რა საიდუმლოს ინახავდა ქალების საცვლების მაღაზიის სარკეები გასახდელებში
მაშინ, როცა საქართველო ღრმა დეპრესიას თუ რეპრესიას განიცდიდა და ხალხს არწმუნებდნენ, სექსი მხოლოდ გასამრავლებლად არსებობსო და „ჯაყოს ხიზნების“ ნახვა სირცხვილად ითვლებოდა, მოსკოვის ცენტრში, მაღალი კლასისა და უცხო სტილის ქალის თეთრეულის („ვიქტორია სეკრეტისეული“) მაღაზია გაიხსნა, რომლის ჭკვიანმა მეპატრონემ მის უკან გახსნა დახურული კლუბი, საიდანაც, კლუბში მისული მამაკაცები გასახდელებში გაშიშვლებულ ქალბატონებს უყურებდნენ და ტკბებოდნენ. ეს ქალბატონები კი იმდენად მოხიბლულები იყვნენ საცვლებით, მათი წარმოსახვა საბჭოთა ფანტაზიას სცილდებოდა და სარკის წინ ვირტუალური ვნების მორევში იძირებოდნენ, ამის სანახავად კი, სარკეების მეორე მხარეს მყოფი მამაკაცები უამრავ ფულს ხარჯავდნენ.
– 90-იან წლებში მოსკოვის ცენტრში, ერთ-ერთ კლუბში, დაცვაში დავიწყე მუშაობა. ახალი ჩასული ვიყავი, ბინა არ მქონდა და ამ კლუბში ერთი პატარა ოთახი მომცეს, სადაც მეძინა – სახლიც ის იყო და სამსახურიც. თავიდან, რომ მითხრეს, მარტო კაცები უნდა შემოუშვაო, გამიკვირდა, მაგრამ, მერე რომ ვნახე, რაც ხდებოდა, დავწყნარდი.
– კონტროლი მარტო ქალების შემოშვებას კრძალავდა თუ სხვა პირობებიც იყო?
– იარაღით შემოსვლა იკრძალებოდა, ასევე, ნასვამ მდგომარეობაში შემოსვლა და, რაც მთავარია, 25 წლამდე ბიჭების შემოშვება გვეკრძალებოდა. ადვილი ის იყო, რომ ყველა კლიენტს „ოქროს ბარათი” ჰქონდათ და, ისე, უბრალოდ, ქუჩიდან ვერავინ შემოვიდოდა. თან, ისეთ ადგილას იყო, თუ არ იცოდი, კონკრეტულად სად არის ეს კლუბი, საერთოდ ვერ მიხვდებოდი, იქ თუ რამე შეიძლებოდა ყოფილიყო.
– ეს ბარათები საშვი იყო შემოსასვლელად?
– კლიენტი მოდიოდა რეკომენდაციით, ანუ, ვიღაცის სახელით მოვიდოდა, იტყოდა, იმან გამომგზავნაო და ამის მერე შედიოდა ადმინისტრატორთან, სადაც განაცხადს ავსებდა, რომ სურდა კლუბის წევრობა, მერე კი იხდიდა ფულს. აღარ მახსოვს, რა ღირდა, მაგრამ, იმ დროისთვის დიდი ფული იყო და, შეეძლო, მთელი თვე, როცა მოუნდებოდა, მაშინ შემოსულიყო. მაგალითად, პირობითად, იხდიდა 1 000 დოლარს და იღებდა ბარათს; 30 დოლარი შემოსვლისას ეჭრებოდა, დანარჩენი 970 დოლარი კი შეეძლო, იმ დღესვე დაეხარჯა და მეორე შემოსვლაზე თავიდან მოუწევდა სრული თანხის გადახდა; მაგრამ, შეეძლო, დარჩენილი თანხა მთელ თვეზე გადაენაწილებინა. ასევე, შეეძლო, საჭმელ-სასმლის ფული ქეშად გადაეხადა ან ის ავანსად დადებული თანხა გამოეყენებინა; მაგრამ, თუ ერთ თვეში ვერ ამოწურავდი, დარჩენილი თანხა გიუქმდებოდა და მომავალ თვეს თავიდან გიწევდა გადახდა.
