კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გახდება მარკუს მეტრეველი მრავალშვილიანი მამა და როგორ ცხოვრობს ის ეგვიპტური წარმოშობის არისტოკრატ ფრანგ ქალბატონ შეილასთან ერთად

დიდი ხანი არ არის, რაც მარკუს მეტრეველის სახლში ოჯახის ახალი წევრი გაჩნდა, რომელმაც პატრონს ძალიან შეაყვარა თავი. სიმართლე გითხრათ, იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც თავის ოთხფეხა მეგობარზე ასე თბილად საუბრობს, ისეთი მზრუნველი და მოსიყვარულეა, როგორც მარკუსი. შეილამ იცის, რომ მარკუსი მისი ნამდვილი დამცველია და, თუ ქუჩაში მაწანწალა კატების გარემოცვაში მოხვდა და ჩხუბიც მოუწია, პატრონი არ დაუშვებს, რომ მას რამე დაუშავდეს. 

მარკუს მეტრეველი: ცხოველების გვერდით თავს ყველაზე კომფორტულად, თბილად და დაცულად ვგრძნობ. ისინი ოთხფეხა მეგობრები არიან, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს და, ადამიანებისგან განსხვავებით, არ მკბენენ, არ მერჩიან და მავსებენ საოცარი დადებითი ენერგიით. სახლში ეგვიპტური, სფინქსის ჯიშის კატა მყავს და საოცარი დადებითი ენერგეტიკა აქვს. თუ ვინმესგან ცუდი აურა იგრძნო, მაშინვე გარბის მისგან.

– რა ჰქვია შენს ფისოს და რამდენი წლისაა?

– ჩემს ფისოს შეილა ჰქვია. მეგობარმა მაჩუქა, მარიშა მაისურაძემ და სახელიც მან დაარქვა. არ დამავიწყდება, მასთან სტუმრად რომ მივედი, შეილა მაშინ ძალიან პატარა იყო, ორი-სამი თვის და, დამინახა თუ არა, მოვიდა, მომეწება, ფეხზე ამაღოღდა და მოფერება დამიწყო. მაშინვე ორივე მივხვდით, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებდით და იმ დღის შემდეგ სულ ერთად ვართ. სხვათა შორის, შეილა ფრანგი გოგოა, არისტოკრატიული და გრაციოზული. ახლა შეილა რვა თვისაა, ძალიან ნაზია და თავისებური ხასიათი აქვს.

– ხასიათის თავისებურებაში რას გულისხმობ?

– მაგალითად, თუ დიდხანს დავტოვე მარტო, დარდობს და საჭმელს აღარ ჭამს. ვერ იტანს უჩემობას, ნერვიულობს, დაჯდება კუთხეში და მელოდება. აი, რომ დამინახავს, მაშინვე გამოხატავს სიხარულს – იწყებს ჭამას, წყლის დალევას და თამაშს. სასწაული რეაქციები აქვს ჩემს დანახვაზე. მარიშა ერთადერთი ადამიანია, ვისაც ვენდობი და შეილას ვუტოვებ, სხვას ვერ ვანდობ. ყველა ამბობს, რა საოცარი გარეგნობა აქვს შეილასო. ამ გარეგნობამ მომხიბლა სწორედ. მე არ მიყვარს ყველაფერი მასობრივი და სტანდარტული, შეილას კი საშიში, მისტიკური გარეგნობა აქვს და ამით მიზიდავს. იცით, შეილა რაში მგავს?

– არა, არ ვიცი.

– სპეციფიკური ხასიათი აქვს: სულიერად ფაქიზია, ელემენტარული სწყინს და ელემენტარული უხარია. მეც ასეთი ვარ. ოღონდ, შეილა ცოტა ცელქია, უყვარს მაგიდიდან ყველაფრის ჩამოყრა და თამაში. 

– მერე, შენ ამის გამო არ უბრაზდები?

