კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დადგა ლაშა ხოზაშვილსა და მის პარტნიორზე „ბოსტონ ბალეტში“ საპრემიერო სპექტაკლი და როგორ დაიმსახურა მათმა წყვილმა „ლინკოლნ ცენტრში” დიდი მოწონება

ლაშა ხოზაშვილი უკვე რამდენიმე წელია, ამერიკის დასების საუკეთესო ხუთეულში შესულ „ბოსტონ ბალეტში“ ცეკვავს და თავისი პროფესიონალიზმითა და ულამაზესი შესრულებით მაყურებელს მუდამ აღაფრთოვანებს. ამ ხნის განმავლობაში არაერთ სცენაზე მოუწია ცეკვა, თუმცა, მისთვის დღემდე  ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე, ქართველი მაყურებლის წინაშე გამოსვლა – ყველაზე მეტად ქართველი მაყურებლის აპლოდისმენტები უყვარს. ამიტომ, თუ რამე შემოთავაზება ექნება საქართველოდან და დროსაც გამონახავს, სიამოვნებით იცეკვებს ქართველი მაყურებლისთვის. 

ლაშა ხოზაშვილი: ჩვენ, მოცეკვავეებმა, ვიცით, რა არის ჩვენთვის კარგი და, როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ თავს. ერთხელ, ბოსტონთან ახლოს, მე, ვაჟა მანიამ და რეზო მაჩაიძემ ვისრიალეთ თხილამურებზე. მე „ორზეც” ვისრიალე, „ოთხზეც”, მუცელზეც და ზურგზეც, სანამ მივეჩვეოდი. საფრთხე მაინც მინამალურია. ფეხბურთიც ძალიან მიყვარს. სკოლის დროს ბევრს ვთამაშობდით, მასწავლებელი სულ მიშლიდა: ამდენს ნუ თამაშობო. ახლაც ვთამაშობ ხანდახან ჩემს მეგობრებთან ერთად. ისეთ დროს ვარჩევ, რომ შედარებით თავისუფალი ვიყო –  მეორე დღეს, არ მქონდეს სპექტაკლი. რადგან, როცა დიდი ხანია, არ გითამაშია, მეორე-მესამე დღეს ისე ხარ, ფეხზე ვეღარ დგები. ტრავმა დარბაზში, რეპეტიციის, ან ვარჯიშის დროს უფრო ხშირია. შეგიძლია, აიცილო – კარგად მოემზადო, რაც უფრო მზად ხარ, მით უფრო მინიმალურია ტრავმის ალბათობა, მაგრამ, ეს ისეთი რამ არის, საიდან მოვა, ვერ გაიგებ. მთავარია, რომ სცენაზე არაფერი დაგემართოს, სპექტაკლის დროს. თუმცა, მე არაერთხელ მიცეკვია სცენაზე ტრავმით. მაგალითად, წინა სეზონი ნატკენი ფეხით ვიცეკვე, კბილებით მეჭირა თავი. ერთი-ორჯერ ისე ცუდად გავხდი, მეგონა, ახლა კოჭებთან ყველა ძარღვი ჩამიწყდება-მეთქი. ჯერ ბოლომდე არ მაქვს მორჩენილი, რომ ჩავალ, მკურნალობა უნდა გავაგრძელო. 

– როგორც მითხარი, ეს სეზონი ძალიან დატვირთული გქონდა. 