– ასეთი მკაცრი პირობების მიუხედავად, მაინც გყავდათ კლიენტურა?
– დიდი კლუბი არ იყო, სულ 100 კაცამდე ეტეოდა, მაგრამ, შესვენების საათებში გადატენილი იყო იქაურობა. იქ ისეთი ცოცხალი სანახაობა იმართებოდა, ვინ არ გადაიხდიდა, თან, როცა ბევრი ფული გაქვს.
– მომიყევი ამ ცოცხალ შოუზე – რა ხდებოდა და როგორ იყო გაკეთებული?
– კლუბის გვერდით იყო ქალების საცვლების მაღაზია, ოღონდ, ძალიან ძვირიანი, თან, 6 საათის მერე იღებოდა და 11 საათამდე მუშაობდა. ამ მაღაზიის გასახდელები კლუბში შემოდიოდა, ანუ, ქალები გამოსაცვლელად ან მოსაზომებლად რომ შედიოდნენ და სარკეში იყურებოდნენ, მეორე მხრიდან ჩვენი კლიენტები უყურებდნენ.
– და, იმაში იხდიდნენ ფულს, რომ შიშველი ქალი დაენახათ?
– შიშველი ქალი ერთია და, მეორეა როგორ იქცევიან ქალები გასახდელში, სარკის წინ – მიმიქარავს სტრიპტიზი. ზოგი ძუძუსთავებს იზელდა, ზოგი საკუთარ სხეულს ეფერებოდა, ზოგი სარკეს ლოკავდა და თითითაც ეთამაშებოდნენ რაღაც-რაღაც ადგილებს. იყო მომენტები, როცა ორი ქალი შედიოდა გასახდელში და, აი, იქ უკვე მიდიოდა ნამდვილი შოუ.
– ლესბოსელები სექსით კავდებოდნენ?
– არა. ლესბიანკებიც იყვნენ ხოლმე, მაგრამ, ეს უფრო ორი ქალის გართობა იყო, ვიდრე სექსი. ხალისობდნენ, ერთმანეთს ახალ ტრუსიკში უყოფდნენ ხელს, ლიფზე ეფერებოდნენ და ენასაც უსვამდნენ, მაგრამ, ეს ყველაფერი გართობა უფრო იყო, ვიდრე სერიოზული რაღაც.
– მერე, თქვენი კლიენტები არ ხელცქვიტობდნენ?
– ტუალეტში თუ რამეს აკეთებდნენ, არ ვიცი, მაგრამ, დარბაზში ასეთი რაღაც არ ხდებოდა. ძირითადად, შეძახილებით იმხნევებდნენ თავს. სამწუხაროდ, სულ ერთი წელი იმუშავა კლუბმა და მერე მეპატრონემ დახურა.
– თუ მომგებიანი კლუბი იყო, რატომ დახურა?
– ამბობდნენ, რომ ბევრმა ბობოლამ ნახა იქ თავისი ცოლი, რაც გამორიცხული არ არის, იმიტომ, რომ საცვლების მაღაზია ძალიან ძვირიანი იყო და იქ მხოლოდ ფულიანი ქმრების ცოლები ყიდულობდნენ თეთრეულს, ფულიანი ქმრები კი ბილიარდის კლუბში ერთობოდნენ.
– კლუბის დახურვის შემდეგ შენ რა ბედი გეწია?
– მეპატრონეს რამდენიმე რესტორანი ჰქონდა და ერთ-ერთში გადამიყვანა. სადაც გადავედი, ისიც ძვირად ღირებული რესტორანი იყო, მაგრამ, კლასიკური და მაღალი დონის. როცა იქ დავიწყე მუშაობა, კლუბის ბევრი ძველი კლიენტი აღმოვაჩინე და მერე უკვე გასაგები იყო, საიდან იგებდნენ ეს ტიპები იმ კლუბის შესახებ, თან ისე, რომ სიტუაცია არ ბაზრდებოდა.