– არა, რას ამბობთ, ამის გამო როგორ გავუბრაზდები! შეილა ისეთი ნაზი ქალბატონია,  როგორ ვუყვირებ ან დავსჯი? ხანდახან სახლის ერთ კუთხეში დაჯდება, ძეგლივით გაშეშდება და სადღაც იყურება, თან, ამ მომენტში, ყურები დაცქვეტილი აქვს, კუდი კი შემოხვეული. სასწაული გარეგნობა აქვს და ხანდახან მაშინებს (იცინის).

– შენს სიმღერებს თუ ასმენინებ და რა რეაქცია აქვს შენს ნამღერზე?

– კი, როგორ არა, ჩავურთავ ხოლმე ჩემს სიმღერებს და ჩემი ნამღერი რომ ესმის, დაცქვეტს ყურებს, მერე მოდის, ფეზე მეხუტება და,  ენერგიას იღებს ამით, თუ მაძლევს, ვერ გეტყვით. თუ ცუდად ვარ, ამასაც გრძნობს – მოდის, მეხება, კრუტუნებს და, ვგრძნობ, ცუდი როგორ მაქვს ჩემგან და დადებითით მავსებს. საოცრად მგრძნობიარეა. ერთხელ, მაღალი სიცხე მქონდა, შეილა მოვიდა და ლოგინში ჩამიწვა. ორ საათში სიცხემ დამიწია. ზოგადად, არ მიყვარს ცხოველებს მათი პატრონების გვერდით რომ  სძინავთ. შეილასაც თავისი კუთხე აქვს, მაგრამ თუ დიდხანს ვერ მნახა, ვენატრები, ჩემთან წვება და ისე იძინებს. არ უყვარს მარტოობა. თუ მარტო დარჩა სახლში, წკმუტუნებს, კნავის, კარს პორჭყნის. თუ ჩემი ფეხსაცმელი დევს შემოსასვლელში, მასში წვება და ასე მელოდება სახლში. რომ მივალ, სიხარულს ვერ მალავს და მეც ვეფერები. მაგრამ, თუ ძალიან მოვეფერე და ეტკინა, ვეღარ საზღვრავს ხოლმე, როგორ გამოხატოს თავადაც სიყვარული ჩემ მიმართ და მკბენს (იცინის).

– ხშირად სეირნობთ ერთად სუფთა ჰაერზე?

– სამწუხაროდ, არ უყვარს ქუჩაში სეირნობაოში. საოცრად ფაქიზია და სახლში, მყუდრო გარემოში  ურჩევნია ყოფნა. ერთხელ, მოხეტიალე გოგოებმა (იცინის), ანუ კატებმა, ძალიან გააბრაზეს, მაგრამ, არც ამან დააკლო. მიუხედავად იმისა, რომ შეილა სულიერად ნაზია, ისეთი ძლიერი ყოფილა ფიზიკურად, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. მოკლედ,  გარეთ რომ გავიყვანე სასეირნოდ, შემოეხვივნენ ქუჩის კატები და ჩხუბი დაუწყეს. ამანაც გამოიჩინა თავისი კატური მოხერხება და ისეთი ბრძოლა გაუმართა, ეს ნამდვილი სანახაობა იყო.

– მერე, ვერ გააშველე?

– ისე ლამაზად იგერიებდა მათ, ცქერით დავტკბი და ცოტა ხანს ვაცადე (იცინის). თავიდან, რომ დაესივნენ ქუჩის კატები, შოკი მივიღე, მაგრამ, შეილა რომ ბოქსიორივით ჩხუბობდა, ამან გამაოცა. ეს აღმოჩენა იყო ჩემთვის. ნამდვილი ფოცხვერი, პანტერა იყო თავისი მოქმედებებით. ისე მომეწონა ეს სანახაობა, გავიფიქრე, რა მაგარია-მეთქი, მაგრამ, მერე რომ მივხვდი, რამეს დაუშავებდნენ, კი ჩავერიე ჩხუბში და გავაშველე. 

