კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ესმით “კაზანტიპის„ მნიშვნელობა ანაკლიელებს და რატომ მიიჩნევენ ისინი ღონისძიების ჩატარებას აუცილებელ საჭიროებად

ანაკლიაში „კაზანტიპის“ სამზადისი დასასრულს უახლოვდება. „Z22-ის” სეზონის ძირითადი სამშენებლო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. „გენაცვალე სიტი“ უმასპინძლებს ნებისიერ ადამიანს, რომელიც დროულად გამოთქვამს ვიზის შეძენის სურვილს. ერთი ადამიანი კარვით 10 დღის განმავლობაში 99 დოლარად ისარგებლებს. ვიზის აღება კიდევ უფრო გამარტივდა: სტუდენტებისთვის, 4-8 აგვისტოს ჩათვლით, 50-პროცენტიანი ფასდაკლება დაწესდა. პროექტი მინიმუმ მზეს, ზღვას, ქვიშას, სისხლის ამადუღებელ მუსიკასა და ბევრ ღიმილს გვპირდება. როგორც კაზანტიპის პრეზიდენტი, ნიკიტა მარშუნოკი, ამბობს „ეს იქნება დაუვიწყარი ათი დღე“. „Z22 -ის” ახალი სეზონი, როგორც უკვე ვიცით, 20 აგვისტოდან გაიხსნება. „რესპუბლიკაში” არის ოთხი სცენა, მათ შორის  მთავარია „მაინ სტაგე”, რომელსაც საკუთარი ამფითეატრი აქვს და ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს გვიჩვენებს, კერძოდ: გახსნისა და დახურვის გრანდიოზულ ცერემონიალს, ახალ წელს, ჩემოდნების აღლუმს და სხვა გართობას ყოველდღე დაემატება „რესპუბლიკა კაზანტიპის” სტუმრებისა და მცხოვრებლების ერთად შეკრება, რათა მზის ჩასვლას უყურონ – გააცილონ მზე და ჩაუთქვან სურვილები. სიახლეებითა და სიურპრიზებით დატვირთული ათი დღე გვპირდება ახალ მუსიკას სხვადასხვა ჯგუფის ცოცხალი შესრულებით. ანაკლიაში „კაზანტიპის რესპუბლიკა” ტრადიციებს არ უღალატებს და, როგორც ყოველწლიურად, წელსაც გაიმართება „ინვიტე სტაგეს” ტერიტორიაზე საპნის ბუშტების ღონისძიება  და საქორწინო ცერემონიალები.

ანაკლიის ტერიტორიაზე უკვე დაიდგა „რესპუბლიკა კაზანტიპის” სიმბოლო – ყვითელი ჩემოდანი, რომლის შიგნით საინფორმაციო ცენტრი განთავსდება. თვალშისაცემი იქნება ბარების ნაირფეროვნება; ქართული ეროვნული სამზარეულოს გვერდით ბინას დაიდებს ბერძნული, თათრული და იტალიური კერძები. „კაზანტიპი” მხოლოდ მუსიკალური ფესტივალი არაა, იგი აერთიანებს სპორტულ, კულტურულ და მუსიკალურ  მოვლენებს. სპორტის მოყვარულებისათვის ხელმისაწვდომი იქნება საფეხბურთო მოედანი და ჩოგბურთის სათამაშო კორტები.  მუსიკალურ ღონისძიებას არაერთი ქართველი მუსიკოსი წარუძღვება, მათ შორისაა გიო შენგელია და „ბაჩო & ჩობერტ“.

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი დაპირებებისა, ქართულ საზოგადოებაში ამ პროექტთან დაკავშირებით აზრი ორად იყოფა: ერთი ნაწილი  ღონისძიების ჩატარებას ემხრობა, მეორე კი, პირიქით – კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამ ფაქტთან დაკავშირებით, „კაზანტიპის” პრეზიდენტმა, ნიკიტა მარშუნოკმა განაცხადა: 