– გარდა იმისა, რომ ბოსტონში ვიცეკვეთ როგორც ძველი, ასევე ახალი სპექტაკლები, ივნისში ვაშინგტონში გვქონდა გასტროლები ჯერ „კენედის ცენტრში“, შემდეგ – ნიუ-იორკში, „ლინკოლნ ცენტრში“. ნიუ-იორკის გასტროლი ყველაზე საპასუხისმგებლო იყო, რაც კი „ბოსტონ ბალეტსა“ და პირადად მე გვქონია. „ლინკოლნ ცენტრში“ პირველად ვიცეკვეთ, ისევე, როგორც „ნიუ-იორკ სიტი ბალეტის“ სცენაზე. ლომის გალიაში რომ შეაგდო კურდღელი, დაახლოებით ასეთი შეგრძნება გვქონდა. თან, ბალანჩინი წავიღეთ, სადაც მე ვცეკვავდი მთავარ პარტიას. შიში, რა თქმა უნდა, არ მქონია, პირიქით, ძალიან ვიყავი დამუხტული; თან, დიდი პასუხისმგებლობა მქონდა და ათმაგად ვმუშაობდი. ბალანჩინით გავხსენით მეორე პროგრამა და მაყურებელმა მის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოხატა, ძალიან კარგად მიგვიღო. აპლოდისმენტებს კი ველოდით, მაგრამ, ფეხზე წამოდგომასა და ყვირილს – არა. კამერების წინ ხალხმა საოცარი რაღაცეები თქვა... ბალნაჩინის „თეთრი ბალეტი“ რომ ვიცეკვეთ, ერთმა ქალმა თქვა: ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ასეთი შესრულება „ნიუ-იორკ სიტი ბალეტისგანაც“ არ მინახავსო. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თან, პირდაპირ კამერების წინ რომ გააკეთა ხმამაღალი შედარება. კრიტიკაც ძალიან დადებითი იყო. ისეთი კრიტიკოსიც იყო მოსული, ვერავინ რომ ვერ იტანს, რადგან, ამქვეყნად არაფერია მისი მოსაწონი. მან ძალიან მსუბუქად დაწერა ჩვენ შესახებ: არც ის თქვა – ვაიმე, გადავირიეო, მაგრამ, პლუსებსაც გაუსვა ხაზი და იმასაც, რაც არ მოეწონა. მერე გავიგეთ, რომ ასეთი შეფასება მისი საუკეთესო კრიტიკა ყოფილა.

– შენზე რა დაწერეს? 

– ჩემი პატრნიორი, ანუ, ვისთანაც ძირითადად ვცეკვავ, ეს არის ლია ცირიო. არ მახსოვს, ამ კაცმა თუ სხვამ, შეგვაფასა, როგორც საუკეთესო წყვილი. ჩემთვის ეს ყველაზე სასიამოვნო იყო, ეს მირჩევნია, ინდივიდუალურ შეფასებს. რომ დამიწერონ, საშუალოო, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოვასწორო. რადგან მე პრეტენზია მაქვს არა საშუალოზე, არამედ საშუალოზე მეტზე, ამიტომაც იყო ჩვენთვის ეს საუკეთესო კრიტიკა – შემდგარი წყვილია, როგორც ერთი, ისე იყვნენო. ხოსე მარტინესი იყო „გრანდ ოპერის“ წამყვანი სოლისტი, ძალიან კარგი მოცეკვავე, ახლა აღარ ცეკვავს და „ბოსტონ ბალეტში” გააკეთა საპრემიერო დადგმა. ჩემზე და ჩემს პარტნიორზე დადგა ახალი ბალეტი – ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. ნეოკლასიკური ბალეტი იყო, საინტერესოდ დადგმული, ლამაზად გაკეთებული, სასიამოვნოდ შესასრულებელი, როცა ბალეტი შენზე იდგმება, აქ ქორეოგრაფი შენთან ისე კი არ მუშაობს – ეს მინდა, ან ის მინდაო; პირიქით, შენ გეკითხება აზრს. მე და ლიამ ჩვენი რაღაცეები შევიტანეთ ბალეტში და ძალიან უცხო გამოვიდა, მსოფლიო პრემიერა იყო. ჯერ ვიცეკვეთ ბოსტონში, შემდეგ ნიუ-იორკში ჩავიტანეთ და დიდი მოწონება დაიმსახურა. კიდევ გვქონდა კილიანის „ბელა ფიგურა“ – მე ხომ ვგიჟდები კილიანზე! 

