დმანისში ორი მსოფლიო რეკორდი დამყარდა
3 აგვისტოს, დამანისში, ადგილობრივ ფესტივალზე, რეკორდსმენების გამოსვლა გაიმართა. საქართველოს მოქალაქე ეტიბარ ელჩიევმა ორი მსოფლიო რეკორდის დამყარება შეძლო. პირველი რეკორდი: მან ორგანიზმში არსებული ბიოენერგიისა და მაგნიტის მეშვეობით, სხეულზე მიიკრა თვრამეტკილოგრამიანი რკინა, რომელზეც ორი ადამიანი იჯდა. ამ „ტვირთმა” სულ 170 კილოგრამი შეადგინა. ასევე, დააფიქსირა ოცდაათწამიანი რეკორდი, კერძოდ, სხეულზე იგივე მეთოდით მიიკრა თვრამეტკილოგრამიანი რკინა, რომელზეც დალაგებული თხუთმეტი კრამიტი, ჩაქუჩით დაამტვირიეს და რკინა არ ჩამოვარდა.
ამ სანახაობაზე აზერბაიჯანიდან მოწვეულმა ლაჩინ აბდულჰუსეინოვმა, ასევე, ორი რეკორდი დაამყარა. პირველი: თვალში შეირჭო ორი კაუჭი, რომელიც დამაგრებული იყო ერთკილოგრამიან ჯაჭვზე და მიბმული ჰქონდა ორი თექვსმეტკილოგრამიანი გირი. საერთო წონა ოცდაცამეტ კილოგრამს შეადგენდა და თან, ორივე ხელში ეჭირა თექვსმეტკილოგრამიანი გირები. მეორე რეკორდი კი ასეთი იყო: მან ყელში შეირჭო კაუჭი, ზედ დამაგრებული ოცდაოთხკილოგრამიანი გირით და ამისთვის დასჭირდა ოცდაათი წამი. ამავე დროს მას ორივე ხელში ოცდაოთხკილოგრამიანი გირები ეჭირა.
სანახაობა მოეწყო კავკასიის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ორგანიზებით. გენერალური მდივანი კი, შოთა ქელდიშვილი გახლდათ.