მხოლოდ ფაქტები
* ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს მცხოვრებმა პაულუ დუშ სანტოსმა, გახსნა მაღაზია და მას „გესტაპო“ უწოდა, რადგან ამ სიტყვის მხოლოდ ჟღერადობა მოსწონდა, შინაარსი არ ესმოდა. თუმცა, აღშფოთებულ ადგილობრივ ებრაელთა მოთხოვნით, პოლიციამ სახელწოდება მალე შეაცვლევინა.
* ბერძენი ფილოსოფოსი ანახარსისი ადამიანებს სამ კატეგორიად ყოფდა: მკვდრებად, ცოცხლობდა და ვინც ზღვაშია.
* შვეიცარიელმა მეცნიერმა შეადგინა ძაღლის კუდის ჟეტსების ლექსიკონი.
* ამერიკელმა ლაიონმა დააპატენტა დანადგარი, რომლისგან გამოსროლილ საპნის ბუშტებს მიზანში სროლის ვარჯიშისას, თეფშების მაგივრად იყენებენ.
* 1991 წლის 1 იანვრიდან ევროპის ეკონომიკური კავშირის სპეციალური დადგენილებით, სტაფილო ხილს მიეკუთვნა, რომ მისგან კონფიტიურის დამზადება ყოფილიყო შესაძლებელი.
* მაკრატელი ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა.
* რუმინეთში გამოიგონეს ყალბი ფულის ამომცნობი აპარატი, რომელიც ნამდვილ ბანკნოტს ყალბისგან შრიალის მიხედვით განარჩევს.
* ორიგინალში „ათას ერთი ღამე“ ასე იწყება: „ალადინი იყო პატარა ჩინელი ბიჭუნა...“
* ბრიტანული პოლიციის თანამშრომელი პიჩი 2003 წელს ამ ძალოვანი სტრუქტურის ყველაზე ცნობილი ბრიტანელი გახდა. კინოლოგ პოლიციელს არ უნდოდა ყურადღების გარეშე დარჩენილიყო მისი დამსახურება, ძაღლის სახელით მოხსენებითი ბარათი დაწერა და ხელის მოწერის ადგილზე პიჩის თათის ანაბეჭდი დაუსვა.
* გამოკვლევებით, ჰონკონგის მოსახლეობის 64 პროცენტს სრულიად არ აინტერესებს რელიგია, ჩეხეთში – 55 პროცენტს, სამხრეთ კორეაში – 46 პროცენტს, მსოფლიო მოსახლეობის – 13 პროცენტს. ყველაზე რელიგიურად დასავლეთ აფრიკის მცხოვრებლები ითვლებიან – 99 პროცენტი. საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, გამოკითხულთა 87 პროცენტი ამტკიცებს, რომ ღმერთი სწამს, მხოლოდ 32 პროცენტი დადის ეკლესიაში ან სალოცავებში.
* ყველაზე გავრცელებული სუფრის მოწყობილობა ჩხირებია.
* ავსტრიის ქალაქ ლუსტენაუში იმდენი ერთნაირი გვარის, სახელისა და მამის სახელის ადამიანია, რომ სატელეფონო წიგნში მათ გასარჩევად არამარტო მისამართი, დაბადების წელი და ოჯახური მდგომარეობაც კია მითითებული.
* რუსეთში 1714 წელს შემოიღეს წმიდა ეკატერინეს ორდენი. ეს იყო ერთადერთი ორდენი, რომლითაც ქალებს აჯილდოებდნენ.