კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განაღრფთოვანებულები

ასე იწრთობოდა სამოქალაქო საზოგადოება

რაკი წინასაარჩევნო მარათონია, თურქი პოლიტიკოსებიც გაცხარდნენ და ამომრჩევლისთვის თავის მოწონებასა თუ მისი გულის მოგებას მთელი ეშხითა და ძალით ცდილობენ. გამონაკლისი არც თურქეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბ-ნი ერდოღანია, რომლის გურჯული ფესვებიც წინა ხელისუფლებას ფრიად აღაფრთოვანებდა.

მაგრამ აღფრთოვანება აღფრთოვანებად დარჩა, ვინაიდან, ერთ-ერთი ტელევიზიით წინასაარჩევნო გამოსვლისას ბ-ნმა ერდოღანმა იმის დასადასტურებლად, რომ ყველა ერთად აღებულ თურქზე უფრო თურქია (რაც პირადად მე სავსებით ბუნებრივი მგონია, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ თურქეთის პოლიტიკოსისთვის), ფრიად არაკორექტულ კონტექსტში მოგვიხსენია.

სახელდობრ, ბრძანა შემდეგი: „მეძახდნენ ქართველს, ბოდიში მომითხოვია, ასევე უარესსაც ამბობდნენ, ისინი სომეხსაც მეძახდნენ, ვამაყობ, რომ თურქი ვარ (განა ჩვენ ვუშლით?! მე მას ვეთანხმები, ქართველობა დიდი პატივია – )!“

თუ განცხადების შინაარსით ვიმსჯელებთ, ის, უდიდესი ალბათობით ბ-ნი ერდოღანის კომპლექსებითაა ნაკარნახევი, თუმცა ჩვენს სამშობლოში ჩვენი თანამემამულეების ნაწილი კვლავ აღშფოთდა ჩვენს მთავრობაზე, რატომ არ მოითხოვს ბ-ნი ერდოღანისგან ბოდიშის მოხდასო (მე რომ მკითხოთ, დუელში გამოწვევა აჯობებდა!). არ შევჩერდები გულის მოფხანის მეთოდების ავკარგიანობაზე, ვინაიდან, რაციონალურად გათვლილი ქმედებების უიმედო ტრფიალი ვარ, მაგრამ იმას კი მოგახსენებთ, რომ, რაც მთავარია, თურქეთის საზოგადოება, მედია და ექსპერტები მიმართავენ ბ-ნ ერდოღანს და მოითხოვენ, სასწრაფოდ მოიხადოს ბოდიში მეზობელი სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო. – 

უფრო მეტიც, თურქი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნაციონალისტური განცხადებები ბ-ნ ერდოღანს ხმებს დააკარგვინებს, რაც პირადად ჩემში თეთრ შურს იწვევს, რადგან თეთრი ხელთათმანის სროლას დიდი გათვლა არ სჭირდება, პრობლემა სამოქალაქო საზოგადოების გამოწრთობაა!

скачать dle 11.3