კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რატომ არ შეიძლება მეძუძური დედისთვის გარუჯვა?

პასუხი: იმიტომ, რომ არ მოხდეს  სარძევე ჯირკვლების მზეზე გადახურება ან გადაციება და, შესაბამისად, არ გამოიწვიოს გართულებები მასტიტის სახით.

კითხვა: ვიმშობიარე ოთხი თვის წინ. მშობიარობის შემდეგ საშინლად მცვივა თმა.  იქნებ, მირჩიოთ რამე?

პასუხი: მშობიარობის შემდეგ (დაახლოებით მე-8 კვირას) ხშირად იწყება ხოლმე თმის ცვენა. ეს ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე რთულ ჰორმონულ გარდაქმნებსა და ორსულობისა და მშობიარობის თანმდევ სტრესულ სიტუაციებს უკავშირდება. ასეთ შემთხვევაში თმის ცვენა, ჩვეულებრივ, უმნიშვნელოა (და არა ძლიერი), თუმცა, არ არის გამორიცხული, ეს დამატებითმა ფაქტორებმა (სტრესმა, ქრონიკულმა დაღლილობამ, ანემიამ) გააძლიეროს. პროცესი იშვიათად არის შეუქცევადი. თუ 3-6 თვის გავლის შემდეგ  თმის ცვენა გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს. უნდა გამოირიცხოს ანემია და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, შემდგომში კი შეიძლება, საჭირო გახდეს ტრიქოლოგის დახმარება.

კითხვა: ვარ 27 წლის. ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ყელში მაქვს პატარა ხორცმეტებივით წანაზარდები. იქნებ, მითხრათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს, ან რით ვიმკურნალო? 

პასუხი: აუცილებელია, მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს, რომელიც   აღნიშნული მიდამოს გასინჯვის შემდეგ გააკეთებს შეფასებას. შესაძლოა, ეს იყოს კონდილომები, თუმცა ნახვის გარეშე ზუსტად ვერ გიპასუხებთ.

კითხვა: რამდენი ხანია, ხშირად მაქვს ცხვირიდან სისხლდენა. ორი-სამი კვირის წინ გაციებული ვიყავი და ამას დავაბრალე, მაგრამ, ახლა კიდევ მიგრძელდება, თან,  საშინელი თავის ტკივილები მაქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: თქვენ აუცილებლად გესაჭიროებათ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან ვიზიტი და  ცხვირის ღრუს დათვალიერება;  შესაძლო მიზეზია პარანაზული წიაღების ანთება – სინუსიტი; ასევე, საჭიროა არტერიული წნევის კონტროლი.

კითხვა: მაინტერესებს, ნევროზმა თუ შეიძლება, გავლენა მოახდინოს კუჭის მუშაობაზე, მაგალითად, გამოიწვიოს კუჭის შეკრულობა, კუჭის აშლა, ან კიდევ ტკივილები მუცლის არეში? 

პასუხი: ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, კერძოდ, ისეთი განცდები, როგორიცაა აგრესია, შიში, დეპრესია – არღვევს კუჭის მოტორიკას, რის შედეგადაც დასაწყისში აღინიშნება ფუნქციური, შემდეგ კი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტრუქტურული ცვლილებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, შეკრულობა, ემოციური დიარეა, წყლულოვანი კოლიტი. 

скачать dle 11.3