კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა 2011 წელს „სილქნეტის“ შიდა კონტროლისა და სტანდარტიზაციის დირექტორის მოადგილე ოთარ დანელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

აწ უკვე სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია 1979 წელსაა დაბადებული.  1997- 2002 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, 1996-2000 წლებში – საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიის სპეციალობას ეუფლებოდა; მხოლოდ 1995-1996 წლებში –  ECA  Academy-ში, შეერთებულ შტატებში;  2002-2005 წლებში იტალიაში ეუფლებოდა ინფორმაციისა და კრიზისის მართვას, აგრეთვე, ბიზნესის უწყვეტობას. 2008-2010 წლებში თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის ევროპულ სკოლაში გაიარა საინფორმაციო ტექნოლოგიების ბიზნესადმინისტრირების კურსი. მისი სამუშაო გამოცდილება 1999 წელს იწყება Northrop Grumman-ში, სადაც მან პროექტის ასისტენტად 2000 წლამდე იმუშავა. 2001 წლიდან  2004-მდე მუშაობდა გაეროს დამკვირვებელთა მისიაში ასისტენტად; 2004-დან 2007-მდე იყო რეგიონული წარმომადგენელი „გაეროს ოპერაციები კოტ დივუარში“; 2008-2009 წლებში – „ბანკ რესპუბლიკის“  შიდა კონსულტანტი, მოგვიანებით კი – პროექტის მენეჯერი. 2009 წელს 2011 წლამდე დაწინაურდა – „ბანკ რესპუბლიკის“ პროექტებისა და ბიზნესანალიზის დეპარტამენტის უფროსი გახდა. 2011 წელს „სილქნეტში“ გადავიდა, სადაც 2013 წლამდე დირექტორთა საბჭოს წევრი, მონიტორინგისა და სტანდარტიზაციის უფროსი გახლდათ. 2013 წელს შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა, 2014-ში – შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორად, 2014 წლის 21 ივლისს კი – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ, სულ ახლახან კი, უფრო მეტიც და, რატომღაც, თვით სოფლის მეურნეობის მინისტრადაც. მას ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ აქვს შევსებული ფინანსური დეკლარაცია: პირველი 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: მამა – ნუგზარ დანელია, დედა – ლუიზა დანელია, და – ლიანა დანელია, მეუღლე – მერი ჩიქობავა და ორი შვილი: 2008 წელს დაბადებული ანიტა და 2012 წელს დაბადებული დაჩი. მათი საცხოვრებელი სახლი დაბა შინდისში ოთარ დანელიას საკუთრებაა (265 კვ. მ.), ასევე, ბინა თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (99 კვ. მ.), იქვე მდებარე ავტოფარეხი (16 კვ. მ.), არასაცხოვრებელი ფართი ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე (35 კვ. მ.) და მიწის ნაკვეთი დაბა შინდისში (602 კვ. მ.). მასვე ჰყავდა ავტომანქანა – 2007 წლის „გრანდ ვიტარა“. ოთარ დანელია „საქართველოს ბანკის“ დეპოზიტზე 7 523 აშშ დოლარს ინახავდა, ხოლო ანაბარზე –  3 115 აშშ დოლარს. ნაღდ ფულად კი, დეკლარაციის შევსების მომენტში, 15 000 აშშ დოლარი ჰქონდა. ოთარ დანელია იმხანად იყო შპს „სმარტ ჰაუზის“ პარტნიორი (2010 წლიდან), შპს „მეგა ქონსტრაქშენის“ პარტნიორი (2012 წლიდან), შპს „სკაი მოტორსის“ პარტნიორი (2010 წლიდან) და შპს „მეგა დომესტიკის“ პარტნიორი (2009 წლიდან), თუმცა, თუ დეკლარაციას ვერწმუნებით, მას არც ერთი შპს-დან შემოსავალი არ მიუღია. რაც შეეხება სახელფასო შემოსავლებს: მერი ჩიქობავამ, 2012 წლის განმავლობაში, როგორც „ბანკი რესპუბლიკის“ სატელეფონო ოპერატორმა, 8 259 ლარი აიღო, ოთარ დანელიამ კი, როგორც „სილქნეტის“ შიდა კონტროლისა და სტანდარტიზაციის დირექტორის მოადგილემ – 97 500 ლარი, ხოლო, როგორც კერძო კონსულტანტმა – 5 000 ლარი.

მას არცთუ მცირერიცხოვანი საბანკო კრედიტებიც აქვს, კერძოდ: 2010 წელს ოთარ დანელიამ „ბანკ რესპუბლიკიდან“ 10-წლიანი სესხი აიღო 61 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაც 2012 წელს 8 784 აშშ დოლარი დაუჯდა; „საქართველოს ბანკიდან“ აღებული 10 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხის მომსახურება – 4 069 ლარი; სარკრედიტო ბარათის მომსახურება – 13 573 ლარი; მეორე, 9000 აშშ-დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურება – 1 548 აშშ დოლარი; 20 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხის მომსახურება – 6 542 ლარი, 7 400-ლარიანი სამომხმარებლო სესხის – 2 489 ლარი. 2014 წლის დეკლარაციის თანახმად, ვიგებთ, რომ ოჯახი უკვე ცალკე ცხოვრობს, ვინაიდან, ბ-ნი დანელია ოჯახის წევრებად მიუთითებს მხოლოდ მეუღლესა და შვილებს. თუმცა მისი უძრავი ქონება გაზრდილა: გარდა ზემოჩამოთვლილისა, ოთარ დანელიას საკუთრებაა: საცხოვრებელი ბინა თაბუკაშვილის 14-ში (161 კვ. მ.), კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი შინდისში (600 კვ. მ.) და მშენებარე საცხოვრებელი სახლი შინდისში (265 კვ. მ.), მაგრამ ავტომანქანა იგივე ჰყავს. ანაბარზე მხოლოდ 4366 აშშ დოლარი ერიცხება, ნაღდ ფულად კი დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა 7 000 აშშ დოლარი და 4 000 ლარი. აგრეთვე, რაც შეეხება სახელფასო შემოსავლებს: მერი ჩიქობავამ იმავე პოზიციაზე, 2013 წლის განმავლობაში, 9 900 ლარი მიიღო; ოთარ ლანელიამ, როგორც შპს „დეტის“ გენერალურმა დირექტორმა – 5 250 ლარი; როგორც „სილქნეტის“ იმავე პოზიციის თანამშრმომელმა – 24 375 ლარი, როგორც შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ – 81 070 ლარი. მას 2013 წელს კიდევ ერთი იპოთეკური სესხი აუღია – 200 000 აშშ დოლარის ოდენობით და ერთი 20 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხიც.

скачать dle 11.3