– თითქმის ყოველ წელს გაქვს ინდივიდუალური მიწვევა სხვადასხვა ქვეყნიდან. წელს რა ხდებოდა ამ მიმართულებით? 

– წელს ვიყავი კორეაში. ძალიან კარგი იყო. ჩვენს დასში ერთი კორეელი მოცეკვავეა, საკმაოდ ძლიერი, ბოსტონში წელს გახდა სოლისტი. ლამაზი გოგონაა, კარგი მოცეკვავე და შემომთავაზა მასთან კორეაში ერთად წასვლა. ვიცეკვეთ „დონ კიხოტიდან“ პა დე დე და ჩვენი „ბოსტონ ბალეტის” წამყვანი მოცეკვავის (რომელიც უკვე ასაკშია, მაგრამ, კარგ ქორეოგრაფიებს აკეთებს) თანამედროვე დადგმა. ძალიან მოეწონათ – როგორი უცხო და საინტერესოაო. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. კორეაში უკვე მეორედ ვიყავი. წინა წელს ბევრი არ მიცეკვია და წელს გაუხარდათ, კიდევ რომ ჩავედი და უფრო მეტი ვიცეკვე. საღამოს ორგანიზატორი მოვიდა ჩემთან და მითხრა, ჩვენ კიდევ შევხვდებით, მინდა, კიდევ ჩამოგიყვანო, ჩემს სიაში ხარო. ასევე, ვიყავი სამხრეთ კოლუმბიაში გალა საღამოზე და ამ საღამომაც ძალიან კარგად ჩაიარა. მინიმუმ, სამი-ოთხი ასეთი გასტროლი გამოვტოვე შტატებში, რადგან, ისეთი დრო მითხრეს, ვერ მოვახერხებდი, სპექტაკლები მქონდა. 

– კორეელ გოგონაზე თქვი, წელს სოლისტი გახდაო... შენ შემთხვევაში კი, როგორც ვიცი, ყველაფერი სხვაგვარად იყო – პირდაპირ, თან ინტერნეტის საშუალებით აგიყვანეს „ბოსტონ ბალეტში” წამყვან სოლისტად.

– კი, ასე იყო. ეს გოგონა კარგი მოცეკვავეა: მეორე წელს მეორე სოლისტად გადაიყვანეს, მესამე წელს კი – წამყვან სოლისტად. ჩემს შემთხვევაში კი ყველაფერი სხვაგვრად მოხდა, თუმცა, ჩემთვის უბრალო სოლისტად მუშაობაც რომ შემოეთავაზებინათ, მაინც დავთანმხდებოდი – ძლიერი დასია, სერიოზული თეატრი. თუმცა, ერთი რამ ნამდვილად მეცოდინებოდა – რომ წამყვან სოლისტად უნდა გადავსულიყავი. 

– ალბათ, უკვე ემზადებით ახალი სეზონისთვის. 

– დიახ. ორი კვირა ვიყავი თბილისში და მაქსიმალურად ვეცადე, ყველა მენახა. ახლა ჩავალ ბოსტონში და 11 აგვისტოდან მე და ეკა, ჩემი მეუღლე, რეპეტიცებს დავიწყებთ. პირველი ორი თვე ძალიან რთული და დატვირთული გვექნება, რადგან ყველა იმ ბალეტზე ვიმუშავებთ, რომლებიც 2014-2015 წლის სეზონზე უნდა გავხსნათ. შემდეგ სეზონს გავხსნით „გედების ტბით“, რომელიც ჩვენმა დირექტორმა დადგა, ახალი კოსტიუმებიც შევიკერეთ. უკვე ეკასაც აქვს როლები. იქ, უხეშად რომ ვთქვა, ბევრი მოცეკვავე ელოდება თავის რიგს, რომლებსაც უფრო მეტი სტაჟი აქვთ. თუმცა, შეიძლება, რაღაც როლზე ეკა დასჭირდეთ და აღარ მიაქციონ სტაჟს ყურადღება. ეკას საკმაოდ ბევრი შანსი აქვს, რომ სხვადასხვა პარტია იცეკვოს. ეს მეც მიხარია და ეკაც ძალიან კმაყოფილია. რა როლიც მიუციათ, კარგად უცეკვია და კმაყოფილები დარჩენილან. 