– ქუჩაში რომ გხედავენ მასთან ერთად, ხალხს რა რეაქცია აქვს?

– მისი საოცარი გარეგნობის გამო, ზოგს ეშინია (იცინის), ზოგი გაოცებული აკვირდება, ზოგს კი არ მოსწონს და ამას გამოხატავენ კიდეც. თუმცა, ბევრს მოსწონს. ერთხელ ვსეირნობდით მე და შეილა და გავიგონე – შეხედე, ფუ, რას ჰგავს ეს კატაო და, ისე მეწყინა, ვერ აგიწერთ.

– ამაზე შენ რა რეაქცია გქონდა?

– არ ვარ კონფლიქტური და ვერ გამოვეკიდები სიტყვებზე სხვას, მაგრამ, მეგონა, შეილამაც გაიგო და, რომ არ სწყენოდა, ჩავეხუტე, მაგრად მოვეფერე. 

– პასპოტრი თუ აქვს ქალბატონ შეილას და რა გვარზეა ჩაწერილი?

– დიახ, პასპორტი აქვს ჩემს გოგოს, სადაც წერია, რომ ის არის შეილა მარკუსის ასული მეტრეველი. 

– ქალბატონია და ალბათ, თაყვანისმცემლებიც ეყოლება. საპირისპირო სქესის მიმართ იჩენს ინტერესს?

– შეილა უკვე ეძებს საპირისპირო სქესს და, თუ დაინახა და მოეწონა, კუდს მაღლა აიშვერს და კედელს ეხახუნება – ასე გამოხატავს მოწონებას; თან უფრო ელეგანტური ხდება, იპრანჭება და ინაზება. ისე შემაყვარა თავი, თუ მომავალში კნუტებს მაჩუქებს, აუცილებლად მათაც დავიტოვებ და მრავალშვილიანი მამა გავხდები (იცინის). ძალიან მიყვარს ძაღლებიც და სიამოვნებით ვიყოლიებდი, მაგრამ, მათ მეტი ყურადღება სჭირდებათ, მე კი ამის დრო არ მაქვს. შეილას არ უყვარს ქუჩაში სეირნობა, ძაღლი კი დღეში ოთხჯერ უნდა გაიყვანო გარეთ. 

– შეილას თავად აბანავებ და უვლი?

– დიახ, თავად ვუვლი შეილას, ვაბანავებ და ვასუფთავებ. სპეციალური შამპუნით ვბანაობთ და კანის მოვლის ბევრ საშუალებასაც ვხმარობთ.  ძალიან სუფთაა, უბეწვოა და კანი ხავერდივით ნაზი აქვს. ექიმებთანაც დავდივართ და აცრებს ვიკეთებთ. კვებასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ასე რომ, ქალბატონი დიდ კომფორტშია.  

– ეს შენი პირველი “შვილობილია” თუ მანამდეც გყავდა ცხოველები სახლში?

– სახლში არა, მაგრამ, სოფელში რომ ჩავდიოდი, ვგიჟდებოდი ცხოველებზე. ბავშვობიდან მიყვარს ცხენები, თხები, ძროხები, კატები, ძაღლები და ჩერჩეტი ქათმები (იცინის). შემიძლია, საათობით ვეფერო და ვესაუბრო, ისინი ჩემს ენერგეტიკას კარგად გრძნობენ. მეზობელს ჰყავს დიდი „ავჩარკა,” ყველას უყეფს და ერჩის, მაგრამ, მე რომ დამინახავს, მშვიდია, არც მიყეფს და არც მერჩის. ასე რომ, ვფიქრობ, ცხოველები ადამიანებზე კარგად გრნობენ, ვინ არის მათ მიმართ კეთილად განწყობილი და ვინ – მტერი.

скачать dle 11.3