკიცებთ სიყვარულს?!

ჭეშმარიტება მეოთხე: ქალს რაღაც საიდუმლო უნდა ჰქონდეს. მასში ჭარბად თუ არა, მცირე დოზით მაინც უნდა იყოს იდუმალება. იყავით ცოტათი მაინც უცნაური, ორიგინალური, სხვებისგან განსხვავებული და  – შეუმჩნეველი არ დარჩებით.

ჭეშმარიტება მეხუთე: უფლისწულები ნამდვილად არსებობენ; რაინდებიც... უფრო სწორად, ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია, გადაიქცეს რაინდადაც და უფლისწულადაც. მთავარია, ისე შეუყვარდეთ, რომ ძალიან მოინდომოს ეს ტრანსფორმაცია...

 

შექმენი შენი გმირი

 

რატომ უნდა გიყვარდეს ის, ვინც მუდმივად მიუწვდომელია, ვინც ვერასდროს იქნება შენ გვერდით? აჯობებს, თავად შექმნა საკუთარი გმირი. ადამიანის გადაკეთება შეუძლებელია, მაგრამ, საყვარელი მამაკაცის კორექციას მოახერხებთ... ზოგადად, ყველა მამაკაცი დიდი ბავშვია – მათ უყვართ ლამაზი ტყუილი და ადვილად იჯერებენ იმას, რომ სხვებზე ბევრად უკეთესები არიან. შეგინიშნავთ, როგორი ინტერესით უყურებენ მულტფილმებს და იცინიან მარტივ იუმორზე?! გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და ისე მიუდექით, როგორც ბავშვებს, მაგრამ, ზედმეტიც არ მოგივიდეთ: კუთხეში დაყენება და ყურის აწევა საჭირო არ არის. შენიშვნის მიცემა შეიძლება, თუმცა, ამასაც თავისი ტაქტიკა სჭირდება. მუდმივად უნდა შეახსენოთ, რომ ნიჭიერი, სიმპათიური, გონებამახვილი და, ერთი სიტყვით, საუკეთესოა. ანუ, კაცებს წახალისება ისევე სჭირდებათ, როგორც ბავშვებს. ისინი არც საჩუქარზე ამბობენ უარს, არც გემრიელ სასუსნავზე და მოფერებითაც ყველაფერს გააკეთებინებ. მართალია, მოფერება იმ ადამიანისა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ნერვები გვარიანად აგიშალათ, ძნელია, მაგრამ, მთავარი ხომ შედეგია, რომელმაც ბოლოს კომფორტი უნდა შეგიქმნათ?! რაც შეეხება გმირის თვისებებს, ნელ-ნელა ამ ყველაფრის გამომუშავებაც შეიძლება – სტილსაც შეუცვლით და ხასიათშიც შეიტანთ კორექციას. თქვენ უნდა ასწავლოთ, რა მოგწონთ, რა გსიამოვნებთ, რა გიხარიათ და რა გწყინთ; თავისით ვერაფრით მიხვდება, რატომ გაგახარებთ მისგან მოძღვნილი თუნდაც ერთი ყვავილი და რას ნიშნავს ქალისთვის მამაკაცის ყურადღება.

скачать dle 11.3