„მინდა ვუთხრა ხალხს, რომლებიც აპროტესტებენ „კაზანტიპის” ჩატარებას, რომ აქ იქნება შესანიშნავი მუსიკა და გარემო. რა ხდება? ეწინააღმდეგებიან ისინი ღიმილს? მითხარით, რაშია პრობლემა? აბა, დავფიქრდეთ, რისი მოტანა შეუძლია „კაზანტიპს” საქართველოსთვის? ისიც გავითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, მსოფლიო სასწაულს ელოდება ამ კრიზისის დაძლევაში. ჩვენ ამ მხარეს, ამ ადგილს გადავაქცევთ ერთ-ერთ საუკეთესო და მიმზიდველ კურორტად. ადგილობრივების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება – ეს იქნება ფულის შოვნის საუკეთესო გზა. მინდა დავამატო, რომ „კაზანტიპი” 22 წელია, არსებობს და ხალხის დიდი რაოდენობა გვისმენს, მოსწონთ ეს პროექტი. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, რელიგიასა და ეკონომიკას ერთმანეთში ნუ ავურევთ“.

გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ ანაკლია „კაზანტიპს“ 10 წლის განმავლობაში უმასპინძლებს, მარშუნოკი აცხადებს:

 „ვერ გეტყვით, ეს ჩვენ არ დაგვიგეგმავს. მიწის იჯარით აღებას თუ გულისხმობთ, ამ საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკება მთავრობასთან, გაიმართა რამდენიმე სხდომა. თუ ამ ფაქტს ხალხი გააპროტესტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინებთ მათ აზრს. ისინი ამბობენ, რომ ეს ღონისძიება ამორალურია, თუმცა, ვერ ვხვდები, მე რაში მადანაშაულებენ, როდესაც მთავრობა თანახმაა. გადაწყვეტილებას იღებს ჩვეულებრივი ხალხი, ამიტომ, მათი აზრი მნიშვნელოვანია ჩვენთვის. უკვე მეეჭვება, ანაკლიაში მოიძებნებოდეს ადამიანი, რომელიც წინააღმდეგია ამ ღონისძიების ჩატარების. დაველოდოთ პირველ სექტემბერს და შემდეგ ვისაუბროთ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე“.

ნიკიტა მარშუნოკის განცხადების შემდეგ ადგილობრივებთან დაკავშირებით, გავესაუბრეთ ანაკლიელებს. ერთ-ერთმა მათგანმა „თბილისელებს“ განუცხადა:

„ჩვენ არ ვართ ამ ღონისძიების ჩატარების წინააღმდეგი – ეს გახდება ჩვენი შემოსავლის წყარო. გარდა იმისა, რომ ტურისტებს ვუმასპინძლებთ, გაგვიჩნდა სამუშაო – „კაზანტიპის” სამშენებლო საქმიანობაში ჩავებით. ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენთვის, რადგან, არ გვაქვს სტაბიულური სამუშაო და, შესაბამისად – შემოსვალი. წარმოდგენა არ მაქვს როგორია თავად ღონისძიება, უბრალოდ, რასაც ამბობენ, ის ვიცი მეც. ამიტომ, არ მინდა წინასწარ ლაპარაკი და ვინმე განვსაჯო. ვფიქრობ, მაინც უნდა დაველოდოთ მის დამთავრებას და მერე გადაწყდება ყველაფერი, კიდევ უნდა ჩატარდეს თუ არა. იმ ინფორმაციით, რასაც ჩვენ ვფლობთ, დასაშვებია პროექტის განხორციელება. ეს არის ჩემი შეხედულება, სხვა რას ფიქრობს, არ ვიცი. ბიზნესის თვალსაზრისით, გაცილებით ბევრად მომგებიანი იქნება. ოჯახებმა, რომლებმაც შეძლეს, აიღეს სესხები, რათა ტურისტს ნორმალურ გარემოში მოუწიოს ცხოვრება“.

ადგილობრივებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც წინასწარ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 

პროექტის ფარგლებში, გასართობ ღონისძიებებს ემატება, აგრეთვე, საზღვაო, საღებავებისა და ბალიშების „ომი”; ბუშტების გაშვება. „რესპუბლიკა კაზანტიპის” კონსტიტუციის მიხედვით, ყოველი დღე დაკანონებულია როგორც  დღესასწაული. 

скачать dle 11.3