რობერტ მუგაბე – 90 წლის აფრიკელი დიქტატორი
2014 წელს აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სისხლიან დიქტატორს, ზიმბაბვეს პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს 90 წელი შეუსრულდა. ის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში ოდიოზურ და ქარიზმატულ ფიგურად ითვლება და მისი ავტორიტეტი, სოლიდური ასაკის მიუხედავად, ზიმბაბვეში დღემდე ხელშეუხებელია.
* რობერტ მუგაბე დაიბადა 1924 წლის 21 თებერვალს კუტამეში, სამხრეთ როდეზიაში, მაშინდელ ბრიტანულ კოლონიაში. მუგაბეს ოჯახი ქვეყნის ეთნიკურ უმრავლესობას, შონას ტომს ეკუთვნოდა. რობერტის ორი უფროსი ძმა ბავშვობაში შიმშილისგან და სხვადასხვა დაავადებისგან გარდაიცვალა, რის შემდეგაც რობერტის მამა, გაბრიელ მუგაბე, როდეზიის სიდიდით მეორე ქალაქში – ბულავაიეში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ხის ხელოსნად დაიწყო მუშაობა და ამით ეხმარებოდა ოჯახს. რობერტი და მისი უმცროსი ძმა – დონატო დედასთან ერთად დარჩნენ საცხოვრებლად. ბავშვობაში მომავალ დიქტატორს წიგნების კითხვა უყვარდა და ისე იყო მიკრული დედას, მისი თანატოლები „დედიკოს ბიჭსაც” კი ეძახდნენ.
* 60-იან წლებში სამხრეთ როდეზიაში ძალებს იკრებდა კოლონიზატორების მმართველობის წინააღმდეგ გამათავისუფლებელი მოძრაობა. სამშობლოში დაბრუნებული რობერტ მუგაბე იმ დროისთვის აკრძალული პარტიის – „ზიმბაბვეს აფრიკელი ხალხის კავშირის” წევრი გახდა, მაგრამ მაოსისტური იდეოლოგიის გამო, მალეეე წამოვიდა იქიდან და საკუთარი პარტია „აფრიკული სახალხო კავშირი” შექმნა. ეს პარტიაც აკრძალულთა შორის მოხვდა და მუგაბე პარტიული საქმიანობისათვის ციხეში ჩასვეს, სადაც მან 11 წელი გაატარა. საინტერესოა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში მუგაბემ დაუსწრებლად მიიღო სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტის მართვის ბაკალავრის და ლონდონის უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის დიპლომები.
* 1987 წელს ზიმბაბვეში მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია არსებობდა – მუგაბეს პატრიოტული ფრონტი. მან გააუქმა პრემიერის თანამდებობა და საკუთარი თავი პრეზიდენტად დანიშნა, აგრეთვე, მან დაიწყო ეგრეთ წოდებული „შავი გარდაქმნის” პროგრამის განხორციელება, რომლის შედეგად ყველა თეთრკანიანი ფერმერი „სამშობლოს მტრად” გამოცხადდა და მათ ჩამოერთვათ მიწის ნაკვეთები. ამის გამო 2002 წლისთვის ზიმბაბვეში მილიონამდე დაქირავებული მუშა უსამსახუროდ დარჩა, ხოლო თეთრკანიანების საწარმოები საერთოდ დაიკეტა. 4 000 თეთრკანიანი სასწრაფო წესით იქნა გამოძევებული ქვეყნის ტერიტორიიდან. ამ რეფორმამ ზიმბაბვე უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვანა. უკანასკნელი მონაცემებით, ზიმბაბვეს 12 მილიონი მოსახლიდან 10 მილიონი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, 4 მილიონი შიმშილს მეზობელ ქვყენებში გაექცა. უმუშევართა საერთო რაოდენობამ 94 პროცენტს მიაღწია, ხოლო ჰიპერ-ინფლაციის შედეგად, ერთი ამერიკული დოლარის ფასი 25 მილიონი ზიმბაბვური დოლარი გახდა.
* ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე პროფესიონალი თაღლითის მსხვერპლი გახდა: ზიმბაბველი „ჯადოქარი,” როტინა მავუნგა, შეჰპირდა პრეზიდენტს, რომ შელოცვებითა და სხვა მისტიკური რიტუალებით, ჩვეულებრივი ქვებისგან საწვავს მიიღებდა და ამით მოაგვარებდა ზიმბაბვეს ენერგოპრობლემებს. ანაზღაურების სახით მუვანგამ მუგაბეს ასეულობით თავი საქონელი, სოლიდური თანხა დოლარებში და მიწის ნაკვეთები მოითხოვა. მუგაბემ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ორი წლის განმავლობაში ელოდა, თუ როგორ გამოიყვანდა ჯადოქარი ქვისგან ბენზინს. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მუვანგა ჩვეულებრივი თაღლითი იყო, რომელიც ფულს სძალავდა მუგაბეს, რომლის ბრძანებითაც თაღლითი დააკავეს და ციხეში ჩასვეს.