– რომელი უფრო კრიტიკული ხართ შეფასების დროს? 

– სხვა რომ მეტყვის – ყოჩაღ, ლაშა, რა კარგი იყოო, ეკა მეუბნება – ეს რას ჰგავდაო, მე კი ვპასუხობ, ქმარი შენ არ იცი და ახლობელი-მეთქი. თუ მეტყვის, არა უშავრდაო, ესე იგი, კარგი იყო. თუ ძალიან დამიწუნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ პატარა დეტალი გამეპარა. ასეთი კრიტიკოსი და შემფასებელი სხვა არავინ მყოლია, მთელ მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო და საშინელი კრიტიკოსია ჩემთვის – პირდაპირი, ხანჯალს რომ დაგარტყამს გულში.  სახლშიც სულ მტანჯავს. ძალიან სუფთა ადამიანია და სულ უნდა ბზინავდეს ყველაფერი. სტუმრები რომ მოდიან, ჯოხით ელოდება: ფეხსაცმელი გაიხადეთ, თორემ, მოგხვდებათო. „ჩესტით” შემოდიან. სახლში ეკაა მეფეც და ყველაფერიც. მეც ვაძლევ ცეკვასთან დაკავშირებით შენიშვნას, მაგრამ, ისე არა, როგორ თვითონ იცის ხოლმე – ამაში აშკარად მჯობია. ვერ წარმომიდგენია და არც მიფიქრია იმაზე, რომ  სხვა პროფესიის მეუღლე მყოლოდა. ალბათ,  ვერ გავუგებდით ერთმანეთს. მე და ეკა კარგად ვართ ერთად, ბედნიერები, ვუგებთ ერთმანეთს. თავიდან, „ბოსტონ-ბალეტში“ გადასვლა რომ შემომთავაზეს, ისე ვიყავით გახარებულები, ეკასთვის ნახევარი წლის კონტრაქტი რომ დაედოთ და სტაჟი გაეკეთებინათ, იმითაც კმაყოფილები დავრჩებოდით, რადგან, ერთად ვიქნებოდით. მაგრამ, რომ ნახეს მისი მონაცემები, ნახევარი კი არა, მთელი წლით დაუდეს კონტრაქტი ძირითად შემადგნელობაში.

– როგორც წამყვან სოლისტს, ალბათ, გარკვეული პრივილეგიებიც გაქვს. 

– ბევრი რამ გვეთქმის. მაგალითად, მაქვს იმის უფლება, თუ რეპეტიციაზე ვერ ვგრძნობ თავს კარგად და ვერ ვაკეთებ ჩემს მაქსიმუმს, პედაგოგს ვთხოვო, თუ შეიძლება, დღეს მსუბუქად გავივლი-მეთქი და არ არის პრობლემა. მაგრამ, კორდებალეტის შემთხვევაში არ არის ასე, თუ არ გაცივდი ან ძალიან ცუდად არ ხარ, უნდა გაიარო რეპეტიცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვსარგებლობთ ამით, თუ მართლა რაღაც არ ხდება. ნაბახუსევზეც მივსულვარ, ერთი საათი დამიძინია და მერე მიცეკვია. მათთვის დალევა მხოლოდ უიქენდებზე შეიძლება, მე კი შემიძლია, ნებისმიერ დღეს დავლიო – ქართველები უიქენდებს არ ვცნობთ. რაც მთავარია, ჩემი თავის ამბავი ვიცი და, მაინც კარგად გამიკეთებია ჩემი საქმე. „პახმელია“ საერთოდ არ მაქვს, კონფლიქტურიც არ ვარ, სიმთვრალეში კი უფრო საყვარელი ვხდები. 

скачать dle 11.3