კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწია ქართველ ბარიტონს და რა გაიღო მან მსხვერპლად

ქართველი ბარიტონი, რომელმაც აღიარება მოიპოვა იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში, ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად არის ცნობილი. გოჩა აბულაძის მიერ შესრულებული „სევილიელი დალაქის“ შემდეგ, მასზე წერდნენ: „რამდენი ფიგარო უნდა ენახა ადამიანს, რომ, ბოლოს და ბოლოს, შესაძლებლობა ჰქონოდა, გოჩა აბულაძისთვის მოესმინა“.  29 წლის წარმატებული მომღერალი სამშობლოში ერთი თვით ჩამოვიდა. ბარიტონი გოჩა აბულაძე  დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია.

– თქვენ ხართ ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდა,  რომელმაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიაღწია წარმატებას. ქართველ მკითხველს თქვენზე არცთუ ბევრი სმენია. გააცანით თქვენი თავი  საზოგადოებას.

– დავიბადე 1985 წლის 15 ივლისს, ქუთაისში და შესაბამისად, განათლებაც იქ მივიღე. ვიდრე თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარებდი, მანამდე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო ტქნიკუმში ვსწავლობდი 4 წელი ქალბატონ ლუბა ლომაკინას ხელმძღვანელობით. ლუბა ლომაკინამ მე და ჩემი ძმა  – უჩა, თბილისში, ნოდარ ანდღულაძესთან ჩამოგვიყვანა. შემდეგ, 2004 წელს, ჩავაბარე კონსერვატორიაში და სახელმწიფოს დაფინანსებაც მოვიპოვე. სწავლის პერიოდში აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას საოპერო დადგმებში – სულ 25 სპექტაკლი მაქვს ნამღერი. ვაჟა ჩაჩავასთან ორი წლის განმავლობში ვმუშაობდი და ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება და ბედნიერება ჩემთვის. ვაჟა ჩაჩავა იყო ბუმბერაზი პიანისტი, ამიტომ, მიხარია, რომ მასთან მიწევდა თანამშრომლობა. მასთან ერთად მოვამზადე 5 სოლო კონცერტი. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ იტალიაში გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება, რაც ოცნებად მქონდა. იტალიაში მე და ჩემმა ძმამ წარმატებით ჩავაბარეთ გამოცდები.  აქვე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ იტალიაში ჩვენი გამგზავრება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რისი სახსრებიც იმ პერიოდში ჩემს ოჯახს არ მოეპოვებოდა. ამიტომ, მშობლებმა გაყიდეს ბინა ქუთაისში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. დედ-მამა ყველანაირად ცდილობდა ჩვენთვის ხელის შეწყობას.  იტალიაში საქმე კარგად ამეწყო – ფერარას საერთაშორისო კონკურსში გავიმარჯვე. ეს იყო ჩასვლიდან მესამე თვე. ამის შემდეგ გავხდი, საზოგადოებისთვის ცნობილი – არაერთი სტატია დაეთმო ჩემს წარმატებას. წერდნენ, რომ დაიბადა ახალი ბარიტონი, ქართველი გოჩა აბულაძე. აქედან გაიხსნა ჩემი წარმატების კვანძი. შემდეგ დამიკავშირდნენ სააგენტოები, გაჩნდა კონტრაქტები და დავიწყე სისტემატური მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობის ოცნებაც ავიხდინე – ფრანკო ძეფირელისთან ერთად ვიმღერე. მხოლოდ მის ნახვას ვოცნებობდი, შემდეგ კი მასთან ერთად მუშაობაც მომიწია და ეს იყო ენით აუწერელი ბედნიერება. მინდა აღვნიშნო, გუსტავ კუნტთან მოღვაწეობა – ის არის დიდი დირიჟორი ავსტრიაში და მასთან ერთად მივიღე მონაწილეობა საახალწლო გალა კონცერტში.

– გამხდარიყავით მომღერალი და დიდ სცენაზე გამოსულიყავით – ეს თქვენი მიზანი იყო თუ  ვინმეს რჩევით მიჰყევით ამ გზას?

– მე 2 წლის ვიყავი, ჩემი ძმა კი 4-ის, სიმღერა რომ დავიწყეთ და პირველ-მეორე ხმაში ვმღეროდით. ჩვენთან ერთად მღეროდა დედაც – მასაც ძალიან ლამაზი ხმა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ სტუმართმოყვარე ოჯახი გვქონდა, სულ გვიწევდა სიმღერა, თითქმის ყოველდღე. სხვა გზას ვერც გავყვებოდი, იმდენად დიდი ადგილი ეჭირა მუსიკას ჩემს ცხოვრებაში. სხვათა  შორის, მინდოდა, მეთამაშა რაგბი, დავდიოდი კიდეც ქუთაისში და სიგიჟემდე მიყვარს ეს სპორტი, მაგრამ, იყო პრობლემები, რის გამოც ვეღარ გავაგრძელე რაგბის თამაში – იმ პერიოდში მამასთან მომიწია რუსეთში წასვლა. სკოლა რომ დავამთავრე, დავფიქრდი, რომელი პროფესია უნდა ამერჩია და, მივხვდი, რომ სიმღერის გარდა სხვა რამ არც მაინტერესებდა და არც მინდოდა. ეს იყო უფლის ბოძებული საჩუქარი, რომელიც უნდა გამომეყენებინა.

– პირველი აღიარება, რომელმაც გაგითქვათ სახელი...

– საქართველოში ვმღეროდი „ევგენი ონეგინსა” და „სევილიელ დალაქში“ და პირველი ნაბიჯები მაშინ გადავდგი, უწმიდესიც ესწრებოდა ჩვენს კონცერტს. საპატრიარქოშიც ვიყავი მისული. იტალიაში ჩემი დებიუტი იყო „ტრავიატა,” რომელსაც მოჰყვა დიდი წარმატება, გაზეთებშიც აქტიურად იწერებოდა ჩემზე, მადარებდნენ ისეთ დიდ მომღერლებს, როგორიცაა, მაგალითად, ლეო მუჩი. გერმანიაში მქონდა ერთი თვის წინ პრემიერა. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ფაქტია იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში პირველად ვიმღერე საპრემიერო სპექტაკლი, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

– როგორ მოხვდით ისეთი ქვეყნების დიდ საოპერო სცენებზე, როგორებიცაა: საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია?

– ყველაფერი დაიწყო იტალიიდან. იტალიაში, მოგეხსნებათ, დიდი კრიზისია. ძალიან ბევრი ლამაზი თეატრია, მაგრამ, თავად იტალიელებიც მიდიან ქვეყნიდან და სხვაგან იკვლევენ გზას. მომღერლისთვის მნიშვნელოვანია ის გარემო, ის აურა, რომელიც იტალიაშია. სწორედ ეს ქვეყანა მომეხმარა, თამამად გადამედგა ნაბიჯები სხვაგან. მხოლოდ იტალიაში შეუძლებელი იყო მუშაობა და გადავედი გერმანიაში, სადაც დღესაც ორწლიანი კონტრაქტი დავდე და სტაბილური შემოსავალიც მაქვს. სხვადასხვა ქვეყანაში ვმღერი: ახლახან ლონდონში ვმუშაობდი ორი თვის განმავლობაში. დანიაში მაქვს საკუთარი სააგენტო, სადაც ადრე კონცერტები მქონდა. საფრანგეთშიც მათი მეშვეობით აღმოვჩნდი, მათ გამიწიეს რეკომენდაცია და გამიკეთეს კონტრაქტი. ტიპური მომღერლის ცხოვრება მაქვს: ვმოგზაურობ და ვარ (იცინის). პირველი ნაბიჯები გადავდგი იტალიაში და სწორედ მას დავუკავშირებ ყველა ჩემს წარმატებას. საერთოდ, იტალიელ მომღერლებს უპირატესპობას ანიჭებენ; როდესაც გეკითხებიან, სად მღერიო და იტალიას ასახელებ, ეს უკვე ღირებულია, თან, როცა გამართულად მეტყველებ იტალიურად ამასაც ყურადღებას აქცევენ. იტალიის სკოლამაც იქონია გავლენა ჩემს მსმენელზეც და, ზოგადად, წარმატებაზე.

– წარმატების მისაღწევად რისი დათმობა მოგიწიათ?

– ძალიან ბევრი რამ დავთმე, თუნდაც ის, რომ, დრო გადის და ვერ ვახერხებ ჩემს ოჯახთან ყოფნას – იშვიათად მიწევს საქართველოში ჩამოსვლა. მენატრება დედა, მამა, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები. რთულია მათგან შორს ყოფნა. ჩემს ძმასთან ერთად სამი წელი ვცხოვრობდი იტალიაში და სულ ერთად ვიყავით, მაგრამ ახლა უკვე ოჯახი აქვს და საქართველოში ცხოვრობს. ჩემი მხრიდან მსხვერპლი  ის არის, რომ მოშორებული ვარ იმ ყველაფერს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის. მენატრება სამშობლო – საკუთარ მიწაზე რომ ხარ, სხვა განცდაა. ეს არის ის, რისი გამოსწორებაც მინდა, ანუ, უფრო ხშირად რომ ვიყო ჩემს ქვეყანაში, ჩემს ოჯახთან.

– ხშირად თუ ჩამოდიხართ საქართველოში და რამდენი ხნით ახერხებთ დარჩენას?

– ყველაზე დიდი შუალედი მქონდა, როცა 11 თვე ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. თან, ეს ის დრო იყო, როდესაც უჩაც წამოვიდა საქართველოში და მარტო დავრჩი. იტალიის შემდეგ გერმანიაში ცოტა გამიჭირდა, რადგან, შედარებით ცივი ქვეყანაა, მაგრამ, მივეჩვიე ჩემს გრაფიკსაც და ქვეყნებსაც (იცინის). ენის ბარიერებიც გადავლახე – უკვე ოთხ ენაზე ვლაპარაკობ თავისუფლად. ახლა ერთი თვით ვარ ჩამოსული და, მინდა, მაქსიმალურად დასვენებისთვის გამოვიყენო ეს დრო. მომავალი წელი ძალიან დატვირთული მაქვს და ენერგია უნდა მოვიკრიბო.

– 29 წლის ასაკში იყო აღიარებული ბარიტონი, საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. რა მიგაჩნიათ  წარმატების საფუძვლად?

ამის საფუძველი ისაა, რომ დედამ ბავშვობიდან ჩამინერგა ყოველთვის დადებითზე ფიქრი; მასწავლა შრომის დაფასება და საქმის სიყვარული. ყოველთვის მქონდა უკეთესის იმედი და, მიმაჩნდა, რომ არავინ დაბადებულა ვარსკვლავად, ყველამ ძალიან დიდი გზა განვლო აღიარების მოსაპოვებლად და მეც უნდა მეშრომა, შედეგი რომ მიმეღო. კიდევ, ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ფსიქოლოგიური სიძლიერე, რამაც დღემდე მომიყვანა და შემაძლებინა დაბრკოლებების გადალახვა. საერთოდ, დაბრკოლებები უფრო მაძლიერებს, უფრო მიზანმიმართულს მხდის, მეტ ენერგიას მაძლევს. მიმაჩნია, რომ ამქვეყნად მიუღწეველი არაფერია.  შრომა და კიდევ შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

– დაბრკოლებები ახსენეთ; იქნებ, დააკონკრეტოთ...

– დაბრკოლება არაერთი ყოფილა, თუმცა  ეს იტალიაში წასვლამდე უფრო. რამდენიმე კონკურსი იყო, სადაც პირველივე ტურიდან გამომიშვეს. ვერ აგიწერთ, როგორ განვიცადე, მაგრამ, ამ ყოველივემ, პირიქით, უფრო გამაძლიერა, რომ ფარ-ხმალი არ დამეყარა. მეტი შრომისმოყვარეობა გამოვიჩინე და საკუთარ თავზე  დავიწყე მუშაობა. იტალიაში რომ ჩავედი, უკვე 12 კონკურსის ფინალისტი ვიყავი, 6-ის კი – გამარჯვებული.

скачать dle 11.3